სამყაროში ერთადერთი, რომელიც დამსხვრეული ინსულინრეზისტენტობის რეალურ აღდგენას იწყებს.
დაზიანებული ინსულინრეზისტენტობა ანუ——-მწყობრიდან გამოსული ათასობით ნერვი; ინსულტის, დამბლის , სახსრის ჩაშლის , კვებითი ინტოქსიკაციების და ყველა ტიპის სისუსტის და სიმსივნეების გაზრდილი შანსი
მარინა ტოტოჩავა
ნებისმიერი კიბოს პირველი ეტაპი არის ——ინსულინრეზისტენტობის დაზიანება დღეს აღწერილი ჰორმონის დეფექტით.
კამკამა, სამყაროს ყვავილების სურნელის მქონე წყაროს წყალს დალევ, თუ ქიმიურ ლაბორატორიაში შექმნილ ხელოვნურ წყალს, ლაყე კვერცხის , უფრო ზუსტად ——გოგირდწყალბადის აყროლებული სუნით ?ჯანდაცვის პროფილაქტიკის ელემენტარული ცოდნის დონე იმდენად დაბალია ჩვენს მოსახლეობაში, რომ ხან ასეთი არაკორექტული კითხვის დასმა მჭირდება. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სასიცოცხლო პროფილაქტიკური მეთოდების უმოქმედობის გამო ,ადამიანების დიდ რიცხვს ჯანმრთელობის მენტალობა ლაბილური აქვს. ელეგანტურად ჩაცმულ, ასაკში შესულ, დანაოჭებულ, ფიზიკურად გამოფიტულ ქალბატონს მარკეტში ჩუმათ ვეუბნები——რატომ ყიდულობ ხელოვნურ კვერცხს, როცა აქ ასევე, ნატურალური, სოფლის კვერცხი იყიდება. სნობურ-მეშჩანური უწიგნური პასუხი——მე ყვითელი მეზიზღება. ანუ მას ეზიზღება ფლავინი , რომელიც სამყაროს საწყისი და ადამიანის სიცოცხლის , ჯანმრთელობის და ძლიერების ბაზისია. ეს იმიტომ , რომ არ იცის ——რა განსხვავებაა ნატურალურს და ხელოვნურს შორის. ადამიანი, რა მაღალი სტატუსისაც არ უნდა იყოს,თუ ნატურალურს და ხელოვნურს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს,შეზღუდული მენტალობის მქონეა. უწიგნური იმიტომ, რომ ფლავინი სკოლაშიც ისწავლება.
ყველა ის ლუკმა რასაც კუჭისკენ გაგზავნი————სიცოცხლის პროგრამას წერს. უხარისხო საკვების ჭამა, თან დიდი რაოდენობით ,ეს სიცოცხლის წლების ხელაღებით შემცირებაა.
ამ ტექსტით ჩემი მიზანი აბსოლუტურად არ არის რომელიმე ქიმიური წამლის უგულვებელყოფა ან უარყოფითი შეფასება.ისიც დიდი შრომის შედეგია და პაციენტის სურვილის მიხედვით, ექიმის მითითებით გამოიყენება. ადამიანებმა ——სიკვდილსა და სიცოცხლეს, დაცულობასა და დაუცველობას, ტალახიან ორმოსა და ყვავილებიან ბილიკს შორის თავად უნდა გააკეთონ არჩევანი,თავიანთი ტვინის ზომის მიხედვით.
გლუკაგონი აქ ძალიან ბევრჯერ უზუსტესად და ვრცლად დავახასიათე. ასევე, ბევრჯერ ვთქვი , რომ გლუკაგონი და გლიკოგენი სულ სხვადასხვაა , განსხვავებული ფუნქციებით. შიმშილის, კვების დაგვიანების ან შიშის და სტრესის დროს ადამიანის შაქარი სისხლში დაბლა იწევს. გლუკაგონი შიმშილის ან შიშის დროს, ნორმის ქვევით დავარდნილ შაქარს ნორმაზე ამოიყვანს და ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.ამ სამყაროში გლუკაგონს, ბევრჯერ დაუბრუნებია ადამიანებისთვის სიცოცხლე ყოველგვარი გარედან ჩარევის გარეშე. მას ბევრი შეშინებული და დათრგუნული ბავშვის სიცოცხლე უხსნია. გლუკაგონი ინსულინის ანტიპოდია. ის ამატებს გლუკოზას. მაღალი შაქარი და მისი დაავადებები, ისე სწრაფად არ კლავს ადამიანებს, როგორც დაბალი. ჰიპოგლიკემიური დაავადებები, ყველაზე რთულ კატეგორიას მიეკუთვნება მედიცინაში. მათ დროს, ყველაზე ხშირადაა ტვინის დეფექტური გამოვლინებებით დაბადება. არადიაბეტიანებისთვის დაჟინებული მოწოდება სრულ უშაქრობაზე ,რაც მახინჯ ტენდენციად იქცა, მექანიზმების სრულად არმცოდნე პერსონებისგან,დამზიანებელია ადამიანებისთვის. დეენემის მთავარი დამცველი და გამაჯანსაღებელი მისი სასიცოცხლო შაქრებია.რომლებიც არიან ადამიანის ენერგიის შექმნის მთავარი საფუძველი. დეენემის მთავარი შაქარი რომ მთავრდება, კრეატინოფოსფატის ბოლო წვეთიც ეცემა და ადამიანი მოძრაობას და სიცოცხლეს სამუდამოდ ამთავრებს.
კრეატინოფოსფატი სიცოცხლის რეზერვია უჯრედში,დაკარგული ენერგიის შესავსებად.ენერგიის მთავარი საბადო——ატეეფია ანუ ადენოზინტრიფოსფორმჟავა. ატეეფის მარაგი რომ დამთავრდება, თუნდაც ზედმეტი ვარჯიშის დროს , ადამიანი შეიძლება მოკვდეს.რადგან , ამ დროს ატეეფს ჩამოძვრება ბოლო ფოსფატის ჯგუფი.ატეეფი გადაიქცევა—-დახარჯულ, გამოფიტულ, უსარგებლო მოლეკულად——ადეეფად. ამ დროს არენაზე გამოდის კრეატინოფოსფატი,როგორც ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი. ის მაღალი ენერგიის ფოსფატის ჯგუფს გადასცემს ადეეფს და მას მაშინვე ისევ ატეეფად გადააქცევს, ფერმენტ-კრეატინკინაზას საშუალებით.
შიმშილის, შიშის და სტრესის დროს ,გლუკაგონს დაცემული შაქარი ნორმაზე ამოყავს———ღვიძლში ცილის რეცეპტორებთან კონტაქტით, CMPKA სიგნალების გახურებით და ღვილში გლიკოგენის დაშლით.რითაც შაქრის ნორმალური სინთეზი აღდგება და ცოცხლდება.ბოლო წინადადებაში ვთქვი გლიკოგენი და არა გლუკაგონი.რაც მეტს გაიგებთ ამ საკითხზე ,მით მეტს და ჯანმრთელად იცოცხლებთ. რადგან ,შაქრის ცვლა მარტო დიაბეტიანს არ უნდა აინტერესებდეს. ეს მთავარი სასიცოცხლო ცვლაა და სიცოცხლის შეკავების ანალოგია.
მედიცინის მეცნიერება, კერძოდ, მისი განხრა ——-ფარმაცია GLp -1ის ფიუჟენ ცილების ექსპრესიის გზით იყენებს მასპინძელ სტურუქტურებს. მაგალითად,saccharomiyces cerevisuae da e colis.მაგრამ, ადამიანმა თავისი ტვინის ზომით უნდა გადაწყვიტოს რა დალიოს . მითუმეტეს, თუ ექიმიც საეჭვოდ არის საკითხში დარწმუნებული.
დღეს ისეთ დაულაგებელ სამყაროში ვცხოვრობთ, ადამიანს ძალიან მახვილი ტვინი სჭირდება , რომ სტანდარტული,ოფიციალური სტრუქტურების ზიანისგანაც კი თავი გადაირჩინოს . მითუმეტეს, მორალის შესუსტების ერაა. თითქმის, ყველა ცდილობს მოგატყუოს. თავისი , სახელმწიფოსგან უკონტროლო, უვარგისი ნივთი ან პროდუქტი შემოგასაღოს ან გამოგიყენოს და თავისთვის ბევრად მეტი გაინაღდოს. სიცოცხლის დასაცავად ადამიანი მობილიზებული უნდა იყოს. ეძებოს ყველა დარგში მხოლოდ პროფესიონალები და არა, სისტემების გარეკლამებული უცოდინარი, ყალბი სახეები.არავის არ მისცეს თავისი თავის ექსპერიმენტად გამოყენების უფლება, თუნდაც სიცოცხლის სახელით.
ფიუჟენ ნიშნავს შერწყმულს. ფიუჟენ ცილების ექსპრესია გენური ინჟინერიის მეთოდია,როცა ორი სხვადასხვა ტიპის გენის ერთმანეთთან გაერთიანებით ერთი ჰიბრიდული ცილა მიიღება .ადამიანი ნატურალური სამყაროს შვილია. მისგან შექმნილი. ის სამყაროს ბუნებრივი ნატეხია. როცა რეკლამით დაკაიფებული რამეს მიირთმევ , დაფიქრდი ,ეს რისი ხელოვნური ანალოგიცაა,იქნებ ის ნატურალური გამოგეყენებინა სიცოცხლის მეტი წლებისთვის. ჰიბრიდულს რომ ნატურალური სჯობს, ამის ახსნა მომწიფებულ ტვინს არ უნდა სჭირდებოდეს.
დღეს განხილული, მედიცინის უნიკალური საოცრების,სიცოცხლის მთავარი დრაივის— ნატურალური ჰორმონის სრულ მექანიზმს ყველა კუთხიდან ავხსნი.
GLP-1ფერმენტი ანუ RNA –kinaze ანუ გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი ანუ ჰორმონი ახდენს რიბონუკლეინის მჟავის ფოსფორილირებას. აღადგენს დაზიანებულ რიბონუკლეინის მჟავას და ასევე დეენემს .კინაზები შესაბამის სტატიაში ვრცლად უკვე განვიხილე.კინაზები ფერმენტებია, რომლებსაც ფოსფატის ჯგუფი გადააქვთ. ერენა კინაზა GLp-1ახდენს ერენემის მოლეკულების მომწიფებას.ერენა კინაზა ფერმენტი GLP-1 ჰორმონი სპეციფიკური ცილაა.
მუტაცია არის მძიმე დაავადების მიზეზი. ასევე, ნებისმიერი შემაწუხებელი დაავადების და სინდრომის მიზეზი.ეს სპეციფიკური ცილა—–ნატურალური ფერმენტ-ჰორმონი, რაზედაც აქ ვსაუბრობ გენის მუტაციის პირდაპირი სამკურნალო არ არის.მუტაციებს პირდაპირი გაგებით კი არ კურნავს.ის დაავადებულ ადამიანში ერენემის დაზიანებულ მოლეკულებს გადაამზადებს. ამოჭრის დეფექტებს,შეაერთებს ერთმანეთთან.სასიცოცხლო ადგილზე აბრუნებს და ისევ ხდის სრულფასოვანს და ვარგისიანს.საქმეში ჩაუხედავს ეს შეიძლება დაუჯერებელ საოცრებად მოეჩვენოს. მაგრამ, ეს ერთი დეტალია ადამიანში ბუნებრივად მიმდინარე, მისი სიცოცხლის გასაგრძელებლად, სამყაროდან წინასწარ ჩადებული ნატურალური ბიოქიმიის. ესაა სწორედ სიცოცხლის დინამიკის გასაგრძელებელი მუშაობა.
თუ ჰორმონი, ფერმენტი ერენაკინაზა G Lp-1 დაზიანებულია ან შემცირებულია და ვერ ასრულებს ორგანიზმში სამყაროსგან ჩადებულ მის ფუნქციებს,მაშინ არის ——გენეტიკური მოშლები, ნევროლოგიური დაავადებები, ორგანოების დაზიანება, მუცლის ღრუს დაავადებები, ალერგიები,ქოლესტერინის სიჭარბე, სიმსივნეები და სხვა .უპირველესად კი, დაზიანებულია პანკრეასი და ღვიძლი, რაც სამყაროში არსებული , ადამიანის ყველა პათოლოგიის საფუძველია. მედიცინაში ჩაუხედავს ჰგონია , პანკრეასის დაზიანებაზე მარტო მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებია დამოკიდებული.მაგალითად,კისტური ფიბროზისგან ბოლომდე მწყობრიდან გამოდის ფილტვი . ამ დაავადებას კი სრულად ——-პანკრეასის კისტური ფიბროზი ჰქვია.ნებისმიერი დაავადების მკურნალობა არასრულფასოვანია, თუ ექიმი პანკრეასს განსაკუთრებით არ იკვლევს და მისი ფერმენტების და ჰორმონების დარეგულირებაზე არ მუშაობს.პანკრეასის ფერმენტები და ჰორმონები თუ სრულფასოვნად მუშაობენ, ადამიანი ჯანმრთელია.
GLP-1ჰორმონის დაზიანება ან ნაკლებობა ნიშნავს მოურჩენელ დაავადებებს და ადრე შეწყვეტილ სიცოცხლეს.
ამ ჰორმონის ძლიერი ნაკლებობა ან დაზიანებაა—- პონტოცერებრული ჰიპოპლაზია. ეს მემკვიდული ნევროლოგიური დაავადებების კლასია,რომლის დროსაც თავის ტვინის ნათხემი და ვაროლის ხიდი არ მწიფდება ბოლომდე.მიუხედავად იმისა, რომ აქ წამყვანი ——ქალა-ტვინის ტექნიკური დეფექტია , შეიძლება ეს ჰქონდეს ძალიან ჭკვიან ადამიანებს .ხშირად ეს არა გონებრივი პრობლემით, არამედ შემაწუხებელი ჩივილებით შეიძლება გამოიხატებოდეს,მაგ,წნევა, შაკიკი, თავის ტკივილები, პანკრეასის პრობლემის გამო ინტოქსიკაციები, ფარისებრის გართულებები, პანკრეასის ან ნებისმიერი ორგანოს კიბო და სხვა .ამ სინდრომის ფონზეა ბევრი ნევროლოგიური დაავადება——-ინსულტები, მძიმე ჰიპოთირეოზი, ჰიპოპიტუიტარიზმი,დამბლები,გულის და ჰორმონალური პრობლემები და სხვა .თავის ტვინის ემერტეზეც ჩანს ,რომ ტვინის ზოგი სტრუქტურა ზომაში მცირდება.ნებისმიერი ჰიპოპლაზია ამის ნიშანია . მედიცინა ახლა, არტერიის , ფარისებრის , პანკრეასის, ვენის ჰიპოპლაზიას ამ ჯგუფს მიაკუთვნებს. ფარისებრის ჰიპოპლაზია, დიდხანს ვერ შემჩნეული ქრონიკული თირეოიდიზმის შედეგია. ამ სინდრომს ანუ პონტოცერებრული ჰიპოპლაზიის სინდრომს მიეკუთვნება უკვე—— გულყრაც,არტერიის ჰიპოპლაზიაც,ფარისებრის და პანკრეასის ზომის შემცირება;ასევე, მაკნატუნას სინდრომიც, როცა თირკმლის ვენის ჰიპოპლაზიაა და სხვა.
მედიცინა იმედია მალე მასიურად წავა პროგრესისკენ . მაგალითად , გულის სტენტირების შემდეგ,რომელიც გულის მკვებავი არტერიების შევიწროება-ჰიპოპლაზიის დიდი პრობლემის შედეგად ხორციელდება, მარტო გამათხიერებელი და წნევის დამარეგულირებელი არ იქნება სტანდარტში და ამ მთავარ ეტიოლოგიურ სინდრომს აუცილებლად მიექცევა დიდი ყურადღება.რომ გულის სტენტირების შემდეგ ადამიანმა უფრო მეტი იცოცხლოს.
თუ დამწყებ ექიმთან მოხვდებით და ხელში თავის ტვინის ან ნებისმიერი ორგანოს რადიოლოგიური დასკვნა გიჭირავთ სადაც ტერმინი—-ჰიპოპლაზია წერია, თქვენივე სიცოცხლისთვის სჯობს ძალიან გამოცდილ ექიმთან გადაინაცვლოთ.რადგან,კლასიკური მედიცინა ამოუწურავ და ზღვა თეორიებთან ერთად,უპირველესად, არის განვლილი შემოქმედებითი პრაქტიკა, რომლის გავლას ექიმისგან დიდი დრო, დაკარგული ბედნიერი ცხოვრება და უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.პრაქტიკის გარეშე ექიმი, თითქმის ,ნულია.მედიცინის მეცნიერება ადამიანებზეა და ეს ყველაფერი ,ყველა დაავადება ექიმს პირადად გამოცდილი უნდა ჰქონდეს თავის პაციენტებში.
