მანიაკები მართავენ ჩვენ სახელმწიფოს, ესენი უნდა განერიდონ ხელისუფლებას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“დიალოგი ოპოზიციას იმიტომ კი არ უნდა, რომ გარიგებაში შევიდეს. ვისთან უნდა შევიდეთ?! ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, ზუსტად ვიცით ყველამ, რომ მანიაკები მართავენ ჩვენს სახელმწიფოს. ეს წარმოუდგენელი ვითარებაა. ესენი უნდა განერიდონ ხელისუფლებას. ჩვენ უბრალოდ სამართლებრივად გვინდა, რომ ეს გავამაგროთ, რომ ამაში დავიხმაროთ ექსპერტიზა, თორემ იმდენი მოწმეებია უკვე.
საქმე იმაშია, რომ არც უარყვეს, საუბარი იყო, რომელ წელს ხდებოდა, თორემ ფაქტი არ უარყვეს. წარმოგიდგენიათ რა ხდება დღეს. ეს არის რუსული ოლიგარქიული გზა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.