ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 98 ადამიანი დაშავდა.
მატარებლის 4 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ინციდენტი კაიროდან 40 კილომეტრის მოშორებით მოხდა. სარკინიგზო შემთხვევის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც კაიროდან ელ-მანსურაში მიდიოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა.