გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპული იპოვეს

უკრაინელები რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გათავისუფლებული ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა თქვა, რომ ქალაქში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები ნახეს მასობრივ საფლავებში, ცხედრების ნაწილი კი კვლავ ქუჩებში იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share