“თვალსა და ხელს შუა აგვახიეს სახელმწიფო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკში მომხდარი თავდასხმის მონაწილე პირზე ამბობს, რომ ხელისუფლებას სურვილი, რომ ჰქონდეს, ძალიან მარტივად დააკავებს მას. მიხეილ სააკაშვილმა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

“პოლიციის მინისტრი ამბობს, რომ 10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, ეს ნიშნავს იმას, რომ ვეუბნებით, მიდით და მოითხოვეთ, ითხოვეთ და მოგეცემათ, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ, მიდით დახვდით სადარბაზოში, ჩამოგლიჯეთ კისრიდან კულონები. შევარდით წაართვით, დააუთავეთ, აი ეს არის პირდაპირი მისი სიტყვიდან, რომ მოეთხოვა კრიმინალს, ათივეს მივცემდით, ითარგმნება ეს მასობრივად მოდებულ კრიმინალის ენაზე, ზუსტად ამ სიტყვებით. მე დარწმუნებული ვარ ეს კრიმინალი ძალიან ადვილი დასაჭერია, თუ აქვთ სურვილი შეუძლიათ დღესვე დაიჭირონ, ხვალვე დაიჭირონ, თუმცა, ფულის ამოღება ბევრად უფრო რთული იქნება”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი

“ძალა ერთობაშიას” პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ასევე თქვა, “ოცნებამ  თვალსა და ხელს შუა სახელმწიფო “აგვახია”.

“თვალსა და ხელს შუა აგვახიეს სახელმწიფო, ჩვენ შევქმენით, იშვიათად ამ რეგიონის ქვეყნებში ნამდვილად ფუნქციონირებადი თანამედროვე სახელმწიფო, ქართველ ხალხს ჰქონდა ამ სახელმწიფოს იმედი, იმედი იმის, რომ მანქანა შეიძლება არ დაგეკეტა და დაგეტოვებინა, იმას რომ მშვიდად შეგეძლო შვილები გაგეშვა ქუჩაში. იმას რომ სადღაც ბანკს თუ სახლში შეინახავდი ფულს არავინ არ მოვიდოდა და არ წაგართმევდა და ეს ყველაფერი პრაქტიკულად ჩამოგვეშალა, ჩამოგვეშალა არა მხოლოდ ამ ზუგდიდის ეპიზოდზე, ეს ხომ ერთ-ერთი ფაქტია. ბევრად მეტი, ბევრად უფრო ფართოდ გაშილი ფრონტია ეს კრიმინალის ყველა მხრიდან, პრაქიკულად სახელმწიფო ინსტიტუტები გაუქმებულია” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share