ჰიპერლონგუმინი: რეალურად შეჩერებული——-კიბო, სიბერე და გარდაცვალება
მარინა ტოტოჩავა
მესამე ნაწილი
რატომ ემართებათ კიბო, პროცენტულად ხშირად იმ ქალებს, რომლებსაც არასტაბილური ან ნულოვანი სექსი აქვთ .
მოსახლეობის დიდ ნაწილი,სიცოცხლის წლების შემზღუდავი სისტემური ანთებების მუდმივი მტარებელია და ამიტომ არის სიკვდილობის რიცხვი მომატებული.
რამდენიმეჯერ მქონია ასეთი დიალოგი და გული უტკენიათ ჩემთვის მსგავსი სიტყვებით——-10 წლის წინ უიმედოდ , თითქმის, დაკრძალვის სამზადისში მყოფები ვიყავით და დღეს ჩვენი დედა ცოცხალი და აქტიურია შენი მკურნალობის შემდეგ.მაგრამ, ეტყობა მაინც, მას ჰქონდა იმუნიტეტი და ამიტომ ცოცხლობსო——–.ანუ ასეთი სიტყვები რამდენიმეჯერ უთქვამთ ჩემთვის მადლობის მაგივრად. როცა მე იმ პაციენტების ,სამყაროსგან ორგანიზმებში წინასწარ ჩადებული, ხანგრძლივი სიცოცხლის შემქმნელი ნივთიერებების უზუსტეს შესწავლაზე და ბიოქიმია—–ფიზიოლოგიის სხვა უამრავ დეტალზე ღამეები მითენებია , ჩემი სიცოცხლე გამიმწარებია და ადამიანური ცხოვრების დღეები შემიზღუდავს .ფამილარული ნაკლებად ვარ, მაგრამ, სწორედ რომ მე მოვუმწიფე იმუნიტეტი შესაბამისი მედიკამენტებით.საშუალო იმუნიტეტი მაინც რომ ჰქონოდა, ასეთი მძიმე დაავადება და სიმსივნური პროცესი არ ექნებოდა.დაუნახავობა უპირატესად, შეზღუდული გონებიდან მოდის.ეს გადახვევა და ფაქტიც იმიტომ გავიხსენე, რომ გამოვკვეთო———-რომელია გზა იმისკენ , რომ ადამიანებმა მეტი წლები იცოცხლონ. ეს გზაა——ექიმების მიერ კონტროლი და მართვა იმ ნივთიერებების, რაც სამყარომ ადამიანში წინასწარ ჩადო დიდხანს სიცოცხლისთვის.ამ ნივთიერებების კონტროლი, არის მთავარი პირობა იმის, რომ შინაგანი ორგანოები დაცული იყოს და პათოლოგიურად არ გადაგვარდნენ.
როგორც ამ თემის წინა ნაწილებში ვთქვი, თანამედროვე მედიცინამ იცის—— სიცოცხლის გამხანგრძლივებელი და დაბერების შემჩერებელი ნივთიერებების შესახებ, რომლებიც სამყარომ ადამიანებში წინასწარ იმისთვის ჩადო, რომ მათ 100 წელზე ბევრად მეტი ეცოცხლად. ეს ნივთიერებები პირადმა ექიმებმა უნდა აკონტროლონ და მათგან შექმნილი მედიკამენტები, საჭირო დროს დანიშნონ, დაუძლეველი პროცესების დასათრგუნად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ამ თემის წინა ნაწილებში და დღეს განხილულები ——-დაბერების შემჩერებლები და სიცოცხლის გამხანგრძლივებლებია.როგორც წინა ნაწილში უკვე ვთქვი, მსგავსების კიდევ აღმოსაჩენად ამერიკის მედიცინას მილიარდები აქვს ჩადებული .ანუ ამ სტატიით ვაგრძელებ გეროპროტექტორების თემას. ერთხელ კიდევ დავაკონკრეტებ რას წარმოადგენენ ისინი.
რა ფუნქციები აქვთ გეროპროტექტორებს.
ისინი————-აჩერებენ დროს, აქვეითებენ ასაკის ტემპს, აჩერებენ დაბერებას, ახანგრძლივებენ სიცოცხლეს,ბლოკავენ როგორც ორგანიზმისკენ მიმართულ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასევე უჯრედულ სტრესებსაც, რომლებიც არიან დაავადებების დაწყების ერთი დიდი მიზეზი;თავიდან ააწყობენ ორგანიზმში დარღვეულ ჟანგბადის მიმოქცევას,აღადგენენ ქსოვილებში ჟანგბადის სრულ მომარაგებას;აცოცხლებენ ,არასწორი რეჟიმისგან და ქიმიური მკურნალობებისგან დაჩლუნგებულ და მიძინებულ დღეგრძელობის ბუნებრივ გენებს; გამოააშკარავებენ და თრგუნავენ ქრონიკულ სისტემურ ანთებებს,რომლებიც მთავარი ადრე დამბერებლები და სიმსივნეების დამწყებებია;ანახლებენ და აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას, აჩერებენ სიმსივნეებს. ექიმების უდიდესი შრომის შედეგია, პაციენტისთვის მის ინდივიდუალურ პრობლემებზე მორგებული ამ ჯგუფის კონკრეტული წამლის მისადაგება.რადგან, ეს პარაცეტამოლი არ არის ყველას სიცხეზე მიდიოდეს.ამ ტიპის მედიკამენტის დანიშვნის წინ ექიმს,ზედმიწევნით უნდა ჰქონდეს შესწავლილი ამ პაციენტის იმუნიტეტი და მისი დაავადებების ყველა წვრილი დეტალი.
უამრავ სასწაულებს რომ არ აკეთებდნენ ,გეროპროტექტორები ანუ ახალგაზრდობის და სიცოცხლის გამხანგრძლივებლები , მათი სამკურნალო გენიალობა მარტო იმაში იქნებოდა, რომ ისინი ბლოკავენ ლატენტურად მიმდინარე ქრონიკულ სისტემურ ანთებებს, რომლებიც არიან მთავარი მიზეზი—- კიბოს დაწყების, ადრე დაბერების, ჯანმრთელობის დაკარგვის, სიცოცხლის წლების შემცირების. ძალიან მოკლედ ვიტყვი ქრონიკულ სისტემურ ანთებებზე, რომლებზეც ისედაც ხშირად ვსაუბრობ სტატიებში და რეკომენდაციებში.
ქრონიკული სისტემური ანთებები
მეტი შემეცნებისთვის გავიმეორებ წინა წინადადების აუცილებელ მონაკვეთს.ანუ ახალგაზრდობის და სიცოცხლის გამხანგრძლივებლები ბლოკავენ ლატენტურად მიმდინარე ქრონიკულ სისტემურ ანთებებს, რომელთა ფონზე მიდის სიმსივნეები, მძიმე დაავადებები და ხანმოკლე ხდება სიცოცხლე. რომ არა სისტემური დაავადებები, არ იქნებოდა ამდენი სიკვდილობა და ხანმოკლე სიცოცხლე. სამწუხაროდ, ჩვენი მედიცინა, ამ პერიოდში , ზოგ ადგილზე ,ვერ მომწიფდა იმ დონემდე, რომ ლატენტური ქრონიკული დაავადებები ხშირად დააფიქსიროს.სისტემურ ანთებებზე საუბრისას განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, რადგან ამ ფარული სტატუსით, ადამიანების კოლოსალური რიცხვია მოსახლეობაში. თავისუფლად შეიძლება თქვენ——ვინც ახლა ამას კითხულობთ ,ამ ვითარების ფონი გქონდეთ და ეს აუცილებლად იქნება ჯანმრთელობის ყველა პრობლების მთავარი მიზეზი.ამიტომ იღლები ადვილად ან სახსრის პრობლემა გაქვს ან პულსის პერიოდული აჩქარება ან გახანგრძლივებული ქოლესტერინი ან ჩიყვი და სხვა.
სისტემური ანთებაა ქრონიკული პროცესი,რომელიც არ ყვირის, სუსტი გამოხატულება აქვს ან მკვეთრად არ ჩანს,ბევრი ჩივილი არა აქვს. ამიტომ, დაბალი დონის მედიცინის რგოლში ასეთი სასიკვდილო პროცესები——–ეს არაფერიაში გადის .რადგან,ადამიანი —–დაჭრილი არ არის, მუცელში წყალი არა აქვს , გონებაზეა ან ორგანული შეტევისგან არ ყვირის. მედიცინაში გაუთვითცნობიერებელი თვალით——- სხვა დროს ადამიანს არაფერი არ უჭირს.დღეს ქრონიკული სისტემური ანთების ფონებმა, ადამიანების დიდი რიცხვი მოიცვა. მთავარი პრობლემა, რისგანაც ადამიანებს დაავადებები არ ურჩებათ და სიცოცხლე უმოკლდებათ——-მათი ზუსტი და ყველა დიაგნოზის უცოდინარობაა. სისტემური ქრონიკული პროცესი ,არამხოლოდ ერთ ორგანოშია, არამედ მთელს ორგანიზმში . ამიტომ ჰქვია სისტემური ანთება. სამწუხაროდ, ნეტავ ეს მდგომარეობა მასიური არ იყოს. გაოცებული ადამიანები ხედავენ და ხშირად იგებენ, არც ისე ასაკოვანი ხალხის და ახალგაზრდების გარდაცვალების ხშირ ფაქტებს. მიზეზები პოლისემანტიკურია ანუ როგორც მავნე გარემოში, რომელიც მთლიანად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე,ისე ორგანიზმში ბევრი მიზეზია თავმოყრილი. ამ დროს ადამიანის ყველაზე სათუთი და სასიცოცხლო——-შემაერთებელი ქსოვილები ზიანდება .შესაბამისად ,თანდათან იშლება გარეუჯრედული მატრიქსი,სადაც დაგროვილია სიცოცხლის მარაგი და საიდანაც ამოდის სიცოცხლის მზე და მთვარე.რადგან ,გარეუჯრედულ მატრიქსში მთავარი სასიცოცხლო ნივთიერებებია განთავსებული.იხ, ჩემი სტატია გარეუჯრედული მატრიქსის ნივთიერებები. სისტემური ქრონიკული ანთების ფონის დროს მთელს ორგანიზმში ანთებაა. პირველ ეტაპებზე ჩივილები ძალიან ნაკლები. მხოლოდ ,პერიოდულად უსიამოვნო შეგრძნებებია, მცირე თრომბების გადაადგილების გამო.
პაროდონტოზის, სტომატიტის და მსგავსი დაავადებების ,სტომატოლოგის არეალში და პატრონაჟში ჩატოვების გამო,წლების შემდეგ სხვა პროფილის ექიმებს ბევრი გვინახია ——ბეხჩეტის მძიმე დაავადება, ვასკულიტები ანუ სისხლძარღვები უკიდურესი თრომბოზულ-ანგიოლოგიური პრობლემებით და ღვიძლის ძლიერი დაზიანებებით , ასევე, სისხლის კიბოები.ზოგი სისტემური დაავადება იწყება კბილების მასიური დაზიანებით. მთავარი აქცენტი, მხოლოდ ,სტომატოლოგზეა და ორგანიზმი თანდათან იშლება.მაგალითად, თრომბოციტალური პურპურა ანუ შონლაინ-ჰენოხის დაავადება,თუ ორგანულია და კონკრეტული ტოქსინი ან მძიმე მეტალი არ აპროვოცირებს, უხშირესად იწყება საუკეთესო, ჯანმრთელი კბილების უცებ დაზიანებით.აქედან არაექიმიც მიხვდება იმას, რასაც უხშირესად საგანგაშოდ ხაზს ვუსვამ——-ერთიდაიმავე კონსისტენციის ქსოვილების ანუ ძვლის, სახსრის ან კბილების დაზიანება უდიდესი სიგნალია, რომ ამ ორგანიზმს სიმსივნე ან ურთულესი სხვა დაავადება ემუქრება. ამიტომ, სახსრის ანთებას სტანდარტული კი არა, არამედ უსერიოზულესი აკადემიური მკურნალობა სჭირდება, ინდივიდუალური იმუნიტეტის დაწვრილებით შესწავლის და ზუსტი აქტივაციის ფონზე.რომ მას არ მოყვეს სიმსივნური პროცესი ან მთელი ცხოვრება არ ეწამოს ადამიანი სხვადასხვა დაავადებებით. სამყარო, სახსრის ტკივილით უდიდეს სიგნალს გაძლევს, რომ ორგანიზმი ნელა ან სწრაფად იშლება .
ექიმი იქნება თუ არაექიმი, გაუთვითცნობიერებელი პერსონებისთვის მცირე და საშუალო სისტემური ანთებების ჩივილები მნიშვნელოვანი სიგნალები არ არის.
ჭამის შემდეგ მუცლის შებერვა,მცირე შეშუპება, ეპიზოდური კუჭის აშლა, სუბფებრილური ტემპერატურა, უღონობა, პერიოდული ტაქიკარდია,ოფლიანობა, ლიმფური ჯირკვლის გადიდება, 7 ს დაბლა ლეიკოციტები,10ზე დაბალი ან ძალიან მაღალი ედსი, დაბალ ან მაღალ ზღვარზე თრომბოციტები;ქრონიკული ჭინჭრის ციება, აკნე , ეგზემა ან ფსორიაზი; ჰიპოფიზის დეგრადირებისგან ხშირი ან იშვიათი დაბალი ან მაღალი წნევა და მტანჯველი თავის ტკივილები; სახსრის ქრონიკული ანთება,დაზიანებული ვენები; პერიოდული ჰემოროი,რომელიც ბოლომდე დაზიანებული ვენების კლასიკური გამოხატულებაა; ქრონიკული სოკო,აგრესიული პარაზიტი, ქოლესტერინის სიჭარბე, ორგანოების გაქრონიკულებული ანთებები,ჰორმონული მოშლები,პროსტატის ადენომა, კისტა, მიომა, ფიბრომა,კენჭი, პოლიპი,კლიმაქსი და კიდევ ბევრი პრობლემა , რომლებიც ორგანიზმის გამანადგურებელი და სიცოცხლის შემზღუდავი ნიშნებია ——– მედიცინაში ბოლომდე ჩაუხედავებისთვის საყურადღებო და საშიში არ არის. რადგან, მათ არ იციან, რომ ესენი და კიდევ სხვები ქრონიკული სისტემური ანთებებია. ორგანოების ქსოვილები კი, ჩამოთვლილებიდან ერთიც რომ იყოს, თანდათან იშლებიან. რთული ორგანული უკმარისობები —-თირკმლის, ღვიძლის, ფილტვის, ტვინის და სხვა ორგანოების ,უცებ არასდროს არ იწყებიან . მათი ფონი ორგანიზმის ზოგადი, სისტემური, ჩუმი ანთებებია.
სისტემური ანთებების უფრო მკვეთრი ნიშნებია რომელიმე—–ინსულინრეზისტენტობის მოშლა, პაროდონტოზი, სიმსივნე, დიაბეტი, ღვიძლის დაავადება,ქოლესტერინის გახანგრძლივებული პრობლემები, ჩიყვი ან ფარისებრის სხვა სინდრომი, ასკარიდა,სისხლძარღვების ვასკულიტი თრომბირებით, ძვლის ტვინის დიდი ხნის დაზიანება, ქრონიკული ალერგიები ; თუნდაც იშვიათად—- ჰემოროი, რომელიც, ისევ ვიმეორებ ,მხოლოდ, ვენების დაზიანების ბოლო სტადიაში იკვეთება და სხვა.ზოგადად, ჰემოროი არის სწორი ნაწლავის ვენების ანთება, სომატოტროპინ-სომატოსტატინის პერიოდული გადახრების და კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა ფონური პრობლემების ფონზე.
სისტემურ მასტოციტოზზე შესაბამის სტატიაში დეტალურად ვისაუბრე. ახლა უმოკლესად.მასტოციტური გადახრები ყველაზე მეტ სისტემურ დაავადებებს ქმნიან.მასტოციტები სისხლის თეთრი უჯრედებია.ისინი შემაერთებელ ქსოვილებში არიან.ისინი იმუნიტეტის ჯარისკაცების რიცხვშია.თუ ბევრი მასტოციტი დაგროვდა , შედეგად სისხლში გამოძევდება ნივთიერებები, რომლებიც ქრონიკულ ალერგიებს იწვევენ და კანზე გამონაყრებს .ნებისმიერი ალერგიის ღერძი პრობლემური მასტოციტია. ორგანული გადახრების დროს მასტოციტები კუმულირდება——ნაწლავში, ღვიძლში, კანში ,ფილტვში, ტვინში და ყველგან. ეს არის ადამიანების მტანჯველი სამედიცინო პრობლემების ფონი.რაც არის ნებისმიერი ორგანული პრობლემის მთავარი საფუძველი. სიგნალი ურთულესი მასტოციტური გადახრების, სისხლის საერთო ანალიზში–7 ს ქვევით არსებული ლეიკოციტია. რადგან, ადამიანი უფრო ჯანმრთელია , ლეიკოციტი 6 ან 7 ან 8 ან 9 როცა არის.თუმცა დღეს, ზოგი ლაბორატორია აფიქსირებს მაღალი ლეიკოციტების ნორმას. ეს არის ადამიანების დაზიანების ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. მსოფლიოში ლაბორატორიული ნორმები ყველგან ერთი და იგივეა .ექიმებს გვახსოვს ბევრი შემთხვევა სტაციონარებში, როცა ქირურგები სტარტზე იყვნენ, თუ ლეიკოციტებს მალე ვერ ჩამოვიყვანდით ,თუ კლინიკური სურათიც შესაბამისი იყო, ადამიანს ოპერაცია დასჭირდებოდა. ახლა ზოგმა ლაბორატორიამ ის მომატებული ციფრები ნორმის განმარტებაში მოათავსა და ჯანმრთელ სტატუსად შეაფასა.
უხშირეს შემთხვევებში,ადამიანი ბევრ მძიმე მდგომარეობას ისედაც, მკურნალობის გარეშეც გადაიტანს , ნარჩენი იმუნიტეტის ხარჯზე, სანამ ის სასიცოცხლო ნივთიერებები არ დაუმთავრდება,რომლებზეც ამ თემაში ვსაუბრობ.მაგრამ, კვალი, რომელსაც დატოვებს ექიმისგან უპასუხოდ დარჩენილი და ნორმად ჩათვლილი——მომატებული ლეიკოციტები,ისევე როგორც ნორმიდან ქვევით ცდომილები, ერთ-ერთი დიდი მიზეზია ქრონიკული სისტემური დაავადებების ჩამოსაყალიბებლად.
მასტოციტების გაავების ანუ მეტად გამკვეთრებული სისტემური დაავადებების პრობლემის გამომხატველია რომელიმე—————–ლიმფური კვანძის გადიდება, დეპრესია, ღვიძლის პრობლემები და მისი გადიდება,სახსრის და კუნთის დაავადებები——ტკივილით,დამბლა,ანემია, სისხლდენა; ილუზიური ინტოქსიკაცები, გამოხატული —-ან ღებინებით ან ნაწლავების აშლით ან მუცლის ტკივილით ან ქავილით ან ჭინჭრის ციების იმიტაციით და სხვა .ხშირად ამიტომ ვამბობ, რომ დაავადებები 95 პროცენტში ლოკალური არ არის და დამზიანებელია მათი ადგილზე ჩაკონცენტრირება. ყოველთვის მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ.
დაავადებების—– მათ შორის ბევრი ტიპის ალერგიის , ეგზემის, აკნეს , ჭინჭრის ციების, ფსორიაზის და კანის სხვა პათოლოგიების არასწორი ინტერპრეტირების და მკურნალობის შედეგად, რაც არაიშვიათია, ადამიანები მასიურად ზიანდებიან . ფონად სისტემური დაავადებების გამო, მათ სიცოცხლე უმოკლდებათ. მარტივია, თავი არ შეიწუხო, გამონაყარი ალერგიას დააბრალო და ანტიჰისტამინური დანიშნო. მაგრამ ასე, ხანგრძლივი სიცოცხლე ვერ შეკავდება.ანტიჰისტამინური დესენსიბილიზაციას აკეთებს ანუ დროებით აძინებს ალერგიის გამომწვევ აგენტს. მიძინებული აგენტი ორგანიზმში რჩება და ნელ დაზიანებებს განაგრძობს.ხოლო ფონური სისტემური დაავადება ადამიანის ჯანმრთელობას თანდათან ჭამს. ალერგიის ძველმოდური მკურნალობის მიზანი ალერგიული აგენტის ელიმინაციაა.მაგრამ,დაძინებულ აგენტს ადვილად ვერ გამორეცხავ, ისე როგორც დაძინებულ ჯარისკაცს ვერ აბრძოლებ .
მასტოციტური გამოვლინებების მიზეზი, რომლის შედეგები არა მარტო ალერგიები და გამონაყრით მიმდინარე დაავადებებია, არამედ ბევრი რთული პათოლოგიაა——- გენური მუტაციაა. მუტირებული გენი გამოაძევებს მოჭარბებულ და მომწამვლელად გადაქცეულ ნივთიერებებს——–ლეიკოტრიენებს, ციტოკინებს, ინტერლეიკინებს,ჰისტამინს,სეროტონინს და სხვებს.ისინი ახდენენ ნაღვლის მჟავების ნორმის მატებას,რაც ქავილის უშუალო მიზეზია. ამიტომ, ალერგიის და ყველა დაავადების დროს სწორი და უპირველესი მიდგომაა——სანაღვლე პრობლემების და ღვიძლ-პანკრეასის მართვა .მომწამვლელად გადაქცეული ნივთიერებების სიჭარბის შედეგია ——-ალერგიები, ჭინჭრის ციება, ეგზემა , აკნეს გამწვავება, ფსორიაზის გაავება, ნერვული აგზნება,ფსიქიკური აგზნება, სეროტონინის სინდრომი,დიარეა,წნევა, კენჭის გავლა,ორგანოების ანთებების გამწვავება,თავის ტკივილები და სხვა ორგანული , შემაწუხებელი დაავადებები.უფრო დეტალურად ახსნილი ეს პროცესი, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს სტატიაში—-მასტოციტოზი. ეს არის———– წამყვანი მექანიზმი ალერგიების და გამონაყრით მიმდინარე დაავადებების, ასევე კიდევ სხვა რთული პათოლოგიების . კიდევ უკან მთავარი ფონი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაა, მისი ჰორმონული დისბალანსით.
სისტემური დაავადებების , კონკრეტულად, რთული მასტოციტოზის კლასიკური გამოხატულებაა—-შინაგანი ორგანოების უკმარისობები——-პანკრეასის, ღვიძლის, თირკმლის, ელენთის, გულის ,ტვინის და სხვა. ასევე , ნებისმიერი ტიპის და ლოკაციის წყლულები,ოსტეოპოროზი,ანემია, ჭინჭრის ციება,ეგზემა,ფსორიაზი,გართულებული ქრონიკული აკნე და სხვა. სისტემური დაავადებების ნიშანია ასევე—-ნებისმიერი პურპურული გამონაყარი ;ასევე—-ვასკულიტი ანუ სისხლძარღვის კედლის ანთება, რომლის გარეშე არცერთი შინაგანი ორგანოს ქრონიკული პროცესი არ მიდის.
