საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილებები მიიღეს. შეხვედრა მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოწვეულ ექსპერტებთან გამართა.
“გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე (მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის) კვლევის ჩატარების; უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებისა და მათზე ექსპერტიზის ჩატარების; ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე.
შეხვედრისას, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ერთხმად აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია”, – წერია განცხადებაში.
მინისტრისა და ექსპერტების განცხადებით, ეს სამუშაოები საკაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის “სავალალო” იქნება.