ტაქსით მგზავრობისას რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილება გუშინ გამოქვეყნდა. საუბარია შეზღუდვაზე, რომლითაც ტაქსით გადაადგილებისას ავტომობილში მხოლოდ სამი პირი (მძღოლის ჩათვლით) იყო დასაშვები.
ამასთან, ერთადერთი შეზღუდვა რაც ტაქსით გადაადგილების შემთხვევაში კვლავ ძალაში რჩება, არის ის, რომ მძღოლიც და მგზავრებიც პირბადით უნდა იყვნენ აღჭურვილი.