რუდენკო: საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირისა და NATO-სკენ გაუმართლებელია

25 მარტს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის მისწრაფება გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა. ეს რეგიონში მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას მოიტანს”. – თქვა რუდენკომ.

ასევე მან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ საქართველო 2024 წლისთვის ევროკავშირში შესვლის განაცხადის შეტანას აპირებს და კვლავ მიისწრაფის NATO-სკენ.

“ვიცით, როგორც განვითარდა მოვლენები 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ NATO-ში შესაძლო გაწევრიანების სიგნალები მიიღეს. ჩვენ გვჯერა, რომ სააკაშვილმა ეს აღიქვა, როგორც კარტ-ბლანში ძალისმიერი მოქმედებებისთვის. ყველამ ვიცით, ეს როგორ დასრულდა და კიდევ ვმუშაობთ ამაზე. ვიმეორებ, ევროპისა და NATO-სკენ მისწრაფება გაუმართლებელი და არასაჭირო არჩევანია. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა სურთ, სტაბილური პროგნოზირებადი სიტუაცია თუ გაურკვევლობის წინაშე ყოფნა, თუკი საქართველო NATO-ს შეუერთდება”. – თქვა რუდენკომ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share