ყირიმ- კონგოს ცხელება
Febris haemorrhagica crimea kongo
ყველანაირი ინფექცია, გადატანილი და აცილებული იქნება, თუ ადამიანი, პროფილაქტიკურ წესებს მიმართავს. ადამიანები ფრთხილად, უნდა იყვნენ . ჰიბრიდული ომიდან და ფაროსანადან გამომდინარე, სიფრთხილე საჭიროა, ყველა ინფექციის ასაცილებლად. თუკი რამ გამოჩნდება. ამისათვის, უნდა მუშაობდეს, ჯანდაცვის ძლიერი რგოლები. პროფილაქტიკური მედიცინა, როცა კარგად მუშაობს, ყველა რგოლში, მაშინ ხალხი დაცულია. ექიმობა, მარტო წამლის გამოწერა , არ არის. ის უდიდესი პასუხისმგებლობაა. თავის მოქმედების არეალში, ექიმმა, პაციენტი, უნდა დაიცვას. პროფილაქტიკური, გამაფრთხილებელი საუბრით , მაინც. გუშინ , რაც, დაავადებათა კონტროლის , ცენტრიდან გაჟღერდა, ჩვენს ქვეყანაში ანუ ყირიმ- კონგოს ცხელების შესახებ, სხვა ქვეყანაში, ამაზე მე, ადრე ვწერდი გაზეთებში. რადგან ადრეც, წინა წლებში, ისევ იყო, ჯანდაცვის სფეროში, ლაპარაკი და საშიშროების მოლოდინი. საშიში არაფერია. თუ გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე. ვერ ვნახე, შარშანდელი ტექსტი. დღეს ბევრი მთხოვს, დაწერე ყირიმ-კონგოზეო. ყირიმ – კონგოს გამომწვევია–ვირუსი- haemorrhagogenes tshumakovi. ეს ვირუსი, იმდენად პატარაა, რომ ნებისმიერ ფილტრში ძვრება. როცა, ამ დაავადებით , დაავადებულ ავადმყოფს, სიცხე აქვს, მაშინ არის , ეს ვირუსი, ამ ადამიანის სისხლში. ეს ვირუსი, არის აგრეთვე–ზოგი სახის ტკიპაში. ინფექცია გადადის-მღრღნელებიდან, ავადმყოფი ადამიანისგან და ტკიპიდან. ადამიანებისთვის, ძირითადი გადამტანი, ამ ინფექციის, არის -ტკიპი. ეს ტკიპი, ამ ვირუსის, ხანგრძლივი საწყობია, ბუნებაში. მსოფლიოში, ყოფილა, ადრე ამ ვირუსის , კეროვნი და ენდემიური გავრცელებაც. ტკიპი, დღესაც, თითქმის, ერთადერთ გადამტანად ითვლება. ადამიანის სისხლიდან , სამედიცინო პესონალზე, ყოფილა ადრე, ძალიან იშვიათი შემთხვევები. თუ ეს დაავადება ჩნდება. ნებისმიერ ქვეყანაში, მხოლოდ, გაზაფხულზე და ზაფხულში დაფიქსირებულა. ტკიპი უკბენს ადამიანს. ვირუსი შედის, ადამიანის, სისხლის სისტემაში. სანამ ავადმყოფს, სიცხე აქვს, მანამ ეს ვირუსი, მრავლდება შეუჩერებლად. ვირუსი გამოყოფს, თავის დამახასიათებელ შხამს-ტოქსინს. ეს ,ყველაზე მეტად აზიანებს, ნერვულ სისტემას, მის ვეგეტატიკას , არტერიების , ვენების და კაპილარების კედლებს. სისხლი ძალიან თხელდება. სისხლის შედედების, უნარი ქვეითდება. უფრო მეტად, გამოხატულია, ჰემორაგიული სინდრომი. რაც სისხლის , დაზიანებაზე მიგვანიშნებს. ადამიანები , ხან სახლში, ექიმის გარეშე, ირჩენენ, თავიანთი ფორმულირებით-გაციებას ან გრიპს. ეს არ შეიძლება. სიცხე რომ, 3 დღეს გადასცილდება, ადამიანს ექიმი ესაჭიროება. შეიძლება რაღაც, მძიმე ინფექციაც, გადალახოს ადამიანმა, სახლის პირობებში. მაგრამ, ის ვერ გადალახავს, მის მომდევნო გართულებებს. რომლებიც, შეიძლება , წლების შემდეგ დაიწყოს. ტემპერატურას, დიდი რეაქცია სჭირდება. სიცხე რომ გაქვს, ესე იგი, სისხლში გყავს ან ვირუსი ან ბაქტერია, ან სოკო და სხვები. ტემპერატურას, დიდი სიფრთხილით, უნდა შევხედოთ. გამოცდილი ექიმის გარეშე, სახლის პირობებში, ნუ ჩავთვლით, რომ ის, მხოლოდ, გაციებაა. მწვავე რესპირციული დაავადება ანუ გაციება, კლინიკურად ეტევა, მხოლოდ, 4 დღეში. თუ მეხუთე , დღიდან სიცხეა. ის ან ამ გაციების გართულებაა ან სხვა უფრო, ძლიერი დაავადებაა. ყირიმ-კონგოს, ცხელების დროს, შემდეგი პერიოდის გართულებებია-სისხლჩაქცევები, შინაგან ორგანოებში, სისხლის დენა , კუჭიდან და ნაწლავებიდან, კანზე ჰემორაგიული სისხლჩაქცევები და ფილტვების ანთება. აქვე, როგორც ყოველთვის, შეგახსენებთ, დაუწერელ მაგრამ, რეალური პრაქტიკიდან დამტკიცებულ, უზადო ჭეშმარიტებას. ამას დავამტკიცებ, ნებისმიერ დონეზე. მითქვამს ეს მე, ძალიან კომპეტენტური უცხოელებისთვის და ძალიან დაინტერესებულან, ამ შეხედულებით– ფილტვის ანთება, არ დაემართება ადამიანს, არც ერთ ვარიანტში, მიუხედავად შეჭრილი, ფილტვების ანთების, დამახასიათებელი გამომწვევისა, დამახასიათებელი აგენტისა, თუ ამ კონკრეტულ ადამიანს, ორგანიზმში , რამე პრობლემა არა აქვს. ეს იქნება, ჩვილი ბავშვი, თუ ხანდაზმული. ეს საკითხი, განყენებული ჰიპითეზაა და პირდაპირ, არ უკავშირდება, ყირიმ -კონგოს ცხელებას. თუმცა, ეს დაავადებაც, არ მიდის , ფილტვების ანთების გარეშე. ჩვენ, უამრავ გამომწვევებთან , გვაქვს ,ცხოვრებაში კონტაქტი. ჰერში მუდმივად ფრინავს , მაგალითად, აეროვანი განგრენის და ტეტანუსის ჩხირები. მაგრამ, ამ მომენტში, არ გვემართება. ადამიანს არაფერი, არ დაემართება, თუ მისი ფსიქიკა, ანატომია და ფიზიოლოგია მწყობრშია. ფილტვების ანთება , ძალიან დიდი თემაა. ადამიანებმა, თავი რომ გაიფრთხლონ და სიცოცხლე, არ შეიმოკლონ, ამას ყველა, შესაძლებლობაზე ვწერ. ყველაგან ვიმეორებ. რომ ადამიანების , სიცოცხლე დავიცვა. რაც გულით, მინდა ძალიან. ადამიანები, 95 პროგენტში , კვდებიან ფილტვების ანთებით. სიკვდილის უშუალო მიზეზი, ფილტვების ანთებაა. კიბოთი დაავადებულიც არ მოკვდება, იმ დღეს და ვთქვათ, იცოცხლებდა , კიდევ 7 თვეს, ფილტვების ანთება , რომ არ დართოდა. რა თქმა უნდა , ეს მიზეზია. სიკვდილის უშუალო ფაქტორი კი ჰემორაგიაა, თრომბთან ასოცირებული. ეს არის , სამწუხარო რეალობა, რომ, ატიპური ფილტვების ანთების, დაფიქსირება, ყველა ექიმს, ვერ ხელეწიფება. ამ დროს, დიდი ცოდნაა საჭირო და კომპოზიტორის ყური. რაც ბუნებისგან, ვერ მიეცემა ყველას. მით უმეტეს, ამ დროს, არც სიცხეა და არც ხველა, ძალიან ბევრ შემთხვევაში. ამიტომ ვამბობ, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ყველ ა რაიონში, ფილტვების, რეალური, გამართული ცენტრები, უნდა შეიქმნას. გავაგრძელოთ, ყირიმ კონგოს, ცხელებაზე საუბარი. ამ დაავადების დროს, ორგანიზმი გამოიმუშავებს, ამ ვირუსის, საწინააღმდეგო ანტისხეულებს. მომავალი, შესაძლო დამართების, ასაცილებლად. ამ დაავადების, ინკუბაციური პერიოდი, ერთ კვირაში ეტევა. დაავადება თავისი დასაწყისით, ძალიან ჰგავს გრიპს. ამიტომ გაფრთხილებთ. იწყება, უეცარი, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება, სახე და კისერი შეწითლებულია, ხახა წითელია. თუმცა , ძალიან გამოცდილმა ექიმმა, ხახის დათვალიერების დროს, შეიძლება, ძალიან ბევრი, დაავადება დაადიფერენციროს ერთმანეთისგან. გამოუცდელმა კი, შეიძლება, დიფთერიაც ვერ დაინახოს. როცა დიფთერია, სჭირს ადამიანს და ეს ხახაზე, კლასიკურად ახატია. ყირიმ- კონგოს ცხელების, მეორე ეტაპზე, რომელიც 5 , დღის შემდეგ იწყება, ტემპერეტურა, ნელ-ნელა იკლებს და 2 კვირაში ნორმალიზდება. ჰემორაგიული სინდრომი, დაავადების დაწყების, დაახლოებით, მეთორმეტე დღიდან გამოვლინდება. იგი გამოხატულია, ხან მარტო, როზეოლური ტიპის გამონაყარით. ხოლო, უფრო მძიმე, შემთხვევაშიკი, ბრტყელი სისხლჩაქცევებით. არის ცხვირიდან სისხლდენა, ასევე ნაწლავებიდან. თუ დაავადება, მსუბუქად მიდის, შეიძლება, სისხლდენა შესამჩნევი, არც იყოს. პულსი შენელებულია, გულის საზღვრები, პერკუსიული გასინჯვით—-გადიდებულია, გულის ტონები , მოსმენით მოყრუებულია, ხშირად შუილი, ისმის გულის და წნევა დაბალია. ავადმყოფმაც უნდა იცოდეს, ყველა სიცხე, გრიპი რომ, არ არის და ექიმმაც. სამწუხაროდ, შევარდნაძის პერიოდში, ყველა ტექნიკუმის შენობაზე , ბევრ ქალაქში, სამედიცინო ინსტიტუტი ეწერა. ჩახედეთ ექიმის დიპლომს და მის გამოცდილებას. სამწუხაროდ, დიპლომში, ხშირად წერია–ჰიგიენისტ-სანიტარი და ასეთი პერსონები თერაპევტები და პედიატრები არიან. ასევე წერია, შევარდნაძის დროინდელი, ეკოლოგიური სამედიცინო. ეს ადამიანები კი, თერაპევტებად მოღვაწეობენ. როცა ბენზინგასამართ სადგურსა და ასეთ მიდამოებში, უნდა მოღვაწეობდბენ. ადრე მთავარ ექიმს, მისცემდა ფულს ადამიანი და თუ სანიტარულ დამთავრებული იყო, თერაპევტი ან პედიატრი ხდებოდა. ეს ხალხი , სამწუხაროდ, ბევრი მოღვაწეობს დღეს. არავის ინტერესი, არ მაქვს. მე მაქვს ინტერესი, ადამიანების დიდხანს სიცოცხლის. ადამიანებს, პროფესიული ექიმები, უნდა მკურნალობდნენ, შესაბამისი კვალიფიკაციით. სხვათა შორის , ბევრი ექიმი, ვიცი უსამსახუროდ. როცა, ჰიგიენურ დამთავრებულები, 3 ან 4 ადგილზე მუშაობენ პედიატრებად ან თერაპევტებად. თუ გრიპის დროს, პირველად ნახულობ პაციენტს, რომელსაც არ იცნობდი, ნახავ შენელებულ პულსს ან გადიდებულ, გულის საზღვრებს- პერკუსიით ან მოყრუებულ გულის ტონებს ან შუილს, ექიმმა უნდა იკითხოს, ამ ჩივილების და ორგანოების არეალში, თუ აქვს რამე , დაავადება გადატანილი. თუ არაფერი, აქვს გადატანილი და არ აწუხებდა, უნდა მიხვდე, რომ მარტო გრიპთან, არ გაქვს საქმე. თუმცა გამოცდილმა ექიმაა, კლასიკურად იცის , იზოლირებული გრიპის გამოცნობა. ყირიმ -კონგოს ცხელების დროს, საჭმლის მომნელებელი, სისტემის მხრის, ხან, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში, არის ფაღარათი და ღებინება. ღვიძლი და ელენთაც, ხან გადიდებულია და ხან არა. ამიტომ, ამ სიმპტომებს , ვერ დავეყრდნობით. ნერვული სისტემიდან , არის ბოდვები, ძალიან გართულებულ შემთხვევაში. ამ დაავადების დროს, რეფლექსები არის დამახასიათებელი. რეფლექსური შემოწმების გარეშე, ჯერ პაციენტი, არ გამისინჯია. ფიზიოლოგია , არის გასაღები, ყველა დაავადების გამოცნობაში. ყველა შემთხვევაში, ამ დაავადების დროს, თირკმლებში გართულებაა. რაც, შარდის საერთო ანალიზზეც აისახება. მომატებულია , ცილა და ცილინდრები. ამ დაავადებაზე გაფიქრებინებს, შემდეგი შედეგი, სისხლის საერთო ანალიზში: ჰემოგლობინის დაქვეითება, ერითროციტების დაქვეითება, ლეიკოციტების დაქვეითება, ნეიტროფილების დაქვეითება, თრომბოციტების დაქვეითება, ედსის აჩქარება. ძლიერი გართულიბის შემთხვევაში, ყალიბდება სეფსისი. უპირველესად, ასეთ ავადმყოფთან, უნადა გამოირიცხოს გრიპი. ვიმეორებ, ყველა მაღალი სიხცხე, გრიპი, არ არის. ეს დაავადება , ასევე უნდა დადიფერენცირდეს, შემდეგ დაავადებებთან : დენგე, პაპატაჩის ცხელება, პარტახტიანი ტიფი. ლაბორატორიული კვლევების, უფრო ფართო მეთოდებია, მედიცინის , ამ ეტაპზე. ხოლო, კომპლემენტის შებოჭვის რეაქცია, ოდითგან კეთდება .ამ და სხვა მსგავსი, ინფექციური დაავადებების, თავიდან ასაცილებლდ, საჭიროა, გაძლიერდეს, შესაბამისი, ჯანდაცვის სამსახურები. ამ და სხვა, ყველა ტიპის ტკიპებთან, უნდა გამოცხადდეს ბრძოლა, დერატიზაციული, აქტიური ღონისძიებებით. და არა საქმის, უცებ მოთავებით და ფულის გაკეთებით. საველე პირობებში , მუშაობისას, ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, შესაბამისი დაფარული ჩაცმულობა. როცა ქვეყანაში, ჰიბრიდული ომია, არ არის საჭირო ,მინდორში კოტრიალი. მით უმეტეს, ღია სხეულით. ღმერთმა ნუ ქნას , მაგრამ, თუ შესაბამისი სამსახური, ოდესმე, ენდემიურ კერას დაფიქსირებს, მაშინ იქ მომუშავეებმა, აუცილებლად უნდა გამოიყენონ, ეწ რეპელენტური საშუალებები. არაფერი საშიშროებაც, რომ არ იყოს, მინდორში სამუშაოდ, ეკიპირების გარეშე, ნუ გახვალთ . ჩვენთან არ არის, ეს დაავადება, ამჟამად. ნუ შეშინდებით. მაგრამ წინასწარ, დაიცავით თავი, ამ და სხვა დაავდებებისგან. ამიტომ, მეტი სიფრთხილით მოეკიდეთ, მინდორში, სხეულის შიშველი ნაწილებით, გარემოსთან ურთიერთობას.
ექიმი მარინა ტოტოჩავა