“აი, რას გეტყვით დიდი რუსული ლიტერატურის პასუხად – აღარ არსებობს რუსული კულტურა, თეატრი და ბალეტი.. არსებობს გარეწრების, ლოთების და მკვლელების ქვეყანა” – უკრაინელი ქალის ემოციური მიმართვა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
უკრაინაში რუსეთის შეჭრის 39-ე დღეს რუსული სისასტიკის ნიშნული ახალ საფეხურზე ავიდა. ქალაქ ბუჩადან გავრცელებულმა კადრებმა საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.
კადრები, სადაც ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები, უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა.
ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას
ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო.
შემზარავი კადრების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ოლენა ფშენიჩნას ემოციური მიმართვა, სადაც ის რუსულ კულტურაზე, ლიტერატურაზე, კინოზე, ბალეტსა და თეატრზე წერს და აღნიშნავს, რომ დღეს არც ერთი მათგანი აღარ არსებობს. მისივე თქმით, არსებობს მხოლოდ მოძალადეების და მკვლელების ქვეყანა, რომელთა ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ არის.
“რამდენჯერაც დიდ რუსულ ბალეტზე ისაუბრებთ, იმდენჯერ მოგიყვებით ახალგაზრდა მასწავლებლის ისტორიას, რომელიც მშობლების თვალწინ არაერთხელ გააუპატიურეს და შემდეგ რუსმა არაადამიანებმა მოიტაცეს. დაახლოებით ათობით ან შესაძლოა ასობით გაუპატიურებული უკრაინელი ქალის ისტორიას.. ხშირად ბავშვების თვალწინ. დაახლოებით 15-16 წლის გოგონების ისტორიას ბოროდინკიდან, რომლებიც განიცდიდნენ საშინელ ძალადობას. ხუთი გაუპატიურებული მოკლული და გზაზე დატოვებული ახალგაზრდა გოგონას ცხედრის შესახებ. აი, რას გეტყვით დიდი რუსული ბალეტის საპასუხოდ.
რამდენჯერაც დიდ რუს კომპოზიტორებზე მომიყვებით, იმდენჯერ მოგიყვებით ამბავს გოგონას შესახებ, რომლის თვალწინაც მარიუპოლის სარდაფში დედა ერთ დღეს დაიღუპა. შემდეგ კი გარდაცვლილი დედის გვამთან, ბავშვები იძულებულნი გახდნენ სარდაფში გაეგრძელებინათ დამალვა ჭურვებისაგან. ბიჭზე, რომლის თვალწინაც რუსმა ჯარისკაცებმა მამას ესროლეს. შემდეგ კი შვილის მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ის გადარჩა. გოგოზე, რომელსაც პირდაპირ სახეში ესროლეს.
ბავშვზე, რომელიც ბებიასთან ერთად ნავით გაიქცა. ბებო დაიხრჩო, ბიჭუნა კი თითქმის ერთი თვეა ეძებდა. აი, რას გეტყვით პასუხად დიდ რუს კომპოზიტორებზე.
რამდენჯერაც დიდ რუს მხატვარზე მეტყვით, იმდენჯერ მოგიყვებით მაკაროვსკის რაიონში მშვიდობიანი უკრაინელების ზურგში გადაღებულ კადრებზე, რომელთაც სროლის წინ ორკებმა ხელები შეუკრეს. ასობით გვამზე ბუჩის, ირპენის, გოსტომელის ქუჩებში.
საძმო საფლავების შესახებ საცხოვრებელი კვარტლების ეზოებში. მშვიდობიანი მოსახლეობის ძმური საფლავების შესახებ მყუდრო და უსაფრთხო ქალაქებში. ძმათა საფლავების შესახებ 21 საუკუნეში.
აი, რას გეტყვით დიდი რუსი მხატვრების საპასუხოდ.
რამდენჯერაც დიდ რუსულ თეატრზე მომიყვებით, იმდენჯერ მოგიყვებით ბროვარის რაიონიდან ჩამოსული ქალის ისტორიას, რომლის სახლიდანაც რუსმა ლოთებმა მეტლახის ფილა ამოიღეს. უკრაინულ სახლებში მოპარული ტელეფონების, ტაბლეტების, ტელევიზორების, სარეცხი მანქანების, ხალიჩების, სამკაულების, ლიქიორის ბოთლების, ტაფების, ტანსაცმლის, სათამაშოების, ფეხსაცმლის შესახებ. იმის შესახებ, თუ როგორ ვაჭრობდნენ მოპარული საქონლით ბელარუსის ბაზარებში. აი, რას გეტყვით დიდი რუსული თეატრის პასუხად.
რამდენჯერაც დიად რუსულ კინოზე მეტყვით, იმდენჯერ მოგიყვებით კიევის რეგიონში სასტიკად დახვრეტილ ცხენებზე. იასნოგოროდკის ზოოპარკის მშიერ-მწყურვალი ცხოველების შესახებ. აფეთქების შემდეგ ირმის დამწვარი კანის შესახებ. და მაქსიმალური ველურობის შესახებ. რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი და შეჭმული ძაღლების შესახებ. აი, რას გეტყვით დიდი რუსული კინოს პასუხად.
რამდენჯერაც დიდ რუსულ ლიტერატურაზე მომიყვებით, იმდენჯერ მოგიყვებით რუსი ჯარისკაცების საუბრების შესახებ დედებთან და ცოლებთან. საუბრები, რომელშიც არაფერია გარდა * * -ზე. საუბრები, რომლებშიც ცოლები უბრძანებენ უკრაინულ სახლებში შეპარვას..
აი, რას გეტყვით დიდი რუსული ლიტერატურის პასუხად.
აღარ არსებობს დიდი რუსული კულტურა, ლიტერატურა, კინო, მხატვრობა, თეატრი და ბალეტი. გარეწრების, ლოთების, მოძალადეების და მკვლელების ქვეყანა არსებობს. ველურები, რომელთა ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ არის!”