გურიის მოამბე

ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსად გელა ჭანუყვაძე დაინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსად, “ქართული ოცნების” აქტივისტი, ოზურგეთის ყოფილი სამხედრო კომისარი, გელა ჭანუყვაძე, დაინიშნა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” არაოფიციალურად აცნობეს;

წყაროს ინფორმაციით,ჭანუყვაძის ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსად დანიშვნაზე დიდი ხნის წინ იყო საუბარი;

ჭანუყვაძეს ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თანამშრომლებს დღეს წარუდგენს, მოვალეობის შესრულებას ეს უკანასკნელი კი ამ დღეებში შეუდგება;

Verified by MonsterInsights