გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი.
უწყების ცნობით, მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, ხოლო 27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი.
“28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 26-27 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა. 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტამპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.