საქართველოს საფეხბურთო პირველობის ლიგა 4 ში მოასპარეზე, ოზურგეთის “მერცხალი”, მე-17 ტურის მატჩში, მარტვილში, ადგილობრივ “მერანი 2″ს “მურთაზ ხურცილავაზე” ესტუმრა და ფეხბურთისათვის უჩვეულო ანგარიშით 3-6 დაამარცხა;
აღსანიშნავია, რომ, ოზურგეთელები თავიდან აგებდნენ, ანგარიში მასპინძელმა – ტარიელ კოკაიამ, პირველი ტაიმის 21 – ე წუთზე გახსნა.
თუმცა, გიგა ამბროლაძემ მალევე, 25 წუთზე გაათანაბრა, ლაშა კოტრიკაძემ კი სტუმრებს 44-წუთზე გატანილი გოლით ტაიმი მოაგებინა;
დავით სურგულძის შეგირდების დომინირება მეორე ტაიმში უფრო გამოიკვეთა – ლაშა კოტრიკაძემ 47 წუთზე დუბლი შეასრულა, ნიკოლოზ ტოკლიკიშვილმა 68 ე წუთზე უპირატესობა გაზარდა, ხოლო ოთარ ტორაძემ 74 ე წუთზე ანგარიში 1-5 გახადა;
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მასპინძლებმა – ნიკა ბეგალიშვილი 82 წუთი – ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა ლაშა ცერცვაძემ 89 წუთზე ანგარიში 2-6 გახადა და საბოლოო ანგარიში მასპინძლებმა დამატებით დროში გატანილი გოლით – ანდრო ჯოლოხავა 93 წთ – დააფიქსირეს 3-6;
აღსანიშნავია, რომ მატჩის ოქმში, სფფ ს გვერდზე მითითებულია – მეორე ტაიმში, 46 წუთზე ლაშა ცერცვაძე ნოდარ მაჭავარიანმა შეცვალა, თუმცა იმავე ოქმში ვკითხულობთ რომ იმავე ლაშა ცერცვაძემ მატჩის 89 წუთზე მეექვსე გოლი გაუტანა მასპინძლებს;
ასევე სათქმელია, რომ ეს მატჩი ოზურგეთელებმა დანაკლისით ჩაატარეს -გიორგი ჭანუყვაძე და ნიკოლოზ ვოსკანოვი დისკვალიფიცირებულნი იყვნენ;
მორიგ, მე-18 ტურის მატჩს, ოზურგეთის “მერცხალი’ – საკუთარ, აწ უკვე “კოტე გოგატაძეზე”, 4 სექტემბერს – ფოთის “კოლხეთი-1913 (2) თან გამართავს;
თამაში 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება;
ამ წუთისათვის, “მერცხალი” 16 გუნდა გათამაშებაში 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მესამე ლიგაში გადამსვლელს 4 ქულით ჩამორჩება – რომ არა სამწუხარო მარცხი “სქურთან’, ახლა ოზურგეთელები ლიდერთა შორის იქნებოდნენ, თუმცა ზედა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი, ჯერ კიდევ რეალურია;
გათამაშების ბოლო, მე-16 ადგილზე ჩოხატაურის “ბახმარო”ა – კლუბი, რომელიც წინა წლებში ზედა ლიგების ლიდერიც კი იყო, ამჯერად უიმედო აუტსაიდერი და რეგიონალ ლიგაში გავარდნის კანდიდატია;
“მერცხალი” ოზურგეთი
1. თამაზ გელხვიიძე
3. რომან მორჩილაძე
5. ნიკა შავაძე
8. გიგა წურწუმია
11. ნიკოლოზ ტოკლიკიშვილი
14. ნიკა აფხაზავა
17. ნოდარ მაჭავარიანი
18. გიგა ამბროლაძე
20. ელგუჯა ჩხაიძე
22. ოთარ ტორაძე
30. ლაშა კოტრიკაძე C
სათადარიგო შემადგენლობა
12. ლუკა ლომაძე
2. დათო მამალაძე
10. გიორგი კაშია
13. ილია წიტაიშვილი
15. ლაშა ცერცვაძე
21. ნიკოლოზ მარშანიშვილი
მთავარი მწვრთნელი
დავით სურგულაძე
მსაჯები
- არბიტრი – ნიკოლოზ კიპაროიძე
- პირველი ასისტენტი – კობა კახიაშვილი
- მეორე ასისტენტი – ბექა ბაღნაშვილი
დისკვალიფიცირებულები
- მერცხალი – გიორგი ჭანუყვაძე, ნიკოლოზ ვოსკანოვი









