Vaxzevria – AstraZeneca-ს ვაქცინის ახალი სახელი

ევროპული წამლების სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინამ სახელი შეიცვალა და დღეიდან ის Vaxzevria იქნება.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოიტანეს. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინით სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები აიცრნენ. 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share