შსს ოზურგეთში შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე საქმე 236 და 117 მუხლებით აღიძრა

შსს მ დღესოზურგეთში შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე საქმე 236 და 117 მუხლებით აღძრა

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 40 წლამდე მამაკაცია დაჭრილი რომელიც მედალფას ოზურგეთის კლინიკაშია მოთავსებული

შემთხვევა ოზურგეთში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი მედალფას კლინიკაში საკუთარი ავტომობილით მივიდა-რომელიც ახლა კლინიკის ეზოშია და პოლიციას სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა დაჭრეს.

დაჭრილი, გვარად თ-ლი ოზურგეთის მედალფას კლინიკაშია  მოთავსებული. მისი მდგომარეობის კვლევა ამ წუთებში მიმდინარეობს;

კლინიკის დირექტორის დავით მდინარაძის განცხადებით, მამაკაცი ბარძაყის მარცხენა ფრთაშია დაჭრილი და ტყვია მარჯვენა ფრთასთანაა გაჩერებული, მიმდინარეობს მისი გამოკვლევა, მის დასრულების შემდეგ გვეცოდინება ჩატარდება თუ არა ოპერაცია” – გვითხრა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share