ნებისმიერი რადიოლოგიური დასკვნის დროს, თუ ტერმინ —ჰიპოპლაზიას დააფიქსირებთ,გამოცდილი ექიმები ეძებეთ და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის იბრძოლეთ.
დეენემის დაზიანების აღდგენას სტანდარტულად ვაკონტროლებთ ფერმენტებით—————დნმგლიკოზილაზა, ენდონუკლეაზა,დნმპოლიმერაზა,დნმლიგაზა და ამათი შესაბამისი ნატურალური მედიკამენტებით .ადრე ითვლებოდა მედიცინაში ,რომ ერენემის ანუ რიბონუკლეინის მჟავის დაზიანებები ვერ გამოსწორდებოდა ,მით უმეტეს ბოლომდე. ამიტომ ,არ ჩაგიდგათ ნორმაში, მაგალითად, ინსულინრეზისტენტობა, ფარისებრის პრობლემა, ღვიძლის დაზიანება, წნევა , ნებისმიერი ქრონიკული დაავადება და სხვა. ანალიზის ერთჯერადი ნორმა არ ნიშნავს მორჩენას.ერენემი ანუ რიბონუკლეინის მჟავა ,დეენემზე ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაზე ბევრად უფრო სენსიტიური ანუ მგრძნობიარეა . მისი დაქვემდებარებული დაავადებები ყველაზე ხშირად ქრონიკულდებიან.ნევროლოგიას და ნეიროტრანსმიტერულ სიგნალებს ერენემის ცვლილება ბოლომდე აზიანებს. ოქსიდაციური სტრესი ,რაც არის ყველა რთული დაავადებების და კიბოს მიზეზი ყოველთვის ერენემის დაზიანებით იწყება.
ყველა რთული დაავადების გართულების მიზეზი უჯრედებში თავისუფალი რადიკალების და რეაქტიული ჟანგბადის მკვლელი ფორმების -მაგალითად ,წყალბადის ზეჟანგის სიჭარბეა, რომლებიც გამოუსწორებლად ანადგურებენ დეენემის ყველა სტრუქტურას და ერენემის გუანოზინს.გუანოზინის დეზოქსი ფორმა დეენემის ნაწილია.გუანოზინის ფოსფორილებით მიიღება სიცოცხლისათვის აუცილებელი ნუკლეოტიდები.ისინი ტვინის სიგნალების გადამცემები და ადამიანის ენერგიის მთავარი შემქმნელებია.გუანოზინი გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების შესაქმნელად.ნებისმიერი ადამიანის დანიშნულება უნდა იყოს გათვლილი დეენემის დაზიანებული ნუკლეოტიდების აღდგენაზე.ამის გარეშე ვერცერთი დაავადება ვერ მორჩება.
მედიცინის მთავარი მიზანი ყველა რთული დაავადების დროს არის——ნორმიდან ცდომილი ბიოქიმიური რეაქციების მიერ შექმნილი მკვლელი წყალბადის ზეჟანგის გამოძევება. ყველა დისკომფორტის სათავე ის არის.თუმცა მოწოდებები მის დალევაზე ჩვენს ქაოსურ ცხოვრებაში , სადაც ყველა არაექიმი ექიმობს, ისევ არის.მედიცინისგან უკონტროლოა ეს მოწოდებები და ხალხის მასიურ დაზიანებას და გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს.მედიცინას უნდა ჰყავდეს მუშა ომბუდსმენი და ყველა საშიში და არაკვალიფიციური მოწოდება თუ კითხვაზე პასუხი უნდა ჯარიმდებოდეს, რომ ხალხს ზიანი არ მიადგეს. უპირველესად კი ,პოსტებზე არ უნდა ისხდნენ ულიცენზიო ექიმები, რაც კრიტიკულად დაუშვებელია. რადგან, ულიცენზიო ექიმს კანონით არა აქვს უფლება ექიმის პოსტი დაიკავოს——არასრული ცოდნის გამო.სხვა საკითხია ის, რომ ექიმების საქმიანობა და უფლება-მოვალეობის რანგი უნდა ხარისხდებოდეს ლიცენზიის ქულების რაოდენობის მიხედვით. როგორც ეს განვითარებულ, ნორმალურ ქვეყნებში ხდება.
GLp-1,განსაკუთრებით, ორი მიმართულებით უნდა გავაანალიზო და ერთმანეთისგან დავადიფერენცირო.1—-ეს არის ბიოლოგიური .ადამიანებში, სამყაროს მიერ სასიცოცხლოდ ჩანერგილი პროცესები ნაწლავებში, სადაც ხდება საკვებიდან მიღებული ბოჭკოების ფერმენტაცია.რომლის დროსაც მზადდება ბიოქიმიური საფუძვლები გამოიყოს ნატურალური, ბუნებრივი ჰორმონი—-GlP-1 . 2—ესაა ფარმაციული პროცესი.ამ ჰორმონის ბაზისზე დაყრდნობილი თერაპიული კომპონენტების ფერმენტაციით ხელოვნურად მიღება ტიპი2 დიაბეტის და წონის სარეგულირო ქიმიური წამლების, რომელიც ნატურალურის ქიმიური ანალოგია.
რას აკეთებს კონკრეტულად ორგანიზმში ბუნებრივად არსებული და ნორმაში მყოფი GLp-1? ანუ ამ ჰორმონის ნატურალურ ფორმაზე ვსაუბრობ 1—-აკონტროლებს ინსულინის სწორად შექმნას.ეს არის ყველაზე მყარი და რეალური გზა ხანგრძლივი სიცოცხლისკენ. ის მიუთითებს და მიახვედრებს პანკრეასს, რომ საკვებიდან სწორად და დოზირებულად გამოყოს ინსულინი და უხარვეზოდ და ადამიანის სიცოცხლისათვის ოპტიმალურად გადაამუშავოს შაქარი. 2—-GLp-1 ბლოკავს ზედმეტ გლუკაგონს.ამით აბრკოლებს ღვიძლს,რომ ღვიძლმა სისხლში ზედმეტი შაქარი არ გამოყოს. ანუ ადამიანს ნორმის ზევით არ აეწიოს შაქარი. შაქარი რომ ღვიძლში წარმოიქმნება , ისევე როგორც ყველა ნივთიერება და ——-დიაბეტის, ქოლესტერინის სიჭარბის, ფარისებრის პრობლემის და ქრონიკული დაავადების დროს რომ ღვიძლი მძიმედ დაზიანებულია ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. ამიტომ ,ამ დაავადებების დროს,ღვიძლის იმ 5 ფერმენტის ნორმისას ,რაც ჩვენთან კეთდება ,მისი 500მდე ფერმენტის ფონზე ,ეს არაფერიას თქმა—- უადგილოა. მითუმეტეს, როცა ამ 5 ფერმენტიდან ორი მაინც ,პატარა ბავშვებში გადაცდომილია მონონუკლეოზის დროს, როცა ეს დაავადება ანგინა ჰგონიათ.
ღვიძლი სიცოცხლის საიდუმლო სკივრია.ის მილიონობით თერაპიულ ინფორმაციას ინახავს.მისი ფერმენტები მხოლოდ სპეციფიკურ შემთხვევებში გადაიხრებიან და ხან ციროზის ზოგი ფორმის დროს ნორმაში არიან.ამიტომ, ეს არაფერიას თქმას სჯობს ყველა ვარიანტი ვიცოდეთ.3– GLP-1 ძალიან გონიერ ფარგლებში მცირედ ანელებს მონელებას.სულ ცოტა მეტ ხანს გააჩერებს საჭმელს კუჭში,რომ ძღომის და დანაყრების შეგრძნება, რომელიც უვარგისი კუჭ-ნაწლავისგან დაზიანებული ფსიქიკისთვის ეიფორიაა ,უფრო შეაგრძნობინოს ადამიანს.4–აწყნარებს და ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, რომელიც ამ ჰორმონის დეფიციტის დროს ხშირად აქვს ადამიანს, მანამ სანამ კარგად არ გადაძღა.მითუმეტეს, თუ ადიპონექტინი ბოლომდე დაცემული აქვს.
ეს ნატურალური ჰორმონი ტვინს უგზავნის მკაფიო სიგნალებს მადის შესამცირებლად. ადრე ვრცლად განვიხილე ლეპტინზე სტატიაში ძღომით დაუკმაყოფილებელი ადამიანის ფსიქიკა და ფიზიოლოგია. ლეპტინი მადის ჰორმონია.ტვინის ყვირილი და თხოვნა ჭამის შეწყვეტაზე მას არ ესმის ინსულინრეზისტენტობის დარღვევის დროს.ანუ დღეს განხილული ჰორმონის შემცირების ან დაზიანების დროს. ამ დროს ლეპტინი ტვინის სიგნალებს ვერ იღებს .ანუ GLp-1 ჭამის დროს, სიდებილემდე და მუცლის გახეთქვამდე მისული ლეპტინის—– გაარისტოკრატებას და მორჯულებას იწყებს. რომ ადამიანმა უფრო ცოტა ჭამოს და დიდხანს იცოცხლოს.
