“ევროპული საქართველოს” ორგანიზებული აქცია, “დაუპიპინე ბიძინას”, თბილისსა და რეგიონებში უკვე დაიწყო. სავტომობილო კოლონა თავისუფლების მოედნიდან დაიძრა და სიმბოლურად შუშის სასახლესთან დასრულდა.
დღის ბოლოს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან წამოსული მანქანები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან კიდევ ერთელ შეიკრიბებიან და, როგორც პარტიაში ამბობენ, საავტომობილო სიგნალით შეეცდებიან, ხმა მიაწვდინონ ოლიგარქს, რომელსაც მისი მოქალაქეების დიდი ხანია აღარ ესმის.