„ქართულო ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ უფრო დაარწმუნებსშეერთებულ შტატებს მკაცრი ზომებისმიღების აუცილებლობაში და მისი ხისტი პოზიცია, ხელისუფლებას ვაშინგტონში სასიკეთოს არაფერს უქადნის. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს CNews-ის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სახელისუფლებო პარტიის ლიდერის ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავსკონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა დათეთრი სახლის მაღალი რანგისწარმომადგენლებთან და ამერიკულიThink Tank-ების ხელმძღვანებელთან.
ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კობახიძისმომლაპარაკებლად გაგზავნის იდეა ერთობსაინტერესოდ გამოიყურება.
„თუ გავითვალისწინებთ, რა შედეგი მოჰყვამის წინა, ანალოგიურ მისიას ვაშინგტონში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ხისტიპოზიციები კიდევ უფრო დაარწმუნებსშეერთებულ შტატებს მკაცრი ზომებისმიღების აუცილებლობაში“, – აცხადებს ჯეჯელავა.
იგი მიიჩნევს, რომ კობახიძის მოქმედების დიაპაზონი და შედეგი მეტწილად აშშ-ის მხარეზე – სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაზეა დამოკიდებული.
CNews-ის ინფორმაცით, ელჩმა დეგნანამასახელმწიფო დეპარტამენტიდანკონკრეტული დავალება მიიღო, რომლისშინაარსიც ასეთია: საქართველოსხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდაიცოდნენ, რომ აშშ სრულად ეთანხმებაევროკავშირის ძალისხმევას კრიზისისმოგვარების საკითხში და კრიზისისგაღრმავების შემთხვევაში, შეუერთდებაყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირისმხრიდან დაწესდება. ელჩი ასევე, ინფორმირებულია, სანქციების შესახებ. საუბარია სანქციებზე კონკრეტულიპერსონების მიმართ, რომელიც უკვემომზადებულია (ამის შესახებ CNews-ირამდენიმი ხნის წინ წერდა.) აღნიშნულიპირების უმეტესობასთან მიმართებაში აშშ-სრუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მათისაქმიანობის უტყუარი მტკიცებულებებიგააჩნია. ამ მიმართულებით აშშ-ს საკმაოდხისტი პოზიცია აქვს. სწორედ ამ პოზიციისშესარბილებლად მიიღო გადაწყვეტილება„ქართულმა ოცნებამ“ და ვაშინგტონშიპარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემიავლინა, რომელმაც შეხვედრება უნდაგამართოს სენატორებსა დაკონგრესმენებთან და უზრუნველყოსროგორც სანქციების საკითხის დღისწესრიგიდან მოხსნა, ასევე, მათი რბილიპოზიციის ფორმირება მმართველი პარტიისმიმართ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული კობახიძემ სანქციების საკითხი ღარიბაშვილის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.
„თუ მიმდინარე ეტაპზე სანქციების საკითხი კვლავ აქტუალური იქნება და შეერთებულიშტატები მართლა რელურად წავა ამ მიმართულებით, მაშინ საყურადღებოა, რომ გავრცელებული ინფორმაციით ამ სიაშიძირითადად პრემიერი ღარიბაშვილი დამასთან აფილირებული პირებიგანიხილებიან. კობახიძეს მშვენიერიშესაძლებლობა ეძლევა მთავარიკონკურენტის ჩამოსაცილებლად, თან ამყველაფერს ის გუნდის პოზიციების დაცვითდაასაბუთებს“, – ვარაუდობს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებსა და ევროკავშირისა და აშშ-ის საბოლოო პოზიციასთან დაკავშირებით უკვე ჩააყენეს საქმის კურსში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც ხელისუფლების საბოლოო პასუხის ფორმირებისთვის დრო ირაკლი კობახიძის საქართველოში დაბრუნებამდე ითხოვა. ამის მიუხედავად, მას განემარტა, რომ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არც ბრიუსელი და არც ვაშინგტონი არ აპირებენ დაუსრულებელ ლოდინს და არსებული ვითარების სტატუს-ქვოს შენარჩუნებას.
CNews-ისთვის ასევე, ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირადად შარლ მიშელისგან მიიღო ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 15 მაისამდე, როდესაც ოპოზიცია მაშსტაბური აქციის გამართვას გეგმავს, უნდა განიმუხტოს და ამ პროცესში შარლ მიშელი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ჩართავს. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, შევედეთის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.