ფერმენტი GLP-1-ის შემცველი ნატურალური მედიკამენტები ინიშნება გამოცდილი ექიმის მიერ——- მეორე ტიპის დიაბეტის, სიმსუქნის და შაქრის რეგულირებისთვის.ასევე პანკრეას-ღვიძლის დაზიანების, ლიმფური კომპონენტების და ორგანოების დაზიანების ,იმუნური პრობლემის, ინსულინრეზისტენტობის მოშლის ზოგ ვარიანტში და სხვა სპეციფიკურ შემთხვევებში.ამისთვის ექიმს უნდა ჰყავდეს შესწავლილი ეს პაციენტი სრულფასოვნად. ამ წამლის ნატურალური ფორმის უამრავი თერაპიული მოდიფიკაციაა,დომინირებული დაავადების სპეციფიკის მიხედვით. სხვადასხვა ადამიანისთვის ერთი და იმავე მკაცრად არ შეიძლება. მისი ანალოგიური ხელოვნური პრეპარატის დანიშვნა ნაჩქარევად მოხდა და ზოგი შედეგიც უარყოფითი იყო. რადგან,ხელოვნური ვარიანტი მხოლოდ სიმსუქნის და მეორე ტიპის დიაბეტის დროს იყო გამიზნული.ამ ორ დაავადებას კი უამრავი ქვეტიპი და ურთულესი მექანიზმები აქვს, სხვადასხვა პათოლოგიების თანხლებით. ამ პრეპარატმა ნათლად დაანახა ყველას, რომ ექიმის გარეშე ნებისმიერი მედიკამენტის დალევა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ყველა ირჩევს თავისი დონის, გემოვნების და მისწრაფების სტილისტს, ექიმს, ადვოკატს. გონიერები ირჩევენ ამ კატეგორიებიდან მაღალი დონის სპეციალისტებს , რომლებსაც გამოცდილება, ცოდნა და დიდი სიფრთხილის უნარი გააჩნიათ.დანაშაულია ექიმის გარეშე ნებისმიერი წამლის გამოყენება, მითუმეტეს, ჰორმონალური მედიკამენტის. უკულტურობის, ქაოსის, უცოდინარობის , ტვინის არასრულფასოვნების პიკია ექიმის გარეშე ნებისმიერი წამლის გამოყენება.ხშირად ვამბობ, სიტყვა დანამატი პირველად გამოიყენა სრულად უცოდინარმა პერსონამ. როგორ შეიძლება დანამატი ეწოდოს ,მაგალითად, ამერიკულ უმაღლესი რანგის ფარმაციის მიერ შექმნილ ჰიპოალერგიულ მედიკამენტებს, ისეთებს, რომლებიც ნორმის ზევით სასიკვდილოდ მოჭარბებულ——კორტიზოლს , ესტროგენს, სეროტონინს, სომატოტროპინს , სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას, დოფამინს, ესტრადიოლს , მელატონინს,ნორეპინეფრინს და სხვა ასეთ სახიფათო ნივთიერებებს დაბლა დაწევენ და კიბოს ააცილებენ ადამიანებს. მიუხედვად იმისა, რომ ჩემს გვერდზე ექიმებზე ცუდის მთქმელებს ვბლოკავ,ძალიან სამწუხაროდ ,დავაფიქსირე, რომ ცნობილ, სტატუსიან ექიმს , ამერიკული ნატურალური სხვადასხვა წამლები, რომლებიც სიცოცხლის გარანტები არიან ნებისმიერი მძიმე დაავადების და სიმსივნეების დროს და რომლებსაც სვამენ ევროპის პრეზიდენტები , მსოფლიოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი და კულტურული ელიტა ,დანამატებად ანუ ტკბილტკბილ ვიტამინებად ან ფეიკწამლად მიაჩნია.ეს იმიტომ, რომ ზოგიერთ რეგრესულს—-თავისი სტატუსის ნაჭუჭში მყარად და დაცულად მყოფს , პროგრესული მედიცინის და თანამედროვე ელიტარული ფარმაციის შესწავლისთვის თავის შეწუხება არ უნდა. გაგახსენებთ, რომ სიმსივნეების დიდი პროცენტი გამოწვეულია ვიტამინების—– ან ცე – ს ან ბე 6-ის ან ე – ს და სხვათა მეტობისგან. ადვილია ამოწერო ჰაიდლაინიდან, ინკუბატორივით ყველასთვის ერთი და იმავე მოძველებული წამალი. ვიდრე შეიზღუდო სიცოცხლე,ათენო ღამეები ,დაამუშავო მთელი მსოფლიოს ყველაზე ელიტარული ფარმაცია და პაციენტს ზუსტად მორგებული, ინდივიდუალური, ნატურალური მედიკამენტი ამოურჩიო.ისევე ,როგორც ეს ხდება ყველაზე განვითარებული ქვეყნების ძლიერ მედიცინებში.
ორგანიზმში ბუნებრივად არსებული, თითქმის , ყოვლისშემძლე, ნატურალური ჰორმონი-GLp-1 შემცირებულია —–შაკიკის, ტინიტუსის, სანაღვლე გზების პრობლემების,სხვადასხვა ორგანოს დაავადების დრო ს და სხვა. ეს ჰორმონი დეგრადირებულია——-ქრონიკული პანკრეატიტის, ქოლესტერინის სიჭარბის, ღვიძლის დაავადებების, ინსულტ-ინფარქტის შემდეგ,ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებების დროს, სექსუალური გადახრების დროს,შიზოფრენიის, ქცევითი აშლის, ნევროზების, ქრონიკული ნევროლოგიური პროცესების, დამბლების, სიმსივნეების დროს და სხვა.ბუნებრივია, ინსულინრეზისტენტობის მოშლის დროს საერთოდ პარალიზებულია.
კიდევ უფრო კონკრეტულად რას აკეთებს GLp-1 ? ის პანკრეასის ბეტა უჯრედებს უბრძანებს, რომ ინსულინი შექმნან მხოლოდ მაშინ,როცა სისხლში შაქარი მომატებულია.რაც ხელს შეუშლის შაქრის პათოლოგიურად დაბალ დონეზე ჩამოსვლას ან ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებას.2—ბლოკავს ალფა უჯრედებიდან ზედმეტი გლუკაგონის გამოყოფას. რის შედეგად ,ღვიძლი დამატებით შაქრებს აღარ გამოიმუშავებს და შაქარი ნორმა იქნება.დიაბეტიანები აღარ იწამებენ.3—-ახდენს პროტეინკინაზა—A -ს გააქტივებას, რის შემდეგ კალციუმი ზედმეტ ინსულინს ორგანიზმიდან სწრაფად გამოაძევებს.ესკი ნიშნავს ბევრი ტიპის სიმსივნისგან ხსნას, კონკრეტულად იმ შემთხვევებში, როცა ინსულინი მაღალია. 4–ამცირებს ლტოლვას—ცხიმიან საკვებზე, შებოლილებზე, ნამცხვრებზე,ძეხვეულზე,მუდმივ პირის ცმაცუნზე,მაცივრის სიყვარულზე.5—-დანაყრების შეგრძნება და განწყობილება დიდხანს რჩება. 6—–შაქარი მაღალი აღარ არის.ამის გამო ადამიანებს აღარ ენგრევათ ნერვული რეცეპტორები ყველა ორგანოში ,განსაკუთრებოთ ტვინში , თვალში და კიდურებში .ამიტომ, ადამიანებს დამბლები აღარ ემართებათ.ორგანოების ანთებები სასიკვდილო გართულებებს აღარ იღებენ. აღარავინ დაბრმავდება.მაგალითად, დიაბეტიანს და არა მარტო დიაბეტიანს თუ—–თირკმელი ან გული ან ღვიძლი ან სხვა ორგანო ქრონიკულად აწუხებს, ნებისმიერი გართულების ,ანთების ან ჩირქოვანი პროცესის დროს ინტერლეიკინ 6 სწრაფად იმატებს . ეს სიკვდილით შეიძლება დამთავრდეს, თუ ანთებას ან ჩირქს დროზე არ შებოჭავ და გამრავლებას ხელს არ შეუშლი.რადგან, ამ დროს ამ ჰორმონის ნაკლებობის გამო, თრომბირება გაძლიერებულია და ჩირქი ან ანთება აღარ შემცირდება ინტერლეიკინ 6ის მატების ფონზე. ინტერლეიკინ 6 ის სიჭარბე და ამ ჰორმონის დაცემა იყო მთავარი მიზეზი კოვიდით გარდაცვალებაში. ამ ფერმენტ-ჰორმონის სტაბილიზების შემდეგ მწვავე მდგომარეობები ბევრად ნაკლებია და ანთებების დროს შაქრის მაღალი დონე და შესაბამისად, ორგანული თრომბოზებით გართულებები აღარ იქნება. ნეირონები ყველგან გადარჩებიან და დამძიმებების რიცხვი მკვეთრად შემცირდება.ამ ჰორმონ—-ფერმენტის ნორმა, არა მარტო ამ ჩამოთვლილების გადარჩენის გარანტიაა ,არამედ ქრონიკულად მოურჩენელი———-ნერვის, ნეირონების, ნევრალგიების, ნეიროპათიების ,ხერხემლის ,სახსრის ნეიროპათიული ტკივილების, ნერვული გამტარებლობების , ნეიროტრანსმიტერების დასუსტების, არტერიის, სისხლძარღვის, ვენის, კაპილარის რეალური მომრჩენი და განმამტკიცებელია.ნეირონების სტაბილიზებას დრო სჭირდება . ნეირონების პრობლემა ნიშნავს დაზიანებული პანკრეასის მიზეზით ტვინის ტოტალურ დაჩლუნგებას, თუნდაც გონების შენარჩუნებით.ტვინის ნეირონული დაჩლუნგება,ყოველთვის არ ნიშნავს გონების დასუსტებას.
ყველაზე მთავარი ეს ფაქტია—–ამ ჰორმონის დაცემის გამო ხშირად იწერება პრედიაბეტი ან სულ არ იწერება და არც გაიაზრება დიაბეტი. რადგან——ადამიანი ჭარბწონიანია,ანალიზში კი შაქარი ნორმას აჩვენებს. ის ხშირად დისკომფორტულადაა და არ იცის რა სჭირს.არც უდასტურდება რეალური დიაგნოზი და არც გამოიკვეთება პრობლემის სახელი.ამ შემთხვევათა უდიდეს პროცენტში ადამიანს აქვს ფარული დიაბეტი, ლეპტინის და ადიპონექტინის კლასიკური დიდი ზიანით.მაგრამ ,დღეს განხილული ჰორმონის დაკნინების გამო მისი დიაბეტის სპეციფიკური ჩივილები და ანალიზები ყრუ გამოხატულებას ახდენენ. ორგანზმში კი ისეთვე დეგრადირება მიდის———-ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის, თირკმელზედა ჯირკვლის, სომატოტროპინის, ჰორმონების, ჰორმონალური ჯირკვლების , ნეირონების ,უჯრედული ჟანგვის რეაქციების, როგორც უმკურნალო დიაბეტის დროს. მალე დიაგნოზი—–პრედიაბეტი არ იარსებებს. ეს დიაბეტია , მაგრამ აღნიშნული ჰორმონი დაქვეითებულია და დაკნინებული პანკრეასის ფონზე შაქრის ანალიზური ციფრი არ შეესაბამება არსებულ ფიზიოლოგიას. თუნდაც დაბალ დონეზე მკურნალობდეს სტატუსიანი დიაბეტიანი და მხოლოდ შაქრის დამწევს იღებდეს, ეს მაინც შიგა პათოლოგიური პროცესების დროებით , ძალით შენელება, გადავადება და ცოტა ნაკლები ზიანია. მიუხედავად იმისა, რომ დარღვეული ბიოქიმიური რეაქციები პათოლოგიურ რეჟიმში მიდიან.
ლატენტური დიაბეტი , როგორც ფარული ენდოკრინოლოგიური ტერორი ნევროლოგიაზე მეტ გაანალიზებას და დახმარებას მოითხოვს. ამ ფენომენის ქვეშ უფრო ბევრად დიდი დაზიანებებია, ვიდრე სტანდარტული მედიცინა აღიქვამს.ამ კატეგორიაში ადამიანების ძალიან დიდი რიცხვია, რადგან ჭარბწონიანობის პრობლემა ამ ქვეყანაში რთულად დგას. რიცხობრივად ეს პრობლემა ყველაზე მეტი ფონია სიმსივნეების.ყველაზე მეტად კი ჰიპოფიზის აგრესიული სიმსივნეების. რადგან ,ბევრისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია მედიცინის ცნობილი სტანდარტი, რომ ჰიპოფიზის სიმსივნე მხოლოდ 20 პროცენტში გამოიხატება კეროვანი წარმონაქმნით , 80 პროცენტში კი ჰორმონების გადახრით მტკიცდება.რადიოლოგის კომპეტენციაა, მხოლოდ აღწეროს სტურუქტურული მონაცემები. ექიმმა კი ეს უნდა გააანალიზოს დეტალურად. როცა თავის ტვინის ემერტეს დასკვნაში რადიოლოგი წერს , რომ კეროვანი დაზიანება არ არის, ზოგი პაციენტს ეუბნება, რომ სიმსივნე არ არის და უშედეგოდ აიმედებს.ამ დროს კლასიკურ მედიცინაში სიმსივნე დასტურდება ჰორმონების გადახრით .ეს არის ადამიანების ადრე და გაურკვეველი მიზეზით გარდაცვალების მაგალითი.
პრედიაბეტი —— ფარული დიაბეტი დაზიანებული პროლაქტინის ფონზე უხშირესი მიზეზია სიმსივნეებამდე მისვლის.ეს საგანგაშო მომენტია და ამაზე უფასო სახელმწიფო პროგრამა უნდა მუშაობდეს. ამიტომ არის ამდენი მოულოდნელი სიკვდილობა და სიმსივნეების დიდი რიცხვი.დასანანია, რომ ამ ყველაფრის მართვა და ადამიანების დიდხანს სიცოცხლე შეიძლებოდა. პროლაქტინის გადაცდომის დროს უკიდურესად სწრაფი ზომების მიღებაა საჭირო.ეს– საშიშროების ძალიან დიდი სიგნალია ჰიპოფიზიდან, რაც აუცილებლად მიიღებს არასასურველ განვითარებას.
CLp-1პეპტიდური ჰორმონია. ის იქმნება პროგლუკაგონის ფერმენტული დაშლის შემდეგგ.ის გამოიყოფა— ნაწლავის ლორწოვან გარსში მდებარე L უჯრედებში,პანკრეასის კუნძულებზე A უჯრედებში და ერთეული ტრაქტის ბირთვში არსებულ ნეირონებში,როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ენდოკრინული ჰორმონი.
რას ნიშნავს მაღალი დონის მედიცინაში ერთეული ტრაქტის ბირთვი?ლათინურად ეს არის——-NUCLEUS TRACTUS SOLITARI—–NTS. ეს არის თავის ტვინის ღეროში ანუ მოგრძო ტვინში მდებარე,სიცოცხლის, აზროვნების, მოძრაობის უნარის და შეგრძნებების უკიდურესად ზუსტი და ღირებული სენსორული ბირთვი.ის აკონტროლებს და ერთმანეთში აბალანსებს შინაგანი ორგანოების მუშაობას. შინაგანი ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ მუშაობენ. როცა რომელიმე ვიწრო სპეციალობის ექიმი პაციენტს ეუბნება ——–მარტო ჩემი ორგანოს ჩივილები მითხარიო, ის მედიცინის ანალიტიკურ აზროვნებაში მოიკოჭლებს. ადამიანი ერთი სისტემაა და არც ერთი ორგანო სხვებისგან იზოლირებული არ არის. ორგანოები ნეირონების ქსელითაა აკინძული.ზოგი ორგანოს დაავადების მთავარი ჩივილი, სხვა ორგანოს ტკივილია. მაგალითად ,გულის ძლიერი სტენოკარდიული შეტევების გარკვეული პროცენტი ღრძილების ტკივილით იწყება. ადამიანს ჰგონია კბილი ტკივა და სტომატოლოგთან გარბის.სანამ სტომატოლოგთან გაიქცევით ვალიდოლი დატესტეთ. თუ პირველმა ან მეორე ან მესამე ვალიდოლმა ტკივილი გააჩერა, ესეიგი გულის პრობლემაა. თუ მესამე ვალიდოლმა ტკივილი არ მოხსნა და სტომატოლოგიური პრობლემაც გამოირიცხა ,გულის ინფარქტზე უნდა იფიქროთ.
რადგან ეს ჰორმონი ,პანკრეასთან ასე შესისხლხორცებული ფენომენია, აქედანაც მიხვდებით, რომ ადამიანის მოქმედი სამედიცინო ცენტრი არის პანკრეასი.ის მთავარი შუამავალია ტვინსა და ორგანოებს შორის.
ერთეული ტრაქტის ბირთვში თავს იყრის, ანალიტიკურად მუშავდება და კონტროლდება ნერვული ქსელით შესული ყველა დეტალური ინფორმაცია.მეცხრე —ხახის ,მეათე -ცდომილი , მეშვიდე—–სახის და ასე შემდეგ სხვა ნერვები.ამ ბირთვშია ,მაგალითად, გემოს შეგრძნება.თუ გემოს დაკარგავ, თუნდაც დროებით ,ეს ნიშნავს, რომ ერთეული ტრაქტის ბირთვის ანუ ტვინის ღეროს დიდი პრობლემა გაქვს. რაც თუნდაც ლატენტური, მაგრამ ყოველთვის ქრონიკულია.
CLP-1 იქმნება და გამოიყოფა ენტეროენდოკრინული L უჯრედების მიერ, რომლებიც არიან ნაწლავში.კერძოდ, თეძოს ნაწლავში და მსხვილ ნაწლავში———–საჭმლის მიღების შემდეგ , ნეიროენდოკრინული სტიმულაციის პასუხად.მისი სწორად გამოყოფის აუცილებელი პირობაა აკკერმანსიის შტამის ნორმაში ყოფნა. იხ, ჩემი სტატია ——აკკერმანსია. უკვე მეათასეჯერ ვიმეორებ——-ნაწლავში იქმნება იმუნიტეტი. ამიტომ, თითოეული ლუკმის ხარისხს და ნატურალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ეპიფიზს, ყველაზე პრესტიჟულმა, თანამედროვე ამერიკელმა და ევროპელმა მედიცინის მეცნიერებმა ღმერთის მეთვალყურე უწოდეს ადამიანის ორგანიზმში———-ამ წინადადებასაც ხშირად ვიმეორებ.ეპიფიზის რეცეპტორული საწყობი ——–ნაწლავებშია. ტვინის ეპიფიზი არის სამყაროდან სიცოცხლის მუხტების,სასიცოცხლო ინფორმაციების და სიცოცხლის პროგრამების შემომყვანი ადამიანში. სამყაროდან მიღებულ ინფორმაციებს კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ეპიფიზი ამუშავებს და ადასტურებს ნაწლავებში.ნაწლავების ჯანმრთელობის სტატუსი წყვეტს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ძლიერი კუჭ-ნაწლავის მქონე ადამიანებს ძალიან უკიდურესად იშვიათად ემართებათ სიმსივნეები.
ნუ წაშლით , ნუ მოსპობთ, ნუ გააქრობთ ომეპრაზოლებით და მისი სხვა სახელწოდებების მოდიფიკაციების ქრონიკული კურსებით ამ უნიკალურ სასიცოცხლო ჰორმონს. ის მესაჭეა ყველა დაავადების მორჩენის. სიმჟავეს იმიტომ ამატებს ტვინის ჰიპოთალამუსი , რომ მომატებული სიმჟავე ებრძვის შემოსულ ტოქსინებს და ონკოლოგიურ რადიკალებს.
სომატოსტატინი , რომლის კისერზეა მუცლის ღრუს ორგანოების ყველა კიბო,დღეს განხილული ამ ჰორმონის დეფიციტის დროს გადაგვარდება და დეგრადირდება.ნებისმიერი კიბოს პირველი ეტაპი არის—– ინსულინრეზისტენტობის პრობლემა დღეს აღწერილი ჰორმონის მოშლით.
GLp-1ის პრეკურსორია ანუ მისი წინამორბედია პრეპროგლუკაგონი, რომელიც ნაწლავის ელ უჯრედებში ფერმენტულ რეაქციებშია და ბოლოს ქმნის GLP-1ის პეპტიდურ ვარიანტებს. GLp-1უზუსტესად ამყარებს შაქრის ნორმებს.მაგრამ ის, მალე განიცდის დაშლას.ამიტომ პირად ექიმს ინდივიდუალურად და იუველირულად უნდა ჰქონდეს გათვლილი მისი შემცველი წამლის დანიშვნის საჭიროება და ზუსტი დრო.
GLp-1 ადამიანის ორგანიზმის ნატურალური, ბუნებრივი ჰორმონია , ოზემპიკი კი ,რაც მხოლოდ, ზოგ მსგავს დაპირებას იძლევა ,მაგ, წონის კლებას და დიაბეტის კონტროლს——- ხელოვნურია. მათი შედარება ნატურალურის და ხელოვნურის შედარებაა .
GLp-1 გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი——ნაწლავური ჰორმონია,რომელიც საჭმლის მიღების შემდეგ ნატურალურად გამომუშავდება.
GLp-1 სისხლში მხოლოდ რამდენიმე წუთს რჩება, სანამ დანაწევრდება.ღმერთმა და სამყარომ ასე დააწესა, რომ ეს ——ჯანმრთელობისთვის ყველაზე სარგებლიანი ნივთიერება ასე ცოტა ხნით ჩნდება .GLp1-ს მთავარი მიზანი და დანიშნულების არსია სწორად მართული მონელება და ინსულინის ——სიცოცხლისათვის საჭირო ,ზუსტი რაოდენობის მოხმარება.
ეს ნატურალური ჰორმონი კვების დროს პანკრეასს აიძულებს ინსულინის ნორმულ გამომუშავებას,რომ სისხლში შაქარი იმდენი იყოს— ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
ისევ დავაკონკრეტებ GLp-Iის ეფექტებს და უკიდურესად სასიცოცხლო სარგებელს ——თუ ის ნორმაა,გამოყოფს მხოლოდ საჭირო რაოდენობის ინსულინს ანუ არასწორი ,გადამძღომი კვებისგან დაშტერებულ, მიძინებულ პანკრეასს აფხიზლებს ,ასტიმულირებს.აძლევს გასაღვიძებელ სიგნალებს,რომ პანკრეასმა შაქრის დონის მოჭარბების დროს შაქრის ნორმაზე ჩამოყვანა შეძლოს.
გლუკაგონის შემცირებით ეს ჰორმონი აჩერებს ღვიძლის მიერ შაქრის ზედმეტი დოზის შექმნას .მონელებას ცოტას ანელებს ,იმიტომ, რომ იმდენმა შაქარმა შეძლოს შეწოვა,რამდენიც ორგანიზმს სასიცოცხლოდ სჭირდება. GLP-1-შიმშილის შეგრძნებას აქვეითებს .მადას და ლტოლვას ამცირებს ,მსუნაგობას აქრობს.მეორე ტიპის დიაბეტის დროს , ასევე ჭარბწონიანებში გულს და სისხლძარღვებს იცავს ინფარქტისა და ინსულტისგან. ამ ჰორმონის მთავარი ფუნქცია ——–წონის დარეგულირება,კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა და სიცოცხლის გახანგრძლივებაა იმ პირებში, რომლებსაც ზუსტად სჭირდებათ მისი შემატება.სჭირდება თუ არა კონკრეტულ ადამიანს ამ ჰორმონის შემატება ,ეს მისმა პირადმა ექიმმა ბევრი აზროვნების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს.ეს ჰორმონი იქმნება ნაწლავში ენტეროენდოკრინული უჯრედებისგან ნებისმიერი ჭამის პასუხად.
