ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, გუშინ მოკლულ, 63 წლის ქალბატონს, დანით 60 ჭრილობა აქვს მიყენებული.
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს”, ნასაკირალიდან აცნობეს;
მკვლელობა, გუშინ ადრე დილით, დაახლოებით 5 საათზე მოხდა; პოლიცია მკვლელს მეორე დღეა უშედეგოდ ეძებს;
მოკლულის თანასოფლელების განცხადებით, მკვლელი, საცხოვრებელ სახლში, ნასაკირალის მეხუთე მიკრორაიონის სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ფანჯრიდან შევიდა, შესვლამდე მკვლელმა, ბინაში, ელექტროენერგია გათიშა; მკვლელობის იარაღი – დანა, ასევე ხელთათმანები, კი ადგილზე, მომხდარის შემდგომ დატოვა.
კორპუსში ხმაური მხოლოდ ერთმა მეზობელმა გაიგო, მან მეორე მეზობელს შეატყობინა, მეზობლები ბინაში მოგვიანებით, ფანჯრიდან შევიდნენ, თუმცა, ქალბატონი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ:
“საშინელი სურათი დაგვხვდა – მოკლული თითქმის აკუწული, დაჩეხილი იყო” – ყვება ერთ ერთი მეზობელი;
ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა, მეუღლე კურორტ გომისმთაზე მუშაობდა, შვილები კი საკუთარ, სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებში, დამოუკიდებლად ცხოვრობენ;
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, ძაღლები მოიყვანეს, თუმცა კვალი – მომხდარიდან ას მეტრში, ავტომაგისტრალზე გასვლისას დაიკარგა;
გამოძიებამ ათეულობით ადამიანი დაკითხა, თითქმის ნახევარი სოფელი-თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი – რაიმე ხელშესახები, პოლიციას მომხდარზე, ჯერ არა აქვს.
დაბა ნასაკირალში მანიაკზე ალაპარაკდნენ-სოფლის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მკვლელი ადგილობრივი არაა, თუმცა, მსხვერპლის შერჩევა მიანიშნებს, რომ, ის დასახლებას კარგად იცნობდა;








