გაფლანგული მილიონები თავდაცვის სამინისტროში – საგანგაშო დასკვნა

გაფლანგული მილიონები თავდაცვის სამინისტროში – აუდიტის ეროვნული სამსახური საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს. საქმე ეხება სამინისტროს ბალანსზე არსებულ სამხედრო ცენტრ “დელტაში” გამოვლენილ დარღვევებს.

მილიონ 128 ათასი ლარის არამართლზომიერად განკარგვის გამო, საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.

დარღვევებია სამინისტროს ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 174 ჰექტარ მიწაზე არ ფიქსირდება სამინისტროს სარგებლობის უფლება, მაგრამ ეს ასახულია მის ფინანსურ ანგარიშგებაში.

ასევე, აუდიტმა ვერ მიიღო მტკიცება, რაში დახარჯა სამინისტრომ სამხედრო იარაღის შეძენისთვის გამოყოფილი 24 მილიონი ლარის ღირებულების გრანტი.

გარდა ამისა, დარღვევებია სადაზღვევო კომპანიასთან დადებულ კონტრაქტებში. აუდიტმა 2 მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული შედეგი ვერ დაადგინა.

მილიონები გაიფლანგა გრიფით საიდუმლო ხელშეკრულებითაც. საიდუმლო პროექტის ფარგლებში სამინისტრომ 8 მილიონ 346 ლარი დახარჯა, რაც აუდიტის დასკვნით, არამიზნობრივი ხარჯია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share