ამერიკაში მცხოვრები კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი კოვიდის გარშემო არსებულ თემებს რეზიუმეს უკეთებს და სოციალურ ქსელში რჩევის სახით გვაწვდის.
ექიმი ასე ასათაურებს თავის “ტოპიკს” – “რა გვასწავლა კოვიდმა?”
ჰიგიენა ჯანმრთელობაა
დისტანცია გვიცავს ერთმანეთის ვირუსული და ბაქტერიული ფლორისგან. კოვიდ პერიოდში ვირუსული დაავადებების რიცხვმა დრამატულად იკლო.
მოუწესრიგებელი ჯანმრთელობა სიკვდილის რისკს ზრდის. შესაბამისად, სასურველია ვაკონტროლოთ წონა, ვიმოძრაოთ ბევრი, ყურადღება მივაქციოთ ასაკობრივ რისკებს და სათანადოდ გავიაროთ სკრინინგ ტესტები. ეს დაგვიცავს ზედმეტი წონისგან, დიაბეტისგან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. მხოლოდ ამ ჩამონათვალის მკაცრი კონტროლი დაგვიცავს, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი დაავადებებისგან.
ზედმეტი ბიუროკრატია უსარგებლო ბარიერია. ბიუროკრატიული ბარიერების შემსუბუქებამ საშუალება მოგვცა უმაღლესი ეფექტურობით გამორჩეული ვაქცინები ერთ წელიწადში კლინიკურ პრაქტიკაში გვქონოდა, ნაცვლად ათეული წლებისა, რაც ადრე სჭირდებოდა. ხაზს ვუსვამ, სისწრაფე ბიუროკრატიის და დაფინანსების სწორმა მართვამ განაპირობა და არა იმან, რომ კვლევების პროცესში რომელიმე ეტაპი გამოტოვეს. ახალი ვაქცინის მისაღებად საჭირო ყველა ეტაპი კვლევებში ზედმიწევნით კარგად იყო დაცული.
ეკონომიურად გამართულ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება ბევრად უფრო უსაფრთხო და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. კოვიდ პანდემია სწორედ ასეთმა ქვეყნებმა მართეს უკეთ ვიდრე, მაჩანჩალა აუტოკრატიულმა წარმონაქმნებმა.
ადამიანის სიცოცხლე ღირებული მხოლოდ თავისუფალ, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია. სწორედ ასეთმა ქვეყნებმა იზრუნეს თავიანთ მოქალაქეებზე, უზრუნველყვეს მათი მკურნალობა უფასოდ, შეეცადნენ ეკონომიური კოლაფსი ნაკლებად საგრძნობი ყოფილიყო თითოეული ჩვენგანისთვის. ყველა ახალი პრეპარატი, ვაქცინა, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საშულაებები შეიქმნა სწორედ ასეთ ქვეყნებში. განვითარეულ, თავისუფალ ქვეყნებში მცხოვრებნი თავს შედარებით დაცულად ვგრძნობთ. მე პირადად არ მენანება გადასახადი, რასაც სახელმწიფოს ვუხდი. ვხედავ, რომ ის ჩვენი უსაფრთხოებისთვის იხარჯება და არა სახელმწიფო მოხელეების ფუფუნების უზრუნველსაყოფად. მეორე მხარეს არიან მაგალითად რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც საკუთარ მოქალაეებზე ექსპერიმენტები ატარეს ისე, რომ ნებართვაც არ უკითხავთ კვლევის ობიექტისთვის. ამ ქვეყნებში ვაქცინის შექმნის პროცესიც კი საკმარისია საილუსტრაციოდ.
დასკვნა…
იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები უნდა ვიზრუნოთ საკუთარ სხეულზე, დროულად და ადექვატურად ვმართოთ ასაკობრივი რისკები, დავიცვათ ჰიგიენა, ვიკითხოთ ბევრი, რათა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი ამა თუ იმ დაავადებისგან, ბევრი ვიმოძრაოთ, მივიღოთ ჯანმრთელი საკვები სასარგებლო დოზით, გავთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან (ალკოჰოლი, მოწევა ა.შ), ბრაზისა და აგრესიისგან (სტრესი ბევრი, მაღალი სიკვდილიანობით გამორჩეული, დაავადების რისკს ერთი ათად ზრდის), და ყველაზე მთავარი, ყველაფერი გავაკეთოთ ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად.
თავისუფალ, დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება არის ჯანმრთელი და ხანგძივი ცხვორების უზრულველყოფის ერთადერთი გარანტია.