მინდა მოგახსენოთ, რომ განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი-აცხადებს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, რომლის განმარტებითაც სააკაშვილი სკოლებს ანგრევდა, ბიძინა ივანიშვილი და “ოცნების” მთავრობა კი განათლებული მომავლისთვის, ყველაფერს აკეთებს:
მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება ახალი სკოლების მშენებლობაზე და არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციაზე. სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებს აშენებს, აკეთებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, შესაბამისობაში მოჰყავს ევროპულ სტანდარტთან. ამისი მაგალითი მრავლად არის და ეს პროცესი, რასაკვირველია, გაგრძელდება, მათ შორის ქობულეთშიც. თქვენ გექნებათ ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის შესაბამისი სკოლები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესისთვის.
შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისათვის აუცილებელია, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს. ჩვენი გუნდი აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.