„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამეტის ტრიბუნაზე ჩამოთვალა ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერები, რომლებიც მას დღეს „დააკლდა“:
“ძალიან მოკლედ მინდა, შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიასა და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდება რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი. პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა.
ოპოზიცია უსათუოდ სჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას. ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“
მსგავსი სტატიები
- 91
"ივანიშვილმა ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ასე ახასიათებთ ყოველთვის იმ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთ არის, იმათ უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, ისინი უნდა დაჩაგრონ. ამიტომ არ მიყვარს მლიქვნელები. ერთ-ერთ შეხვედრაზე კარგად მახსოვს შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების…
- 89
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე გავლენა იქონიეს. აქ შეჯამებულია, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ 2020 წელს და შეფასებულია სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში მოვლენათა და საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა…
- 89
მე პირადად ველოდი: ბერა გამოვიდოდა, უცენზურო ლექსიკის გამო საზოგადოების მისდაუნებურად შეწუხებისთვის ბოდიშს მოიხდიდა, იტყოდა, რომ მაშინ ბავშვი იყო, სისხლი უდუღდა, ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებდა, მამამისი ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფალი არ იყო და მისთვის შეურაცხყოფის მომყენებლებისთვის ჭკუის სწავლება ასეთი მიუღებელი ფორმით მოუწია. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მამა პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, თავადაც გაიაზრა, რომ როგორც მომღერალი…
- 89
რას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…