როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი, “ქართული ოცნების” კანდიდატის, ოზურგეთის მერობის პოსტზე, ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვების შემთხვევაში, ოზურგეთის ფაქტობრივი მერი ბეგლარ სიორიძე იქნება.
რედაქციას კარგად ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ძმებმა თალაკვაძეებმა სიორიძეს ვიცე მერობა უკვე შესთავაზეს.
ვრცელდება ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ადგილზე სიორიძეს საჯაროდ გაემიჯნა, არაოფიციალურად ის რჩება ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძესთან ერთად და გადაწყვეტილებების მიღებაც მმართველ პარტიაში არა “ქართული ოცნების” შტაბში, არამედ ბეგლარ სიორიძის კუთვნილ სასტუმრო “ოზურგეთი პლაზაში” ხდება, რომლის ყოველდღიური სტუმრები ძმები თალაკვაძეები არიან,
თავის მხრივ ავთანდილ თალაკვაძე, გავრცელებული ინფორმაციით, არ მალავს, რომ არც აპირებს ოზურგეთში ცხოვრებას და ის ყველა შემთხვევაში თბილისს დაუბრუნდება, ადგილზე კი მისი გამარჯვების შემთხვევაში მერიის საქმიანობას ვიცე მერის რანგში ბეგლარ სიორიძე წარუძღვება.
ნიშანდობლივია, რომ ავთანდილ თალაკვაძეს არც უცდია ოზურგეთს დაბრუნებოდა, ის დღემდე ქალაქ თბილისში, დიდუბეში, კაკაბაძის ქუჩაზე ცხოვრობს და დიდი ალბათობით არც აპირებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას.