პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ლაშა ბექაურმა ბექა ღვინიაშვილთან იმარჯვა. 20 წლის ბექაური ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალშია საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი. მისი მეტოქე ილია სულამანიძის დამმარცხებელი, ბელგიის სახელით მოასპარეზე ტომა ნიკიფოროვი იქნება.
სულამანიძემ კი ნახევარფინალში მარცხი განიცადა და გურამ თუშიშვილის (+100) მსგავსად ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.