მსოფლიოს ყველაზე იდუმალი არტიფაქტები

არქეოლოგიის სამეცნიერო სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყოველი ახალი აღმოჩენა, ხან უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე უკვე არსებულ საიდუმლოზე პასუხს იძლევა. მაგრამ, ამ სფეროს გარეშე, ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა ჩვენი წარსულის შესახებ. აქ კი, იდუმალებით ყველაზე მეტად მოცული არტიფაქტების ნაკრებს წარმოგიდგენთ:

 

I. უძველესი გაჯეტები

image

ეს აღმოჩენა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სრულიად შემთხვევით გააკეთა. ის მისსავე მიერ გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდა და ერთ–ერთ სურათზე, მეტად უცნაური ნივთი შენიშნა.

საქმე იმაშია რომ მან, პოლ გეტის ხელოვნების მუზეუმის (ლოს-ანჯელესი) საცავში შენახული, ძვ. წ. აღრ., დაახლოებით, II ს. შექმნილი ბარელიეფების ფოტოები გადაიღო და მხოლოდ 2 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ერთ ბარელიეფზე გამოსახულ გოგონას ხელში ნოუთბუკი უკავია, თან USB–პორტებით.image

II. ვენეციელი ვამპირი

image

2011 წ. მსოფლიოს საოცარი და იდუმალი აღმოჩენა წარუდგინეს, რომელიც კ. ნუოვოზე, ვენეციიდან 3 კმ-ს დაშორებით აღმოაჩინეს. ეს 60–65 წლის ქალის თავის ქალა იყო, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა. გასაკვირი კი ის არის, რომ დასაფლავების დროს, მას პირში აგური ჩაუდეს. ეს რიტუალი ძველ ისტორიულ წყაროებში აღწერილია, მაგრამ მეცნიერებს, მსგავსი ფაქტის შესწავლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალი ვამპირი იყო. ხოლო, შუა საუკუნეებში, ვამპირების ისე ეშინოდათ, რომ სიკვდილის შემდეგ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მათგან ცოცხალთა სამყარო დაეცვათ, თუნდაც პირში აგურის ჩადებით.

III. ქვის ხანის გვირაბები

image

XX საუკუნეში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, შოტლანდიიდან – თურქეთამდე, მეცნიერებმა და მოყვარულმა არქეოლოგებმა, სხვადასხვა ფორმის და სიგრძის გვირაბები აღმოაჩინეს. რომელიც დაახლოებით, 12 ათასი წლის წინ არის გაყვანილი.

ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ დაეთანხმება აზრს, რომ ეს მიწისქვეშა გზა, ნამდვილად რომ შთამბეჭდავია… რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რატომ იყო შექმნილი მიწისქვეშა სისტემა.

IV. უძველესი სალამური

image

 

ეს ძალიან იშვიათი და რაც მთავარია, უნიკალური აღმოჩენა გერმანელ არქეოლოგებს ეკუთვნით. პალეოლითი სადგომის შესწავლის დროს, რომელიც, დაახლოებით, 14–12 ათასი წლით არის დათარიღებული, მათ ერთ–ერთ გამოქვაბულში, მამონტების ძვლების გროვაში, რამდენიმე ძვალი იპოვეს, რომლებზეც, თანაბარი დაშორები, ნახვრეტები იყო გაკეთებული.
იმ პერიოდში, ადამიანი ბურღვის ხელოვნებას მხოლოდ ეუფლებოდა, მაგრამ ნახვრეტები ლამაზად და მონდომებით იყო გაკეთებული. გამოდის, რომ მუსიკის ჰანგები, ქვის ხანაში უკვე ცნობილი იყო. ხოლო ნოტები, მხოლოდ X–XI საუკუნეში შეიქმნა. image

V. ბაღდათის ბატარეები

image

 

ბაღდათის მახლობლად ხშირად პოულობენ უნიკალუ არტიფაქტებს. თუმცა, ერთმა აღმოჩენამ, მხოლოდ არქეოლოგები კი არა, მთელი მსოფლიო გააოცა… მეცნიერთა დიდმა ნაწილმა ივარაუდა, რომ ეს თანამედროვე ბატარეების უძველესი პროტოტიპია, რომელსაც ერაყის ტერიტორიაზე და ალბათ, სხვაგანაც, 2 ათასი წლის წინ იყენებდნენ.

http://intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share