მეუფე პეტრეს თქმით, საპატრიარქომ დღევანდელი ბრალდებების გამო, სინოდმა სხდომა უნდა ჩანიშნოს და შეისწავლოს:
მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ იქნეს საეკლესიო სასამართლო მოწვეული და მოკვლეული ეს ბრალდება. მზად ვარ ჩავიტარო დნმ-ს ანალიზი და მიტროპოლიტ სტეფანეს მოუწევს ამ ცილისწამების გამო დაისაჯოს” ამბობს მეუფე პეტრე
მისივე თქმით, რუსული სპეცსამახურებისა და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით ინფორმაცია რომ მას უკანონო შვილი ჰყავს ყვითელ პრესაშიც აქტიურად ვრცელდებოდა – მეუფე სტეფანეც აღმოჩნდა რომ გრუ-ს გავლენის აგენტია– ამბობს მეუფე პეტრე.
მისივე თქმით – “ჭორიკნების ადგილი ორღობეშია”