Covid 19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 54 470 ტესტი და დადასტურდა 3 454 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 334 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.06%, ბოლო 14 დღის – 8.06%, ხოლო ბოლო 7 დღის – 7.74%.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 882 822 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 825 442 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 631.