ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი – წარმოუდგენელი მგონია, პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისმიერ გამოთქმულ წინადადებას, მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლის შესრულებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოში რთულია რომელიმე ინსტიტუტს პატივი სცე, რადგან ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია.
“მგონია, რომ ახლა გადაწყვიტა, ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს და ვითომ გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ არ გამოუვა. ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი. ინსტიტუტების პატივისცემა დამოკიდებულია იმ ფიგურებზე, რომლებიც ამ ინსტიტუტებს განასახიერებენ და ძალიან რთულია დღეს ამ ქვეყანაში პატივი სცე რომელიმე ინსტიტუტს, როცა იცი, რომ ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია. რთულია, არაგულწრფელი ამბავია, ტყუილია. იმის გამო, რომ კრიზისია ქვეყანაში, მათ შორის ის, რომ მოლაპარაკებებია, მათ შორის ის, რომ გარედან არის წნეხი ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან, რომ დაჯექით და რაღაც მოილაპარაკეთ და ორივე მხარეს პასუხისმგებლობას აკისრებენ ალბათ, უფრო ამ ყველაფრის გავლენა არის, რომ ახლა გადაწყვიტა, რომ იქნებ რაღაც შუამავლის თუ მომრიგებლის თუ რაღაც ეგეთის როლი შეითავსოს, მაგრამ ამას სჭირდება რაღაც ნდობის დაგროვება დროთა განმავლობაში. წარმოუდგენელი მგონია პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, ეს პრეზიდენტი წარმოუდგენელი მგონია. შარლ მიშელი თუ ვერ ახერხებს საქართველოს ნომინალური პრეზიდენტი როგორ მოახერხებს?! ამიტომ მგონია, რომ სიყალბეა და სიყალბეში მონაწილეობა არ მიყვარს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაგანაცხადა, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების.