ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საკუთარ მოადილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი შესაბამის მკურნალობას გადის.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ასევე იმყოფებიან იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი.
ბოლო მონაცემებით, 27 წლის ექთნის მდგომარეობა მძიმეა, მას რეანიმაციაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, მედდას სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.