სისხლძარღვოვან თრომბოზზე და ფიბრინოგენის გადახრაზე რომ არ არის მეტი აქცენტი, ამიტომ არ რჩება ეს ორგანოები და მიდის ქრონიკული პროცესები. მაგალითად,98 პროცენტში თირკმლის გაქრონიკულებული ანთებები, ევრო-ამერიკული სამედიცინო სტანდარტით,კონკრეტულად, ნოზოლოგია— ვასკულიტებს და ზოგადად , ქრონიკულ სისტემურ დაავადებებს მიეკუთვნებიან. ეს ბუნებრივია, როგორც ძალიან ხშირად ვიმეორებ—— ნებისმიერი , მითუმეტეს გაქრონიკულებული ანთების მექანიზმში, ორგანოში თრომბია და სისხლძარღვის და კაპილარების ვასკულიტური დაზიანებაა .ნებისმიერი ორგანოს ქრონიკული უკმარისობის დროს, სისხლძარღვები და კაპილარები ვასკულიტურად ჩაშლილია. მაგალითად , პროსტატიტი არასრულფასოვანი მკურნალობით გადადის პროსტატის ადენომაში. სიმსივნური გადაგვარება ჩქარდება იმიტომ, რომ შიგა სისხლძარღვოვან თრომბოზებს და ვასკულიტებს მკურნალობა არა აქვს. ამიტომ, შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს , სათავო მიზეზების პარალელურად,უპირველესი მკურნალობა სისხლძარღვების და კაპილარების ანგიოლოგიური გაჯანმრთელებაა, რომ მუდმივ წრეზე ჩქარა არ იაროს დაავადებულმა ახალ-ახალი გართულებებით.მაგალითად, თირკმლის პათოლოგიის დროს, თუ მარტო ნეფროლოგთან ჩასახლდები და ზოგადი თერაპევტის ან ანგიოლოგის დახმარებას არ მიიღებ,თირკმელს სრულფასოვნად ვერ მოირჩენ.
კიბოს ან რომელიმე რთული დაავადების დამართებას ყოველთვის გენეტიკური დატვირთვა არ სჭირდება. მას აჩქარებს, შიგა სისხლძარღვოვანი კვების კოლაფსი. რადგან, ვასკულიტური, დათრომბილი სისხლძარღვი კვებას ვერ იღებს. მასთან სისხლს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი ვერ მიაქვს. ამიტომ, მიკროთრომბის გამო ორგანოს საკვები გზა დაკეტილია. ეს მექანიზმი ყველა ორგანოში განიხილება, ასევე ტვინშიც.
დაავადების სისტემურობის გამომხატველია ასევე———1- კუჭ-ნაწლავის უსიამოვნო ჩივილები2-პერიოდული მცირე აშლილობა და 3-მუცლის შებერვა ჭამის შემდეგ. ამ სამს აპროვოცირებს ფონური დაავადებები და არაზუსტი მიდგომები—–ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემა ან ნაღვლის ბუშტის ოპერაციული მოცილება,სიმჟავის დამწევების უხეშად გამოყენება.ამათი შედეგია კუჭის მჟავას შემცირებული გამოყოფა,რაც ქმნის გულძმარვას, გაზებს,შებერილობას, მუცლის დისკომფორტებს და აზიანებს ღვიძლს .გულძმარვის გამო ადამიანი ისევ ქრონიკულად იღებს სიმჟავის დამწევებს ძალიან დიდი შეცდომით. ეს სისტემურ დაავადებას უფრო ართულებს.რასაც მეათასეჯერ ვამბობ——მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა , რომელიც არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ ნებისმიერი დაავადების დროს გადახრილია,თანამედროვე მედიცინაში აღარ რეგულირდება და პირიქით რთულდება სიმჟავის დამწევების ხანგრძლივი მიღებით. მისი მკურნალობა დღეს რადიკალურად განსხვავებულია. ომეპრაზოლის ჯგუფზე დაყრდნობა კი,ამ დროს ფონად არსებული სისტემური დაავადების კიდევ უფრო გართულებას მოიტანს.უმარტივესად რომ გითხრათ მეტი გაგებისთვის——-ომეპრაზოლი ან მისი მოდიფიკაციები რომ ადამიანს დასჭირდება კურსობრივად, იმას ფონად სისტემური დაავადება აქვს.სისტემური დაავადება კი, ხანგრძლივი სიცოცხლით არ აცოცხლებს ადამიანს, თუ მას სწორი მკურნალობა არ დაურჩა.
სისტემური დაავადებაა მხედველობის ნერვის ქრონიკული ანთება .აქ ტვინის -მიელინის გარსის დიდი მონაწილეობით, ნეიროტრანსმიტერების დახმარებით იმპულსები თვალიდან ტვინს გადაეცემა. მეცნიერულად დადასტურებულია, მხედველობის ნერვის ქრონიკული ანთება უპირობოდ არის შერწყმული აუტოიმუნურ დაავადებასთან.ამიტომ, ამ დროს მარტო თვალის ექიმთან მკურნალობა სიცოცხლის ხანგრძლივობას შეამცირებს. რადგან, სტატისტიკურად,თვალის ნერვის ქრონიკული ანთების დროს უხშირესადაა სტანდარტული ფონი, რომელიმე დაავადების——მგლურას, სარკოიდოზის,გაფანტული სკლეროზის,სიმსივნის , ვირუსების—–ჰერპესის, წითელას, წითურას და სხვა. კომპლექსური სამედიცინო დახმარების გარეშე ,თუნდაც , ოფთალმოლოგთან ინტენსიური მკურნალობის შემდეგ ,მხედველობა მაინც თანდათან იკარგება სისტემური დაავადების ფონის გამო .მხედველობა არ აღდგება, პარალელურად,სისტემური დაავადების ფონის სწორი მკურნალობის გარეშე. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ თვალის პათოლოგიის მქონეებს, ყოველთვის აქვთ—– გულის, საშარდე სისტემის და სისხლძარღვების პრობლემები.
ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სისტემური დაავადების ფონი. ამიტომ არის გახშირებული სიკვდილობა. სიცოცხლის ხანგრძლივობა ამის გამოა დაბალი. ამიტომ, უკიდურესი აუცილებლობაა, გავშიფროთ თითოეული ჩივილი და დაავადების უკან რა დგას.ეკოლოგიური პრობლემების, გარემოს დაბინძურების,სურსათზე კონტროლის მოშლის,უხშირესად , ბიონაგავით კვების გამო ადამიანებში მომატებულია ——–გენური მუტაციებიც და ქრონიკული სისტემური დაავადებების ფონი. ამიტომ ,ზედაპირული მკურნალობები დაუშვებელია. დანაშაულია სისტემური დაავადებების ფონის არშესწავლა ყველა ადამიანში. ზოგადი დეტოქსიკაცია ეროვნულ პროგრამად უნდა გამოცხადდეს. ადამიანების დიდ უმრავლესობას ორგანიზმში ჰყავთ კოლოსალური რაოდენობის———პარაზიტები, სოკოები, ტოქსინები ,მძიმე მეტალები, სხვადასხვა მიკრობები და ვირუსები. მათ ფონზე მკურნალობა უარესი შედეგისაა .პროფილაქტიკურმა მედიცინამ და პირველადმა ჯანდაცვამ ცნობადობის ამაღლება უნდა მოახდინონ არსებული სტატუსების და მათგან თავის დაცვის, ექიმამდელ დონემდე მისვლამდე . მაგალითად,ევრო-ამერიკული სტანდარტით ასკარიდა, რომელიც ,თითქმის, ყოველთვისაა ქრ დაავადების დროს,სტატისტიკურად 85 პროცენტში სიმსივნეების მაპროვოცირებელია. ამის მაგალითებს ყოველდღე ვხედავთ.
