მოცეკვავე თეა დარჩია 9 აპრილის მნიშვნელობასა და დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღევანდელი დღით “მათ ხსოვნას შეურაცხყოფა მივაყენეთ”: “ანალოგი არ გვყავს ქართველებს სამყაროში ერთმანეთის სიძულვილში!!! იმის ნაცვლად, რომ 9 აპრილს დახოცილი ხალხის პატივისცემის ნიშნად, ერთ მუშტად შევკრულიყავით, ერთმანეთისთვის შენდობა გვეთხოვა და საერთო მტრის წინააღმდეგ პატიებით და ერთსულოვნებით გაძლიერებულნი მომალისკენ იმედის სხივი დაგვენახა, პირიქით, კიდევ უფრო გავისპლიტეთ, დავცალკევდით და დავიშალეთ!!! რით ვერ შევიგნეთ, რომ ისედაც ერთი მუჭა ხალხი, გაერთიანებით თუ გადავრჩებით!!! პატიებით, სინანულით და სიყვარულით!!! ეს არის იმ ხალხის პატივისცემა?! დღეს ჩვენ მათ ხსოვნას შეურაცხყოფა მივაყენეთ. ისინი ამისთვის არ დახოცილან!!! ისინი შეეწირნენ ერთიან, ერთსულოვან, ძლიერ და სიყვარულით და თავისუფლებით მტკიცე საქართველოს იდეას!!! ჩვენ კი…”, – წერს დარჩია.