შარლ მიშელის წარმომადგენლის, საქართველოში კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებულ ვიზიტს “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ეხმიანება და წერს: “ბედის ირონიაა. 300 წლის წინ სულხან-საბა თითო დღით იხანგრძლივებდა პარიზში ყოფნას, რომ იქნებ ევროპას “მივეღეთ”. 300 წელი გავიდა და ევროპის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი 3 უშედეგო დღის შემდეგ კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში, რომ იქნებ ჭაობში არ დავრჩეთ და ევროპაში “მიგვიღონ”. ჩვენ რას ვეუბნებით? უარზე ვართ 300 წლის შემდეგ. სულხან-საბა საფლავში ტრიალებს”,-წერს ოქრუაშვილი.