ვიღაც დაასკვნის —–ყველაფერი სისტემური ყოფილა.დიახ, თითის გაჭრაც სისტემური გამოვა, თუ ზუსტად დადგენილ თერაპიულ დროში არ შედედდება სისხლი და არ შეწყდება სისხლდენა.თუ არა, მის უკან ანგიოლოგიური დაავადება დგას სისხლის და სისხლძარღვების პრობლემით.
განხილული მაგალითები უამრავია. სისტემურ პროცესებზე გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ როგორც უკვე ვთქვი, გეროპროტექტორი ნივთიერებები მტკიცედ ბლოკავენ ასეთ პროცესებს და დაავადებებს, ეხმარებიან ორგანიზმის დეტოქსიკაციას,ამაღლებენ იმუნიტეტს და ამით, ხელს უწყობენ დაავადებული ადამიანების დიდხანს სიცოცხლეს. თუმცა, ჩვენს პირობებში ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ქრონიკული სისტემური—–საშუალო ან რთული პროცესი აქვს .უხშირესად ვიმეორებ, დანაშაულია ანალიზის ზედა და ქვედა ზღვრების გაუთვალისწინებლობა.რაც ქრონიკული ანთებების ერთი მკვეთრი ნიშანია.
თანამედროვე ევრო-ამერიკული მედიცინა, მალე დამბერებელ—— სისტემურ, ქრონიკულ ანთებებს—- ორგანიზმის ჩუმ ცეცხლს უწოდებს. ეს ჩუმი ცეცხლი ხშირად მიდის სიმსივნეების ფონებამდე .ჩუმი ცეცხლი თანდათან, ყოველდღე კლავს ტვინის უჯრედებს და ნეირონებს მთელს სხეულში.უპირობოდ იწვევს——-სკლეროზებს, დემენციას, ალცჰაიმერს, სახსრების და კუნთების სისუსტეებს,ორგანოების გადაგვარებებს. სისტემური დაავადებების ფონიდან მოდის ამდენი— სიმსივნე , დამბლა, სკლეროზი, დემენცია , ალცჰაიმერი და სხვა .
როცა გენეტიკაში ალცჰაიმერია ან სკლეროზი, ადამიანს ის არ დაემართება, თუ ფონურ ,სისტემურ დაავადებას ანუ ჩუმ ცეცხლს ექიმი მალე აღმოაჩენს და მართავს. გენეტიკაში არ გადმოვა დაავადება ან მსუბუქად გამოვლინდება, თუ გენეტიკური საგვარტომო შტოს რომელიმე ეტაპზე მისი დაზიანებული მექანიზმის გამოსწორება მოხდება. ასეთი მაგალითი უამრავია.მაგალითად, მედიცინაში ცნობილია კალიუმის დეფექტის მემკვიდრული ფორმა. რის გამოც ———-დამბლები, გულის დაავადებები,გულის ოპერაციის—-სტენტირების საჭიროებები ან სახის პარეზებია, თითქმის, ყველა თაობაში. მაგრამ, ამ ადამიანს თუ გამოუსწორებ კალიუმის შექმნის დარღვეულ მექანიზმს ბიოქიმია -ფიზიოლოგიის დონეზე, არც მას და არც მის შთამომავლებს დამბლა ან სახის პარეზი, გულის სტენტირების საჭიროება და სხვები აღარ ექნებათ. კალიუმით შევსება კი არ ყოფნის ამ დროს.კალიუმის შექმნის დარღვეული მექანიზმის გამოსწორებაა საჭირო.რომელი მექანიზმის გამო, კალიუმი ვერ კავდება და ორგანიზმში არ შეიწოვება.
ექიმებმა უნდა აკონტროლონ ჩუმი ცეცხლისგან დაზიანებული სასიცოცხლო ბევრი ნივთიერება. მათ შორის უპირველსად—–ოქსიტოცინი და დოფამინი. ამ ორის ზედა და ქვედა ზღვრებიც კი, დაავადებების მრავალფეროვან სპექტრს იძლევა.ეს ორი ჰორმონი და კიდევ სხვები,ფარული ანთებების არსებობის და იმუნიტეტის დაჩლუნგების მარკერებია .თუ ეს ორი და სხვები სტაბილურად ნორმა არიან, ჩუმი სისტემური ანთებები არ არის ან ძლიერად არ არიან გამოხატული.ექიმებმა, რომლებიც მექანიზმების გათვალისწინებით მუშაობენ, იციან, რომ განსაკუთრებით ,ამ ორი ნივთიერების, თუნდაც ზედა ან ქვედა ზღვრები ძალიან ხმაურიანი საყვირია,რომ იმუნური სისტემა ჩლუნგდება და მაღალი მიმღებლობაა ქრონიკული სისტემური დაავადებების. რა თქმა უნდა სხვებისაც, მაგრამ განსაკუთრებით ,ამ ორი ნივთიერების კონტროლით გავდივართ კიბოს და ადრე სიკვდილობის შესაჩერებელ გზებზე. ანალიზიც რომ არ იყოს, გამოცდილმა ექიმებმა იციან ,მათი გადახრები როგორ გამოიხატება გარეგნულად.ამ ორის თვისობრივ გამოვლინებებზე დაკვირვება, გვიჩვენებს სწორ გზებს,მძიმე დაავადებების და სიმსივნეების რომელ მარკერებზეა საჭირო დაკვირვება.ანუ კონკრეტულად რა ანალიზები უნდა აიღონ ადამიანებმა,რომ ზედმეტი ხარჯები არ გასწიონ. თუმცა, დღეს ორი, შედარებით მარტივი ანალიზის აღებაც ძვირია და ამ სიძვირის დარეგულირებაზე არავინ არ ფიქრობს. მშიერი ადამიანი, იმასაც ვერ იგებს, რამდენი აქვს ჰემოგლობინი. მცირე გამოკვლევებიც კი დიდი ფუფუნებაა და მხოლოდ მდიდრებს ძალუძთ.თუმცა ამ ძვირიანი კვლევების დეტალური შემფასებლები სამწუხაროდ, არც ისე ბევრი არიან. საბედნიეროდ, მაინც არიან და უდიდესი მადლობა და მოწიწება სჭირდება ასეთ ექიმებს.რადგან, თუ სპეციფიკური ვითარებაა, ერთი ანალიზის რეტროსპექტიულ განხილვას, შეიძლება, რამდენიმე უძილო ღამე დასჭირდეს.
როცა სისტემურ დაავადებებზეა საუბარი, რაც მასიურად მოედო ადამიანებს, სპეციფიკური ანალიზებია საჭირო. სახელმწიფო პროგრამის კვოტების ანალიზები არასაკმარისია მათ სამართავად.ამდენი ოფიციალური მილიონერი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რამდენიმე ანალიზით მაინც რომ გაიზარდოს ეს სტანდარტი არ დააზარალებს არავის და არც სახელმწიფოს.სიცოცხლეზე დიდი ღირებულება არაფერია.
დიდი ტექსტის დადების შეუძლებლობის გამო დოფამინზე არ ვისაუბრებ. მითუმეტეს , ის უამრავჯერ განვიხილე რეკომენდაციებში და დიდი რთული თემაა. დოფამინის მოკლე დახასიათება არ შეიძლება .ქართული მედიცინის წყაროებით ,ის მარტო მოტივაციის ამწევი ფენომენია. მაგრამ, რეალურად, ის სუპერგრანდიოზული პარამეტრია, რომელზეც გადის ყველა დაავადების სასიცოცხლო ხაზი. მასზე მეტად სასიცოცხლო ნივთიერება არ არსებობს. ის არის მეფე—- ჰიპოფიზის მთავარი ვეზირი,რომლის გარეშე არცერთი დიდი და საშუალო პრობლემა მედიცინაში ვერ გადაწყდება. მედიცინის ბევრ რგოლში მასზე ცნობადობა და გამოყენება არ არის .ამიტომაც არის თითქმის გამოუყენებელი. ფსიქიკური აგზნების კუპირების პროფილაქტიკისთვის ის მთავარ როლშია. ასევე ყველა ტიპის სიმსივნეში , დეპრესიებში, ჩიყვის და ფარისებრის ყველა პრობლემაში, სქესის შეცვლაში, ლიბიდოს დაკარგვაში და სხვა უამრავში. დაავადების დროს ადამიანებში მისი გამოყენება ინდივიდუალურია, მისი ძლიერი სენსიტიურობის , სხვადასხვა სპეციფიკური მახასიათებლების და სასიცოცხლოობის გამო. ამიტომაც, რთულია ყველასთვის მისი გამოყენება და ხან ექიმებიც კი გვერდს უვლიან უცოდინარობის გამო .მასზე დაკვირვება, მისი სწორი მართვა არის ყველა ძლიერი ექიმის ამოცანა და მიზანი მკურნალობის დროს. ყველა დაავადების დროს თუ დოფამინის მართვის ფონზე არ იქნება პროცესები წაყვანილი, ისინი უშედეგო ან დროებითი შედეგის იქნებიან. როგორც უკვე ვთქვი ,ის და ოქსიტოცინი ფარული ანთებების და იმუნიტეტის მარკერებია. თუ დოფამინი სრულად არა აქვს შესწავლილი ექიმს და გამოიყენებს, მან შეიძლება ადამიანი დააზიანოს კიდეც.რადგან , კონკრეტული ვითარების მიხედვით მას უამრავი ინტერპრეტაცია აქვს.
ოქსიტოცინი
ის ბევრს, მხოლოდ,მშობიარობის დროს საშვილოსნოს სუსტი ჭინთვების გამაძლიერებელი ჰგონია. ოქსიტოცინი ჰორმონია, ჰიპოთალამუსში იქმნება და ჰიპოფიზის უკანა წილიდან გამოიყოფა. ის ნეიროპეპტიდია. სისხლში მატულობს არა მარტო ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, არამედ, სექსუალური მოქმედების საპასუხოდაც. მისი ნორმა აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და დაქვეითებას ბევრი სასიცოცხლო პრობლემა აქვს.
ამიტომ არის, პროცენტულად მეტი სიმსივნეები იმ ქალებში,რომლებსაც სექსუალური ცხოვრება არა აქვთ. ანუ ოქსიტოცინის ნორმა არა აქვთ.
ქალს როცა სტაბილური სექსუალური ცხოვრება აქვს ოქსიტოცინის ნორმით ,მაშინ მას, თუ კიბო დაემართება, ეს იქნება ყველაზე დიდ პროცენტში —–ფარული ჩიყვისგან ან სისხლისმწოველი ასკარიდასგან.
ოქსიტოცინი როლშია დედის რძის წარმოქმნის დროს. ოქსიტოცინის გამოყოფის მექანიზმი მშობიარობის და სექსის დროს იდენტურია. მისი პირველი გამოსვლა, აჩქარებს მომდევნო პარტიების გამოყოფას. ანუ პრეცენდენტი უნდა მოხდეს, რომ ნორმამდე მოიმატოს ან შენარჩუნდეს. იგივე პრინციპით ხდება საშვილოსნოს შეკუმშვების დაჩქარება მშობიარობის დროს. ახალი მნიშვნელოვანი კვლევებით, ის გულის კარდიომიოციტების ძლიერი აღმდგენი და გადამრჩენია. შესაბამისად, ინფარქტების შემდეგ სრულ რეაბილიტაციას ხელს ძალიან უწყობს . დადასტურებულია, მის მიერ გულის უჯრედების აღდგენა და განახლება. ის უჯრედებს სხვა ქსოვილშიც აღადგენს. გულს კი მისი აკადემიური გამოყენება, თითქმის ,გადანერგილი ახალი გულივით ანახლებს. მას ინდივიდუალურად ვერ გამოიყენებს ადამიანი ექიმის გარეშე. ეს სასიკვდილო შეიძლება დარჩეს. ოქსიტოცინს მედიცინაში სიყვარულის ჰორმონი ქვია. კოცნა და ჩახუტება როგორც შეყვარებულების ისე მეგობრებ-ახლობლების ოქსიტოცინს ამრავლებს და ადამიანს აჯანმრთელებს.ასევე ,სასიყვარულო ურთიერთობებიც და ახლობელ—მეგობრებთან თბილი ურთიერთობებიც ოქსიტოცინს ამრავლებს და ადამიანს აჯანმრთელებს. მას ამატებს ასევე, ვარჯიში, მოძრაობა, სიარული,ბოსტნეული და ხილი. საშვილოსნოს სისხლდენების დროს, სისხლდენის შემაჩერებლების სიჭარბით კი არ უნდა დავთრომბოთ ადამიანი და დიდი პრობლემები დავუტოვოთ , ასევე გადახრილ ოქსიტოცინს უნდა მივხედოთ, რომელიც სისხლდენის მთავარი მიზეზია.
დაბერების თეორიებში წინ წამოწეულია მარტოობის სინდრომი, როგორც მკვეთრად უარყოფითი ფენომენი. ამაზე ადრეც ბევრი ვისაუბრე ტვინის გაჯანმრთელების განხილვის დროს .ადამიანი უნდა იყოს კონტაქტური და კეთილი. შურზე, ფსიქოლოგიის კუთხით ბევრი ჩემეული განმარტება შემიძლია ვთქვა. მაგრამ, ახლა მხოლოდ მედიცინის მხრივ შევხედოთ.შური არის ბევრი ნივთიერების ,განსაკუთრებით—- ადრენალინის, დოფამინის, სეროტონინის და ეპინეფრინის ცვლების დაზიანება.საერთოდ,ამ ოთხი ნივთიერების თანდათან ცდომასთან აუცილებლად ასოცირდება ბევრი ცუდი დაავადება ———-უძილობა, მძიმე დიაბეტი, ფსიქოზი, შიზოფრენია, კიბოები, დეპრესია, ჰორმონული მოშლა, ალერგიები, ეგზემა, ფსორიაზი,ქრ აკნე, ღვიძლის დაზიანება,ორგანული შეტევები და სხვები.შური უნდა დათრგუნოს ადამიანმა ——ზნეობრივი ფიქრებით ,ინტელეტუალური განვითარებით,ბავშვობის ხელმოკლეობის და შიშის კომპლექსების გაწოვით.
უძილობისთვის, დამამშვიდებელი წამლები , მითუმეტეს ანტიდეპრესანტები,თანამედროვე მედიცინაში დღეს უკიდურეს ჩამორჩენილობად და დამზიანებლად ითვლება.უძილობას უკვალოდ ვერ მოარჩენ, თუ ეპინეფრინის ბოლომდე დარღვეული ცვლა არ გამოასწორე.რადგან ,უძილობა სიგნალია ორგანული დაზიანებების.
ამერიკელი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევებით დადგინდა—— კონტაქტური, ქველმოქმედი , კეთილი, უბოღმო,მხიარული ადამიანები ძნელად ბერდებიან .ქველმოქმედება არ არის მხოლოდ დიდი ფული. კარგ სადილს რომ მიუჯდება ადამიანი, უნდა დაფიქრდეს———- უბანში ვინმე მარტოხელა ან უპოვარი ან მშიერი ხომ არ არის.რომლისთვისაც რამდენიმე ლუკმის განაწილება, რომელიც შეიძლება ისედაც მორჩეს და ნაგავში გადააგდოს—————–ყველაზე ძლიერი მარხვა, ლოცვა , მორწმუნეობა და ადამიანობაა. ღმერთმა ადამიანები ერთმანეთის დასახმარებლად შექმნა. სამყარო უსაოცრეს მკაცრ ბალანსს ექვემდებარება.წაართმევს? მოპარავს? გულს ატკენს? დასცინებს?ცილს დასწამებს?თავად ათმაგად ცუდად ზღავს. არა მარტო ეს ადამიანი, არამედ შთამომავლებიც. სიკეთეს იზამს?——-მიმღები თუ უმადურია, რისთვისაც აუცილებლად დაისჯება ბუნებისგან, გამცემს საპასუხო ბედნიერება სხვა მხრიდან უბრუნდება.
რთული ტექსტით რომ არ გადაგღალოთ, გერიატრიაში ამერიკული ხანგრძლივი კვლევების დასკვნას ჩემი სიტყვებით მარტივად გეტყვით———-ადამიანი ძნელად ბერდება, ასაკშიც ბრწყინავს,დიდხანს ცოცხლობს და ტვინი კოგნიტურად სულ იფურჩქნება, თუ სხვა ადამიანებს ეხმარება და გულში ბოღმებს არ იტოვებს. ბოღმით იზოლირებულებს სამყარო გამართლებებს არ ჩუქნის. ამერიკელი და ევროპელი მეცნიერების რამდენიმე ინსტიტუტის კვლევების დასკვნებით——-ნაცნობებს და გარშემომყოფებს რაც უფრო ეხმარები, შენი ტვინი მით უფრო აჩერებს დაბერებას. რადგან , დადგენილია, რომ სიკეთის გაცემის დროს————- სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ნივთიერებები ჭარბად გამოიყოფა. სიკეთის გაცემაა, ადამიანზე კარგი სიტყვის თქმაც. დღეს მსოფლიო გერიატრიულ მედიცინაში ანუ სიბერის გაჩერებაში და სიცოცხლის გახანგრძლივებაში ———დახმარების და მადლიერების თეორია, ასევე ღირსეული ადამიანობა, მიმტევებლობა უპირველეს ადგილს იკავებს.
ჰიპერლონგუმინი 5,6 დიჰიდროპირიდინ 2
ანუ ჰიპლარტინი——–ფლავონოიდია, პოლიფენოლი და ალკალოდია. ბოლო წლებში ევრო-ამერიკული მედიცინის ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრშია.მაღალი დონის მედიცინა მასზე მყარადაა შეჩერებული.ქრონიკული და რთული დაავადების დროს, თითქმის, არ ვნიშნავ წამალს ,რომელშიც ის არ იყოს. მას ძალიან ბევრი სასწაულმოქმედი ფუნქციები აქვს. რას აკეთებს ჰიპერლონგუმინი?————————1–კიბოსთან უდიდესი მებრძოლია. იწვევს ზოგადად, ორგანიზმში და ასევე , რაც მთავარია—-კიბოს უჯრედებში აპოპტოზს ანუ დაზიანებული და მკვდარი უჯრედების გამოძევებას.აპოპტოზის დროს არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს. განსაკუთრებით ეფექტს ახდენს—–მკერდის კიბოს, პროსტატის სიმსივნის, მიელომის,ფილტვის, პანკრეასის, თირკმლის და სხვა სიმსივნების დროს. აუტოფაგია— აპოპტოზზე ხშირად ვსაუბრობ და სტატიაც მქონდა. აპოპტოზი, გარდა მკვდარი და სიმსივნური უჯრედების მოცილებისა ,არის რეგენერაცია—–აღდგენა,სიცოცხლის რეალური გახანგრძლივება,უჯრედების გენერალური დეტოქსიკაცია- ტოქსინებისგან .რაღაც დონეზე აპოპტოზი, ყველაში რომ არ ხდებოდეს,ადამიანი ძალიან მალე მოკვდებოდა.რაც უფრო ნორმაშია ეს ნივთიერება და სხვა—– სიცოცხლის გამახანგრძლივებლები, მით უფრო სტაბილურია აპოპტოზი და შესაბამისად, სიცოცხლეც მეტად ხანგრძლივია.2-აჩერებს ნეირონების და ტვინის უჯრედების დაზიანებას.3-ბლოკავს სისხლძარღვების ათეროსკლეროზს ,რომლის გართულებაა ინსულტი, ინფარქტი, ანევრიზმა და უამრავი დაავადება.ახდენს არტერია –სისხლძარღვების გაწმენდას და მათგან ამილოიდური ნადების მოცილებას , რომელი ნადებიც, თრომბით სიკვდილის და სკლეროზ—-ალცჰაიმერის დამართების მთავარი პირობაა.სისხლძარღვების ძლიერი დამცველია.4—-ააქტიურებს აემპაკეს—სიცოცხლის ფერმენტს ,რომელიც წინა ნაწილში განვიხილე დაბერების შეჩერების თემაში. რითაც ახდენს უჯრედების მეტ კვებას,ბუნებრივი პროცესების აღდგენას და სიცოცხლის გახანგრძლივებას. 5–აჩერებს ანთებების გამომწვევ —-ჭარბი ციტოკინების, ინტერლეიკინების, ჰისტამინის,სეროტონინის და მსგავსების გამრავლებას.მწვავე და ქრონიკული ანთებების სასიგნალო გზებს აფერეხებს და ასწორებს ნორმისკენ. ქრონიკულ ანთებებს მართავს ციტოკინების და ინტერლეიკინების და სხვების დაქვეითებით. 6– მტკიცედ იცავს——ჰიპოფიზს, ეპიფიზს, ჰიპოთალამუსს,ტვინის გლიას, მიტოქონდრიებს. ამის შედეგად ,ნეირონებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. 7-აუმჯობესებს BBB ის ანუ ჰემატოენცეფალური ბარიერის მთავარი დამცველი ფარია. თუ ჰიპერლონგუმინი ნორმაშია ,მაშინ ის არ უშვებს მიკრობებს ,ტოქსინებს და ვირუსებს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ეს ნიშნავს ვირუსების, მენინგიტის, ენცეფალიტის და ბევრი ნევროლოგიური დაავადების აცილებას. ვირუსების,მენინგიტის და ენცეფალიტის, ხშირად არამიზნობრივი, არასრულფასოვანი მკურნალობის შემდეგ რჩება დამბლები, რადგან 5,6 დიჰიდროპირიდინ 2 ანუ ჰიპერლონგუმინი ორგანიზმში , ამ დროს თითქმის, გამქრალია და მისი რეგულირება არ მომხდარა. 8—– მეხსიერების, შემეცნების , ინტელექტის დაცვის და გაძლიერების გარანტია.9-იმუნიტეტს ამაგრებს და ამატებს. 10-კიბოს უჯრედების ზრდას აჩერებს. 11-კანის დაავადებების მფარველია.12—აცოცხლებს და აძლიერებს ნადპლიუსს ,რაც ამ თემის წინა ნაწილში განვიხილე და სულ ვიხილავ რეკომენდაციებში.ასევე აცოცხლებს და აძლიერებს ნადპლიუსზე ქვემდებარე სირტუინ 1 ს ანუ ახალგაზრდობის გენს. ეს ეხმარება ცილების ცვლის წესრიგს და არტერიებში ხელს უშლის კალციფიკატების შექმნას, რომლებიც გადასასროლი სწრაფადმკვლელი თრომბების რეალური კერაა . 13-ერთ სტატიაში ავხსენი ალოპურინოლი როცა შარდმჟავას შედეგს აჩვენებს, თუ რამდენ პროცესს აზიანებს ის ამის პარალელურად დეენემში. ჰიპერლონგუმინი,სხვებთან კომბინაციაში თანდათან აწესრიგებს შარდმჟავას ,დეენემში პოდაგრის მიზეზების რეგულირებით. 14- ეხმარება ატროფიულ ზურგის ტვინს და დამბლებს.15-დიდ დახმარებას უწევს ქრონული ორგანულ ანთებებს .მათ შორის ——ღვიძლის ჰეპატიტებს. 16—ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს და ანტიოქსიდანტების შემოდინებას ხელს უწყობს, რის გამოც აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას.17-ბლოკავს იმ ავ ფერმენტებს, რომლებიც ფლეთენ კოლაგენს და ელასტინს და იწვევენ ფილტვების ,ღვიძლის, პანკრეასის და სხვა ორგანოების ფიბროზებს . 18 -სხვა სპეციფიკურ ნივთიერებებთან ერთად,მთავარი სტაბილიზატორი ,შემჩერებელი და განმკურნებელია ——-ქრ აკნეს, ეგზემის ,ფსორიაზის, ალერგიების,ატოპური დერმატიტის, კანის სიწითლის,ნებისმიერი ტიპის სხვა დერმატიტის და სხვა. 19-სიმსივნურ პროცესებს აბრუნებს ჯანმრთელობისკენ . სხვა ნივთიერებებთან ერთად,ბლოკავს სიმსივნეს და მკვლელი ვირუსების მიერ გამრავლებულ——– ინტერლეიკინებს, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას და CoX 2 ს ,რომლებიც აყალიბებენ მოურჩენელ დაავადებებს და კიბოებს . 20-ჰორმონალურ დაავადებებს ეხმარება , აჩერებს სასქესო ორგანოების დისპლაზიას და გაქრობას. სხვა მედიკამენტებთან ტანდემში——-ბლოკავს, აქრობს და კურნავს—— გენიტალურ მეჭეჭს,ენდომეტრიოზს, მიომებს ,ფიბრომებს და სხვა.21-აჩერებს ალცჰაიმერს და პარკისონს, სხვა მედიკამენტებთან ერთობლივად.22–ჰეპატიტების და საერთოდ, ღვიძლის დაავადებების შემჩერებელია კომლექსური მკურნალობით სხვასთან ერთად.23–როგორც უკვე ვთქვი—–ბლოკავს ა ამილოიდს, რომელიც იწვევს უეცარ სიკვდილებს, სასიკვდილო თრომბებს და დაავადებებს—- ალცჰაიმერს,ართრიტებს,სკლეროზებს, დემენციას,კისტურ ფიბროზს. 24-აუმჯობესებს აუტიზმს , ასევე, ბავშვთა ქცევის სიზუსტეს და უნარებს სხვა მედიკამენტებთან კომპლექსში .აძლიერებს შემეცნებას, ინტელექტს, ანალიტიკურ უნარებს, რადგან ჰიპოკამპში ნეირონებს იცავს.25—-აცოცხლებს დიაბეტიანს. 26-იცავს მიტოქონდრიებს დაბერებისგან, აჩერებს დაბერებას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.27-მკვეთრად იცავს ძუძუს და ნაწლავის, ასევე მამაკაცური სასქესო ორგანოების კიბოსგან.28—აწესრიგებს ინსულინრეზისტენტობას სხვა მედიკამენტებთან კომპლექსში.29-ეხმარება ქრონიკულ ხველას, თანდათან კურნავს ასთმას, ალერგიებს,სხვა მედიკამენტებთან კომპლექსში. 30– აძლიერებს ქოლესტერინის და ღვიძლის განკურნების სწორ და შედეგიან პროცესს, სხვა მედიკამენტებთან კომპლექსში. 31-ასტიმულირებს იმუნიტეტის აქტივატორებს.
რაშია ჰიპერლონგუმინი, რომ დაეხმაროთ ორგანიზმს, სანამ საუკეთესო ექიმებს დაუკავშირდებოდეთ :არაქისის ნაჭუჭისგან მზადდება მისი წამლები.ასევე ის არის ამ პროდუქტებში—-ნიახური,თიამი, გვირილის ჩაი, სტაფილო, გრძელი წიწაკის ფესვი,ზეითუნის ზეთი, პიტნა, როზმარინი, ორეგანო ანუ თავშავა, არტიშოკი; რამდენიმე წელი მაცივარში განაყინავი ახალმოკრეფილი ლიმონი;სალბი, რადიკიო ,მწვანე ფერის ბოსტნეული,ჭაობის მდგოვი, ცხრატყავა;ქრიზანთემა,რომელსაც მედიცინა იყენებს და ადამიანი კუსტარულად ვერ გამოიყენებს ტოქსიკურიბის გამო. რადიკიო ბოსტნეულია. დღემდე წითელ ბულგარულს მდიდრები და შეძლებულები მეტად ყიდულობდნენ ,ხოლო მწვანეს ,რომელიც უფრო უგემური და შედარებით იაფია—-ნაკლებად შემძლეები. დღეს ეს წარმოდგენა შეიცვლება. მწვანე ბულგარული სპეციფიკური სუნის და უფრო ნაკლებად გემრიელი სწორედ ჰიპერლონგუმინის სასიცოცხლო შემადგენლობის გამოა. რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებას ხელს უწყობს. ყველაზე ხშირად , ამერიკულ მედიკამენტებში, რომლებიც ჰიპერლონგუმინის აქტივაციას ახდენენ——ფარმაციულად დამუშავებული—–გრძელი წიწაკის ფესვია.
არ მოიპოვოთ თავად, მინდვრის მცენარეები, თუ 100 პროცენტით დარწმუნებული არ ხართ მათზე ცოდნაში .ისევ გაგახსენებთ, მეცნიერების განხრა მცენარეებზე ანუ ფიტოთერაპია, მედიცინის დარგია . მცენარეების მოპოვება, მხოლოდ ფარმაკოლოგიის კომპეტენციაა. ბევრი გვინახია ექიმებს დაზიანებული ადამიანები—– მცენარეთა მოპოვების ან გამოყენების , სწორი წესების უცოდინარობის გამო. მაგალითად, რამდენიმე წვეთით მეტი ქრისტესისხლასგან ბევრი სისხლდენა და სიკვდილობაც ყოფილა.
ამ ეპოქაში სოკოებმაც მუტაცია განიცადეს და შხამა სოკოს ადრინდელი წინწკლებიანი ვიზუალი ხშირად არა აქვს.გარდა ამისა, ტყეში, მდელოზე გარეული ცხოველი ან საქონელი დადის. ისინი შარდავენ.დადგენილია, გარეული ცხოველების დიდი პროცენტი ცოფის ვირუსის მტარებელია. ფარმაკოლოგიური წესით ყველა მცენარე სხვადასხვა დროს იკრიფება და შენახვის ხერხებიც ინდივიდუალურია. დღეს ყველა აფთიაქში არის ფარმაციის წესების დაცვით მოკრეფილი და სტერილურად შენახული ნებისმიერი მცენარის ფესვები ან ფოთლები. ისინი ამ ფორმით ძვირი არ არის . ამიტომ ტყეში შეგროვება, სასიცოცხლო რისკზე წასვლაა. შეგახსენებთ, რაც უფრო დამზიანებელი და მკვლელია მიკრობი, ის მეტადაა თვალით უხილავი.
თიამი ეს არის მინდვრის ქონდარი. ანუ აივანზე რომ დათესოთ, ეს არ იქნება თიამის კლასიკური სასიცოცხლო შემადგენლობა. მხოლოდ ,მინდორში თავისით ამოსულშია მეტი ჰიპერლონგუმინი.მაგრამ, ნებისმიერი ქონდარი , მაინც არის, ბევრი მძიმე დაავადების უნიკალური დამხმარე საშუალება. რეკომენდაციებში ორჯერ დავწერე , რომ დიაბეტიანების საკვების მომზადების დროს ,უნდა დაემატოს ძალიან მცირე რაოდენობით, როგორც იტყვიან—– დანის წვერზე თიამი ანუ ქონდარი. რადგან ,ჰიპერლონგუმინის ნორმაში ყოფნა, დიაბეტიანის დიდხანს სიცოცხლეს ხელს უწყობს და გართულებებს არიდებს.ეს ხანდახან და არა ხშირად,არადიაბეტიანებმაც უნდა გააკეთონ. რადგან, მეტაბოლიზმის მოშლა ამ საუკუნის ყველაზე ცბიერი და სიცოცხლის შემამცირებელი პათოლოგიაა.
გაგრძელება დაბერების შემჩერებელ და სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ნივთიერებეზე იქნება მომდევნო ნაწილებში.








