“პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს”

ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ბირთვული რაკეტების პოლონეთში განთავსება მოსკოვს მნიშვნელობას შეაკავებდა.

კაჩინსკის განცხადებით, ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ეს რეალობა შეცვალა.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 150 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს. ცნობისთვის, ამჟამად ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

როგორც გამოცემა Welt am Sonntag წერს, აშშ-ის ხელისუფლებას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share