ოზურგეთის მოქმედი მერი კონსტანტინე შარაშენიძე დიდი ალბათობით პოსტის შენარჩუნებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დანიშნულ ადგილობრივი არჩევნების შედეგად შეეცდება.
ამის თქმის საშუალებას დღეს, სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” “კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერთა ჯგუფი”-ის” მიერ ამ საკითხზე დაწყებული გამოკითხვა გვაძლევს:
“კოტე შარაშენიძე კვლავ ოზურგეთის მერად რამდენს გვსურს?” ნათქვამია “ფეისბუკ გვერდზე 49 წუთის წინ დაწყებულ გამოკითხვაში და მას ამ დროისათვის 196 მოწონება, 50 კომენტარი და 11 გაზიარება აქვს”
დღესდღეობით გაურკვეველია შარაშენიძე ამას მმართველი პარტიიდან “ქართული ოცნებიდან” შეეცდება თუ კვლავაც დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის სტატუსი ექნება.