“ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, დავით ზილფიმიანი გამოდის ინიციატივით, რომ საპატრულო პოლიციის მანქანებს “თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა” ეწეროს. ამის შესახებ ზილფიმიანმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას განაცხადა.
“ნიუ იორკის პატრულის დევიზია CPR – Courtesy, Professionalism და Respect. ეს წარწერა თუ იქნება ჩვენ საპატრულო მანქანზებზეც კაი იქნება. ქართულად იქნებოდა “თი პი პი” ანუ თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენენ.