“კომენდანტის საათის გაუქმება უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუ დავაკვირდებით ევროპულ ქვეყნებში საუბარი რეგულაციების გამკაცრებაზეა”
ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, ოზურგეთში, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ახალი ოფისის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მინისტრის თქმით, ჯერჯერობით სკოლების დახურვაზე არ უმსჯელიათ თუმცა ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო იმისათვის რომ სკოლების დახურვა გახდეს უკანასკნელი აუცილებელი ღონისძიება. ამ ეტაპზე ფაიზერი გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა თუმცა ყველა ვაქცინა რომელიც გამოიყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით არის მაღალი ხარისხის.
ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი და ვიმედოვნებ რომ ვაქცინაციის პროცესი აღდგება ჩვეულ რეჟმში.
პრიორიტეტი კი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება. თქვა მინისტრმა.