როგორც უკვე ვთქვი ,ამ ჰორმონს უდიდესი კავშირი აქვს ცდომილი ნერვის მგრძნობიარე ბოლოებთან. ეს მგრძნოიბიარე დაბოლოებები ყველგანაა——-კანში, ვენაში ,ნაწლავის კედელში და სხვა. უფრო დეტალურად ვიტყვი ამ ჰორმონის ნორმის დროს სიგნალების გადაცემა როგორ ხდება———სიგნალები ცდომილი ნერვის აფერენტული ბოჭკოების გზით მიდის თავის ტვინის ღეროში———სოლიტარული ტაქტის ბირთვში.ეს თითქმის, კეტავს მადას.კუჭ-ნაწლავის ენტერული და ცდომილი ნერვის გააქტივება აბრკოლებს კუჭის უცებ დაცლას და მოამატებს პილორული სფინქტერის ტონუსს.მოლეკულები ტვინის იმ უბნებში შედიან, სადაც ჰემატოენცეფალური ბარიერი უფრო შეღწევადია.ამ ყველაფერს მუდმივად აკონტროლებს ტვინში ჰიპოთალამუსი . რკალისებრ ბირთვში სტიმულირდება ანორექსიგენული ნეირონები და იბლოკება ორექსიგენული ნეირონები. სწორედ ეს აქვეითებს მადას. ტეგმენტური მიდამოს რეცეპტორები აფერეხებენ დოფამინის სიგნალებს.რითაც დაცხრება ცხიმიანი საჭმლით და ტკბილეულით დაუკმაყოფილებლობა.ადამიანის ტვინი და ფსიქიკა შემობრუნდება ნატურალური პროდუქტების სიყვარულისკენ და მცირე ულუფებით ჭამისკენ. ადამიანები მიხვდებიან, რომ ბუნებრივი პროდუქტები ერთმანეთს აყოლილი მოდა კი არ არის,არამედ, მათი სიცოცხლის გახანგრძლივების გარანტია. ადამიანები შეიგნებენ, რომ ბევრი რაოდენობით და ჩქარა ჭამა დაავადებების და სიკვდილის მეტი შანსია.რადგან, მეტი რაოდენობის საჭმლის გადასამუშავებლად და შესაწოვად მათ არ ჰყოფნით ამის მიმღები ფერმენტები და სპეცჰორმონები. საჭირო რაოდენობის ფერმენტების და სპეცჰორმონების გარეშე მოუნელებელი ზედმეტი საკვები შლაკად და კარცინოიდებად ანუ—–დამპალ ენდოკრინულ უჯრედებად იქცევა და სიმსივნეების და ენდოკრინული დაავადებების მთავარი მიზეზი ხდება.იხ, ჩემი სტატია კარცინოიდები.
დღეს განხილული ნატურალური ჰორმონი აიძულებს ტვინს,შემობრუნდეს დელიკატური კვებისკენ და გადაარჩინოს ორგანიზმი ადრე სიკვდილს.ადამიანის ყველა პრობლემა უკულტურო კვებიდან , ნახევრად დაღეჭილი საკვებიდან იწყება.
ამ ფერმენტ-ჰორმონის მიერ განხორციელებული ნატურალური რეაქციების შემდეგ,ხანგრძლივი სიცოცხლისათვის საჭირო პროტექტორული მექანიზმები ყველა უჯრედებში,მათ შორის ,უპირველესად, ტვინის უჯრედებში ——- ჯანმრთელობისკენ და სიცოცხლისკენ შემობრუნდება და გადარჩენას იწყებენ. ბევრის და უვარგისის ჭამა სიკვდილისკენ ჩქარი ნაბიჯებია. ამ ფერმენტის ნორმაში ჩაყენების შემდეგ, შანსი აღარ რჩება ტვინს—— დემენცია ან ალცჰაიმერი განავითაროს. რადგან ,ფერმენტების მოდუნება ან არარსებობაა მთავარი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად სისხლძარღვებში ალცჰაიმერული ამილოიდური ბალთების ჩაწებების. ასევე ნებისმიერი ორგანოს სკლეროზულად გადაგვარების. ესაა ზუსტად როგორც ალცჰაიმერის , ისე დემენციის და ყველა ორგანოს თრომბოზის და სკლეროზის მთავარი მიზეზი. მაგალითად ,გულის სტენტირება არ დასჭირდება ადამიანს ან ქოლესტერინის სიჭარბე არ ექნება, თუ ამ ორგანოებისთვის სპეციფიკური ფერმენტების შემცირება ან გაქრობა არა აქვს. შეკრულობა ან აშლა, თუნდაც პერიოდული თუ აქვს ადამიანს, ფერმენტების უმრავლესობა მკვდარია. სწორედ ფერმენტების დაცემაა მთავარი მიზეზი ორგანოების გართულების, სასწრაფო ოპერაციების და სხვა. ბიოქიმიურად აქტივისტი—–მუშა ფერმენტების მიერ ხდება არტერიიდან და სისხლძარღვიდან ზედმეტი ნაგვის გატანა და მათი კედლების მოსუფთავება, გაჯანმრთელება, გაელასტიურება და განმტკიცება. მუშების გარეშე სახლი ვერ შენდება.ჯანმრთელ სისხლძარღვში, ვენაში და არტერიაში —————–არასოდეს არ გაჩერდება თრომბი. ამის ვარიანტი არ არსებობს არცერთი მექანიზმით. თრომბი ჩერდება არტერიის ,ვენის, სისხლძარღვის—— მოფლაშულ, დაზიანებულ კედლებში.სადაც ამილოიდური ან ქოლესტერინული ბალთებია გაჩხერილი ან კედელს აწებებული. არ არსებობს ჩემი დანიშნულება კონკრეტული ვითარებისთვის აუცილებელი ფერმენტების გარეშე. შეიძლება რამდენიმე ღამე გავათენო ერთი პაციენტისთვის, რომ გავიგო ზუსტად რომელი ფერმენტები აკლია.
ვაგრძელებ დაკონკრეტებას GLp-1 ჰორმონის მოქმედების სასიცოცხლო შედეგების .მისი ნორმის დროს , ასევე რეალურად ხდება ტვინის მთავარი სასიცოცხლო—–ნეიროტროფული ფაქტორის BDNFის რეგულირება.იბლოკება ნეიროანთებები და ქრონიკული ანთებები ყველა ორგანოში.ბევრი ჭამა, ღამით ჭამით დაუკმაყოფილებლობა, ტრანსცხიმების გამოყენება——-ეს ტვინის ქრონიკული ანთების განვითარების მძლავრი პირობებია. ტვინის ქსოვილის და მისი ნეირონების ანთებადად გადაგვარებას მარტო მენინგიტი და მსგავსები კი არ იწვევენ.ბევრი ჭამა , ტრანსცხიმების გამოყენება, მარგარინები და მსგავსები ტვინის ნეიროანთებებს იწვევენ და ტვინის ნეირონებს აჩლუნგებენ.
უკონტროლო, მიკრობებით სავსე და ტრანსცხიმებით გალესილმა— საცხობების პროდუქტებმა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა. ალბათ არსებობს ხარისხიანი კვების ბლოკებიც. მაგრამ ,საცხობებში კვების ჰიგიენის მასიურმა უკონტროლობამ ადამიანების მეტაბოლური გადაჯიშება მოახდინა.
ამ ჰორმონით ნეიროანთებები ბრკოლდება , ტვინის მიკროგლიის უჯრედები ცოცხლდება და გააქტივდება.GLP-1 ის ნორმა სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია, რაც უპირველესად ტვინს აცოცხლებს.
GLP- 1ლიბიდოს და კაცის პოტენციას აძლიერებს.როცა სწორი მკურნალობით კაცს ზედმეტი ნაჯერი ცხიმი შეუმცირდება, მაშინ მომატებული ესტროგენებიც, რომლებიც დიდ ძუძუებად ესხდნენ——— მკერდთან ერთად შემცირდებიან. კაცის მთავარი ჰორმონი—ტესტოსტერონი კი იმატებს.
GLP-1ის ნორმაში ჩაყენებით— დიაბეტიანებში, ჭარბწონიანებში —-შებერილობა, სპაზმები , გაზები მცირდება.დიარეა ქრება, კეთილი ბაქტერიები მატულობს. რაც სასიცოცხლო რეაქციების გაძლიერების გარანტებია.მჟონავი ნაწლავის სინდრომის უარყოფითი გამოვლინებები მინიმუმადე დადის.კუჭ-ნაწლავის კიბოები მინიმუმადე დადის.წონის კლება ხდება ჯანმრთელად.
თუ რომელიმე დიეტის ან გასახდომი წამლის მიღების დროს ენერგია გისუსტდებათ ესეიგი სიცოცხლის წლები და დღეები მოკლდება.წონის ჯანმრთელად დაკლების დროს, ადამიანი არ უნდა დაიცალოს ენერგიისაგნ. კუნთი არ უნდა დავიწროვდეს, პირიქით, უნდა მოიმატოს.
ამ ჰორმონის შემცველი წამლის მიღება მხოლოდ ექიმის უმკაცრესი კონტროლით და დანიშნულებით ხდება, პაციენტის ინდივიდუალური შესწავლის შემდეგ. გამორიცხულია და სიცოცხლისათვის სახიფათოა თვითშემოქმედებები.ყველა წამალი ითხოვს დანიშვნის სიზუსტეს, მაგრამ მსოფლიო ფარმაციაში და საერთოდ მედიცინაში დანიშვნის ასეთ იუველირულ სიზუსტეს არცერთი მედიკამენტი არ ექვემდებარება.რადგან, პანკრეასის კოდები მუსიკალური ნოტებივითაა. ერთი შეცდომა და ჯანმრთელობის ჰარმონია აირევა.
ნორმული GLp-1 ის ფონზე გლუკაგონი კატექოლამინებს ხვეტავს სიმსივნეებიდან და მეტასტაზების გაჩენას ხელს უშლის. ამ ჰორმონის ნორმა მეტასტაზების შექმნის გზას კეტავს და ადამიანის სიცოცხლის რეალური პირობაა.ამ ჰორმონის ნორმის დროს, ადამიანი , მიუხედავად სიმსივნის დიაგნოზისა —– ცოცხლობს .კიბო უკან იხევს.ნორმული GLp-1-ის ფონზე გლუკაგონი ნორმაა და არ იქნება ასევე, მაგალითად, ფარული სიმსივნე ინსულინომა ,რომელიც ბევრჯერ განვიხილე.
ზოგმა , მაღალი ინსულინის მქონეებმა არ იციან ,რომ სიმსივნე ინსულინომა აქვთ.მაღალი ინსულინის დროს ,უპირველესად ,თუ სიმსივნე ინსულინომა არ გამოირიცხა ესეიგი სწორად მკურნალობა არ ხდება. ეს უხმაურო სიმსივნეა უმცირესი ჩივილებით , მაგრამ , თუ სწორად არ იმკურნალეს დიდხანს ვერ ცოცხლობენ.
GLP-1ის დასაბალანსებლად, საჭირო არ არის თავად ამ ჰორმონის ნატურალური მედიკამენტის მიღება. ამერიკული ვეგანური მედიკამენტებით არის ენდოკრინული სტანდარტები, როცა სპეციფიკური ნატურალური ნივთიერებებით ვახდენთ ამ ჰორმონის ბუნებრივ სტიმულირებას. უპირველესად ,უნდა დადგინდეს ამ ჰორმონის ზუსტი რაოდენობა. რასაც პირადი ექიმი განხილვის და გამოთვლების დროს ადგენს.
უმოკლესად ისევ დავაკონკრეტებ ———დღეს განხილული ჰორმონი ადამიანის გენია და ფერმენტი კინაზაა. ის ახდენს დეენმის და ერენემის დაზიანებების შეკეთებას და აღდგენას.ვერც კი წარმოიდგენთ, სამყაროსგან სიცოცხლისათვის ადამიანებში რამდენი სასწაულმოქმედი ნივთიერებაა ჩადებული. ექიმის ვალია ეს ნივთიერებები ადამიანს შეუვსოს და მოახმაროს ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. რადგან , ბევრი ნივთიერება ,როგორც, წესი 15 წლიდან ქვეითდება.ეს ნივთიერებები იბრძვიან ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლისათვის. სიცოცხლის გზაზე ადამიანის დაუძინებელი მტრებია———- საკუთარი თავი ,კვების მახინჯი რეჟიმით, უცოდინარი ექიმი და ბოღმიანი, უკულტურო ნაცნობები და ახლობლები-ფსიქიკის და განწყობილების დამრღვევები.რადგან, ეს ჰორმონი მკვეთრად მცირდება და იკარგება სტრესის და მინორული განწყობილების დროს.
დღეს აღწერილი —-გლუკაგონის მსგავსი ჰორმონი არის ფერმენტი რენა კინაზა, რომელიც უჯრედში გენეტიკური ინფორმაციის მთავარი გადამცემია.ის უჯრედში ერენემის მოლეკულებს აფორმებს და დეენემის და ერენემის შეკეთებას ახდენს. ეს ყველაზე გრანდიოზული და სასიკეთო სამუშაოა ადამიანის სიცოცხლისთვის ამ სამყაროში.ეს ფერმენტი პოლინუკლეოტიდური კინაზაა .მას ფოსფატის ჯგუფი გადააქვს ატეეფიდან დეენემზე .ეს ფერმენტი ანუ გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი პირდაპირ ეფექტში შაქარს და წონას არეგულირებს , მაგრამ, მისი სხვა მნიშვნელობები აუწონელია.ის ადამიანის სიცოცხლეს უფრთხილდება და იცავს ექსტრემალურ ვითარებებში.
თუ ეს ფერმენტი გაკლია ან დეფექტურია, ვერ მოიხმარ იმ უნიკალურ ნიშან-თვისებებს, რაც წინაპრებს ჰქონდათ. ადამიანი საგვარტომო გენეტიკური ჯაჭვის ბოლო , მაგრამ არა უკანასკნელი რგოლია .მისი სიძლიერე წინაპრებისგან გადმოცემულ განსაკუთრებულ ნიშნებშია.რომელთა გარეშე ადამიანი სრულიად დაუცველია სამყაროს წინაშე.გაკლია ან დეფექტურია ეს ფერმენტი? ვერ აიცდენ ქრონიკულ დაავადებებს.რადგან, ყველაზე მეტად, ამ ფერმენტზე დგას——- პანკრეასი. პანკრეასი კი ნებისმიერი დაავადების უკანაა. სანამ პანკრეატიტის დასადასტურებლად კერენსკისდროინდელი დასტურის—— სარტყელისებური ტკივილის ძიება იქნება, მედიცინა წინ ვერასდროს ვერ წავა.როგორც ხშირად ვამბობ——-დაჩირქებული კბილის უკანაც კი ლატენტური ან ღია პანკრეატიტი დგას.ნებისმიერი დაავადება მძიმდება ————-პანკრეასის ფონური პრობლემის გამო.ძლიერი ვირუსის დროს დისკომფორტულად ,თანმხლები ლატენტური პანკრეატიტის გამოა ადამიანი.
როგორ უნდა იკვებოთ , რომ შეძლოთ ამ——პლანეტის საოცრება ჰორმონის სტიმულირება? GLP-1კუჭნაწლავის მთავარი და რთული ჰორმონია.უპირველესად, ნაწლავების და ღვიძლის სიჯანსაღე მასზეა პირდაპირ დამოკიდებული.ეს ჰორმონი მთელი მეტაბოლიზმის ვარსკვლავია .თუ ის ნორმაა———არ არის შებერილობა, სპაზმი,გაზები,დიარეა, შეკრულობა,მჟონავი ნაწლავის სინდრომი, ნაწლავური და სხვა სიმსივნეები. მისი სტიმულირებისთვის აქცენტი უნდა აიღოთ ამ საკვებზე———თხილეული, ავოკადო, ბოსტნეული,ცილები, ხსნადი ბოჭკოები,უჯერი ცხიმები,ქერი, ოსპი, მწვანე ბარდა, შვრია, ჩია, ნუში, კაკალი,ფეტვი,მჟავე კომბოსტო,ჟოლო, მოცვი,შავი მოცხარი,მაღალი ხარისხის იოგურტი, ორაგული; ნატურალური ქათამი, რომელიც მარტო ბალახს და სიმინდს ჭამს,ინდაურის ხორცი.
ინდაური დიეტების ლიდერი კერძია. მაგრამ, ყველა დაავადებას თავისი დიეტა აქვს.მაგალითად——სეროტონინის სინდრომის, ნევროზის, შფოთვის, ფსიქიკური აგზნების, ქცევითი აშლის, დოფამინის გაზრდის ,ფსიქოზების,ასევე—–ტრიფტოფანის, ნორეპინეფრინის, მელატონინის მატებისას,ოფლიანობის დროს —–ინდაური მკაცრად იკრძალება.რადგან, ჭარბად შეიცავს ბე6 ვიტამინს, სეროტონინს, იოდს,ფოსფორს, ტრიფტოფანს და კიდევ ბევრ მატონიზირებელ ნივთიერებებს, რომლებიც აგზნებას ხელს უწყობენ.
რა კლავს ამ ჰორმონს?——ნარკოტიკი, ალკოჰოლი,პლანი,ტრანსცხიმები——-მარგარინი, არაყი;სტრესები, დარდები, განცდები ბანკების დიდ პროცენტზე; ყოველ დილით განმეორებადი, ფსიქიკის გამხვრეტი ზარები ბანკიდან ;ტოქსიკურ ადამიანებთან ——ვაიახლობლებთან, ვაინათესავებთან ,ვაიმეგობრებთან,ვაითანამგრძნობებთან ურთიერთობა.
ბავშვს შეიძლება ეს ჰორმონი დაუვარდეს და ლატენტური პანკრეატიტი დაეწყოს შიშის და ზედმეტად მკაცრი მოქცევის დროს.
საავტორო უფლებები დაცულია. ტექსტის კოპირება და პირადი სახელით გამოყენება კანონით ისჯება.








