ამ დრომდე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჩოჩხათი და ნიგვზიანი, გამშვები პუნქტებია მოწყობილი და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.
როგორც “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, აპრილში კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევას დაფიქსირებული, რაც პატარა მუნიციპალიტეტისთვის, დიდი რიცხვია.
“ჩვენ მუნიციპალიტეტში, ბოლო 15 დღეში, კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, არასახარბიელო რიცხვია.
სკოლებსა და ბაღებში, სასწავლო და სააღმრდელო პროცესი შეჩერებულია სამ სოფელში: ნიგოითი, ჩოჩხათი და ნიგვზიანი.
ყველა სიფელში სადაც ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება.”- გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა.