“ჩემი შვილისთვის საქართველოში ყოფნა სახიფათოა”- გიული ალასანია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. მისი მტკიცებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ალასანიას თქმით, საქართველოში პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება:

რეაბილიტაციის პერიოდი სხვა ქვეყანაში უნდა გაიაროს. სადაც კი მისწვდება მას ხელისუფლების ხელი და საქართველოში ეს ყველგან შესაძლებელია, ყველგან მისი ყოფნა არის სახიფათო”- განუცხადა “ტვ პირველს”  გიული ალასანიამ. 

ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა საკუთარი მოქალაქის ინტერესებს დაიცავს:

ინტერესი ყოველთვის დიდია, მუდმივად ვისმენ სხვადასხვა თანამდებობის პირებისგან განცხადებას, რომ უკრაინა თავის მოქალაქეებს მარტო არ ტოვებს. ჩემი შვილი უკრაინის მოქალაქეა და დიდი იმედი მაქვს, რომ მასზე პირველ რიგში უნდა გავრცელდეს… ( ეს დახმარება). ჩემი შვილი უკრაინაში ძალიან დაფასებულია”- თქვა მიხეილ სააკაშვილის დედამ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა 21 დღის წინ შეწყვიტა, თუმცა ადვოკატების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share