“არავის არაფერი არ დაუძალებია, ნამდვილად ჩმი სურვილით ვიდექი იქ, სამოქალაქო ვალი მოვიხადე”-ასე უპასუხა “გურიის მოამბის” კითხვას ლანჩხუთის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა, თამაზ იმედაშვილმა, რომელიც დღეს მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ლანჩხუთში მოწყობილ სპეციალურ კოვიდბლოკპოსტზე, სოფელ ჭყონაგორასთან ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებდა.
თუ რამდენმა ლანჩხუთელმა გაირა დღეს შესაბამისი პროცედურა ეს არ ახსოვს, თუმცა, დარწმუნებით გვეუბნება იმას, რომ მისი იქ ყოფნის პერიოდში მაღალი ტემპერატურა არც ერთ ადგილობრივს არ დადგენია.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ლანჩხუთში მოწყობილ სპეციალურ კოვიდბლოკპოსტებზე მერიის თანამშრომლებთან ერთად სოფლის რწმუნებულებიც იყვნენ მოქალაქეების თერმოსკრინიგში ჩართულები. რამდენიმე დეპუტატმა კი აღნიშნულ მონაწილეობაზე უარი თქვა.
ცნოვისთვის: სპეციალური საკონტროლო პუნქტები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში მოეწყო. გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნული სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.