ჩვენი საზოგადოება დეკლარაციულად მუდმივად გმობს ფარულ და ფაბრიკაციულ ჩანაწერებს, არ მოგწონს და ჭკუას ვარიგებთ ერთმანეთს, თუმცა ყოველ ჯერზე დიდი ინტერესით და გაფართოებული თვალებით ვითვისებთ ახალ ნაგავ ინტერნეტ მასალას. ონლაინ სამყაროს წესებით, deepfake და თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით შექმნილ ტყუილებს მაშინ გაეცემა პასუხი როცა ჩვენ ადეკვატურ რეაგირებას დავიწყებთ
გუშინ გავრცელებული მდაბიოდ შეკოწიწებული ფეიკ ჩანაწერები, ( თავად სატელევიზიო სივრცეში რომ ტვ პირველის “გაკეთებულ ვიდეოს” ეძახიან) მეტი არაფერია თუ არა დაგეგმილი აქტი კიდევ ერთი მიზეზი მოძებნოს ოპოზიციამ გავიდეს ცივილური სივრციდან 🤦🏼♀️ რატომ წვალობთ.. პირდაპირ თქვით და არ ხართ ცივილური სამყაროს ნაწილი და უკვე სათანადოდ ინფორმირებული საზოგადოება გაგცემთ პასუხს.
ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ლანჩხუთ-ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს.