National Geographic-ის ცნობით, მსოფლიოში არსებობს მეხუთე ოკეანეც.
კარტოგრაფების აზრით, ანტარქტიდის მიმდებარე წყლებს აქვს საკუთარი გამორჩეული თვისებები, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სამხრეთის ოკეანე პლანეტის მეხუთე ოკეანეა.
National Geographic-ის განცხადებით, გეოგრაფთა საზოგადოებაში მუდმივი დავის საგანია მეხუთე ოკეანის იდენტიფიცირების საკითხი, თუმცა ამჯერად მკვლევართა უმრავლესობა ადასტურებს, რომ სამხრეთის ოკეანე ცალკე არსებობს და არ წარმოადგენს, წყნარი, ატლანტიკური და ინდოეთის ოკეანეების გაგრძელებას ან ნაწილს.
ტერმინი სამხრეთ ოკეანე ახლა მოიცავს ანტარქტიდის მიმდებარე წყლებს. რომლებიც სამხრეთ გრძედის 60 გრადუსამდეა გადაჭიმული.
ამ ეტაპზე სამეცნიერო საზოგადოებამ ოთხი ოკეანე აღიარა: ატლანტის ოკეანე, წყნარი ოკეანე, ინდოეთი და არქტიკა.