შუალედური არჩევნების შედეგები ბათუმში

შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილია – ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია. “ქართული ოცნების” კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ 69% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ 31%.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, არჩევნებზე ბათუმში ჯამში 31 საჩივარი დარეგისტრირდა, როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, დარღვევებს შედეგებზე გავლენა არ ექნება.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარის მტკიცებით, უბნებზე აგიტაცია არ ყოფილა და ეს მხოლოდ “სპეკულაციაა”.

რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნებს რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში. დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი. არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 90, 61% მიიღო. შატაკიშვილის კონკურენტები იყვნენ კანდიდატები პარტიებიდან “საქართველოს ერთობისა და განვითარების” და “სოციალური სამართლიანობისთვის”.

აღსანიშნავია, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი კანდიდატურა მოხსნა “ლელოს” კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემაც

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share