“ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არათუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვუსაყვედურებთ მას, რატომ არ ილაპარაკე დროზეო, ეს არასდროს არაა სწორი და გამართლებული.
ასევე, ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, მისი გათავისუფლება არ იგეგმება, ასევე, გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ალბათ დამეთანხმებით, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს.
ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ერთმა მახარემ, არამედ მოერე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის ამასობაში, დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს”, – თქვა თეა წულუკიანმა.