“უსამართლობა სამართლებრივი ხერხების მომიზეზებით „ქართული ოცნების“ ხელწერა გახდა ისევე, როგორც კანონებით მანიპულირება და შულერობა.
ასე დაიხურა თავის დროზე ტელეკომპანია იბერია, ასე შეიცვალა მენეჯმენტი მაესტროში, რუსთავში, იმედში, საზოგადოებრივ მაუწყებელში და ა.შ.
თითოეულ მათგანზე ზემოქმედება სწორედ სასამართლოს და სამართლებრივი ნორმების მანიპულირებით ხდებოდა.
ასე მოხდა ბოლოს ნიკა მელიას დაკავებაც, სადაც უკვე ძალადობაც არსებითად გამოხატა ხელისუფლებამ და ასეთი მუქარა გაჩნდა ტევე პირველის შემთხვევაშიც, რამაც ალბათ თავის მუქარის ტონით ბევრ ჩვენგან 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედზე შტურმი და მსგავსი საფრთხეები გაგვახსენა.
იმედი მაქვს, შარლ მიშელის წარმომადგენლის, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონის პირველი განცხადება სწორედ მედიის დაცულობას და ხელისუფლების მავნებლობის შეფასებას შეეხება”.-წერს ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.