“არასოდეს ასე სამარცხვინოდ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება!”- კახა ასკურავა

ლანჩხუთის “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი  კახა ასკურავა სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ზოგადად არ ვარ ანგარიშსწორების და რევანში მომხრე.არ მიმაჩნია სწორად დაემსგავსო მოწინააღმდეგეს, რომელსაც უბრალოდ სახე არ გააჩნია, მაგრამ ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. როცა 2015 წელს, მაშინდელი პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ენმ-ის ოფისები დაარბიეს.ეს სამარცხვინო და დანაშაულებრივი დავალება, განსაკუთრებული აგრესიით შეასრულა ლანჩხუთის მაშინდელმა ქოცაქტივმა.უფრო სწორად რომ ვთქვა, სუს-ს მართულმა რამოდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულმა პირებმა.ამ სამარცხვინო ამბავში ორი რამ მახსენდება განსაკუთრებული გულისტკივილით: პირველი) სრულიად დემორალიზირებული და გაფარჩაკებული პოლიცია, რომლის თვალწინაც ხდებოდა დანაშაული და მათ უფლება ჰქონდათ ჩამორთმეული აღკვეთად იგი, მეტიც – თვალებს ვერ მისწორებდნენ სირცხვილიდან და მეორე) მაშინდელი ჩემი ოფისის წინ მუშაობდა მამაჩემი, რომელიც ამ ინციდენტის დროს გადმოვიდა იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა იქ. ეტყობა მე ისეთი სიტუაციაში და ისეთი სახით დაიმინახა, რომ როცა ჩხუბში და გაწევ-გამოწევაში ჩართულმა მომენტალურად მის გამომეტყველებას შევეჩეხე, ეგრევე შევეშვი ყველაფერს რადგან მივხვდი, რომ მამას ვკარგავდი

Vladimer Menabde

შენ კიდევ უფრო კარგად ხედავდი, როგორც მერე მომიყევი არ ვიცი რომელი მათგანი ეპატიებათ და არც მე ვიცი რამდენად მიმტევებელი ვარ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ წინ უნდა ვიაროთ და არასოდეს, არასოდეს ასე სამარცხვინოდ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება!”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share