ავსტრალიის პრემიერი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოიწოდებს, უკრაინა დატოვონ.

„ჩვენი რჩევა ნათელია, ვითარება სახიფათო. უნდა ეცადოთ უკრაინისგან თავის დაღწევას“, – აღნიშნა სკოტ მორისონმა.

მისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ავსტრალიაში ვიზიტს მოჰყვა.

ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიჭრას. გუშინ უკრაინაში შეჭრის საშიშროების ფონზე, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ლატვიამ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share