ჯანდაცივს მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, შეიქმნება სათადარიგო სიები იმისთვის, რომ ვაქცინების დოზა არ დაიკარგოს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინების 3% არის დაკარგული.
„არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რამდენი ვაქცინის დაკარგვა ხდება. ამ ეტაპისთვის დაკარგული არის 3%-მდე დოზა. ეს არის 181 დოზა და შემდგომში მინიმუმამდე რომ იყოს დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება პოლიციის და ჯარის დახმარებით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას. 5 აპრილიდან მოხდება ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.