“გახარიას ჯერ პოლიტიკური აქტივობისა და გუნდის შექმნის შესახებ არ განუცხადებია”

 „არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზა ხსნილი აქვთ, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დღეს, 22 მარტს განაცხადა.

ვოლსკის თქმით,  გახარიას ჯერ პოლიტიკური აქტივობისა და გუნდის შექმნის შესახებ არ განუცხადებია.

ცნობისთვის: თითქმის ერთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია საჯაროდ პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share