“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
“ყველა, ვინც ახლა სერიოზულად ამტკიცებთ, რომ ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ნაცების მოწყობილი სპექტაკლია, უბრალოდ იდიოტები კი არ ხართ, არამედ სრულიად ამორალური და საზოგადოებისთვის საშიში იდიოტები.
ხოლო ვისაც ეს არ გჯერათ, მაგრამ მაინც ამას ამტკიცებთ, რახან “ომში ხართ ნაცებთან”, ასევე სრულიად ამორალური და საზოგადოებისთვის საშიში ხართ, ოღონდ იდიოტის ნაცვლად უფრო ჩათლახი გეთქმით.
ესაა ჩემი კომენტარი. ჩათვალეთ რომ უკიდურესად კორექტული და მოზომილი ვარ.”- წერს ზურაბიშვილი.