უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი ამბობს, რომ რუსეთმა დაიწყო ომი ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში და მათ მოსაგერიებლად უკრაინა მზად არის:
“რუსეთმა დაიწყო ომი ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში და ახლა სისულელეს ამბობს, რომ სამხედრო გზით ვაპირებთ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაბრუნებას. ჩვენი ქალები და კაცები დაიცავენ ჩვენს ქვეყანას. ახლა ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები და აღჭურვილობა დამატებითი დახმარების წყალობით, რომელიც მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან,”- ამბობს ოლექსეი დანილოვი